სალბის ღრძილების ბალზამი

ამაგრებს მგრძნობიარე ღრძილებს

ამცირებს გაღიზიანებას. რბილი ბალზამი ხელს უწყობს  მგრძნობიარე პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებას და რეგენერაციას და ამაგრებს ღრძილებს.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ეს რბილი ბალზამი  პირის ღრუს რეგულარული კომპლექსური მოსავლელი საშუალებაა. რათანიას ფესვის ექსტრაქტი ამაგრებს მგრძნობიარე ღრძილებს და სისხლდენისა და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს. სალბისა და გვირილას ექსტრაქტები ღრძილების რეგენერაციას და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ბუნებრივი ეთერზეთები კი პირის ღრუში სასიამოვნო სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებენ.

გამოყენება

სალბის ღრძილების ბალზამი კბილების ყოველი გაწმენდის შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში ფრთხილად შეიზილეთ ღრძილებში რბილი ჯაგრისით ან თითით. 15 წუთის განმავლობაში არ გამოივლოთ წყალი და არ მიიღოთ საკვები.

პროტეზით გაღიზიანებული ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მოსავლელად, გაწმენდილ პროტეზს, მოხმარების წინ, თხლად წაუსვით ეს ბალზამი. ის არ ეწებება.

 

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

იხილეთ მეტი

ველედას პირის ღრუს მოსავლელი საშუალებები

ბუნება გვაწვდის ყველაფერს, რაც კბილების მოსავლელად გვჭირდება. გაეცანით, თუ როგორ უზრუნველყოფენ ველედას პირის ღრუსა და კბილების მოსავლელი პროდუქტები მათ სიჯანსაღეს მხოლოდ ბუნებრივი სუბსტანციებით.