ბროწეულის ხელის კრემი

იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან

ბროწეულის კურკის ზეთი გამრჯე და ბეჯითი ხელებისთვის

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ბროწეულის აღმდგენი ხელის კრემი სწრაფად შეიწოვება, იცავს თქვენს ხელებს ხისტი წყლის გამომაშრობელი მოქმედებისაგან, თავისუფალი რადიკალების და მშრალი ჰაერისგან. ამას ის აღწევს ორგანული ბროწეულის თესლის ზეთის, შის ცხიმის, სეზამის ზეთის და ოქროს ფეტვის ექსტრაქტის დიდებული ნაზავით. მოდუნებული კანი ხდება მტკიცე, სიმშრალე ქრება და  ხელებს  უბრუნდებათ სირბილე და ელასტიურობა.

უპირატესობები

იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისაგან, გამოშრობისგან და ნაადრევი დაბერებისგან. ტკეცს კანს და ამკვრივებს მას. შესანიშნავად შეთავსებადია მგრძნობიარე კანთან.

სერთიფიცირებულია და თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არტომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

 

+60%

გაიზარდა კანის ტენიანობა*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

მსუბუქად შეიზილეთ ხელებზე, განსაკუთრებით დაბანისა და ღია ცის ქვეშ მუშაობის შემდეგ.