ქაცვის ბურთულიანი დეზოდორანტი 24 სთ

24 საათიანი დაცვა ბუნებრივი ეთერზეთებით, ალუმინის მარილების გარეშე

უზრუნველყოფს მამაკაცებისა და ქალების სანდო დაცვას 24 საათის განმავლობაში

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ქაცვის ბურთულიანი დეზოდორანტი ალუმინის მარილების და სხვა ანტიპერსპირანტების გარეშე,  24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს სანდო დაცვას იღლიის არასასიამოვნო სუნისგან ისე, რომ არ ჩაახშობს ფორებს და კანის მარეგულირებელ ფუნქციებზე არ მოახდენს ზეგავლენას. ამასთანავე დაგატკბობთ მასში შემავალი მანდარინისა და გრეიფრუტის ბუნებრივი ეთერზეთების მაცოცხლებელი სურნელით.

რაც შეეხება პლასტმასის ბოთლებს, ისინი დამზადებულია დიდ ბრიტანეთში, 70% რძისა და ხილის წვენების ჩამოსასხმელად გამოყენებული მეორადი პლასტმასის ბოთლებისაგან და კვლავ გადამუშავებას ექვემდებარება.

უპირატესობები

  • უზრუნველყოფს 24 საათიან დაცვას იღლიის არასასიამოვნო სუნისგან
  • თავისუფალია ალუმინის მარილებისგან
  • არ ფარავს ფორებს
  • შეიძლება გამოყენება პარსვის შემდეგ
  • სწრაფად შრება, არ ტოვებს წებოვნებას
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად დადასტურებულია

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ქაცვის ზეთი

Hippophae Rhamnoides Oil

ქაცვის მონარინჯისფრო-ყვითელი ან წითელი ფერის ზეთი ძვირფასი აქტიური პროდუქტია, რომელიც უჯერი ცხიმმჟავების, E ვიტამინისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ქაცვის ზეთებს რეგენერაციული და ანტიოქსიდაციური თვისებები აქვს და ინტენსიურად უვლის კანს.

ძირტკბილას ფესვი

Glycyrrhiza Glabra (Licorice) Root Extract

ძირტკბილას ფესვი განსაკუთრებით გამოირჩევა მასში არსებული გლიცირიზინმჟავას მარლებითა და პოლისაქარიდებით. ძირტკბილას ფესვის წყლიანი ექსტრაქტი კანს არბილებს და აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. ამ თვისებების გამო მას დეზოდორებში იყენებენ. 

ჰამამელისის დისტილატი

Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Water

ჰამამელისის დისტილატს გამამხნევებელი, მსუბუქი შემკვრელი და მომჭიმავი მოქმედება აქვს კანზე. ამიტომ მას  იყენებენ სახის გამწმენდ პროდუქტებში კანის გარეგნული იერის გასაუმჯობესებლად.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ყოველდღე წაისვით სუფთა და მშრალ იღლიაში