ველედას მიენიჭა B Corp სერთიფიკატი

100 წელია, ველედას ბუნებისა და საზოგადოების მიმართ ვალდებულება აქვს აღებული. საერთაშორისო არაკომერციულმა ორგანიზაცია B Lab-მა ახლა დაადასტურა, რომ ველედა თავისი კორპორაციული კულტურის მეშვეობით მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლის.

რა არის B Lab და B Corp?

ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა – ეს არის B Lab-ის მთავარი ხედვა. დაარსებული 2006 წელს აშშ-ში, ეს არაკომერციული ორგანიზაცია სერტიფიკატს ანიჭებს მომგებიან კომპანიებს, როგორც B კორპორაციებს – მოკლედ B Corps. "B" ნიშნავს სასარგებლოს და სარგებელს საზოგადოებისა და გარემოსთვის, რომელსაც ეს ბიზნესი უზრუნველყოფს. დღეს B Corp-ის მსოფლიო საზოგადოების წევრები ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა უკეთესი ადგილი გახდეს. როგორ აკეთებენ ამას? ბიზნესის მართვის ხერხების გამოცდით. დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა გაიაროს სერტიფიცირების  პროცესი მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით: რა ღირებულებებს ატარებს ის მართვის სტილის თვალსაზრისით? რა უფლებები აქვთ მის თანამშრომლებს? როგორია მისი გავლენა გარემოზე, საზოგადოებასა და მომხმარებლებზე? კომპანია B Corp-ის სერტიფიკატით ნიშნავს, რომ ის აღიარებული სოციალური და გარემოსდაცვითი ქცევის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, აბალანსებს მოგებასა და მიზნებს.

საერთაშორისო მოძრაობის მიზნები და ღირებულებები

B Lab აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობენ, რომ შეიქმნას უფრო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკა ყველასთვის. „საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ სწრაფვა პარადიგმის შეცვლაა“, განმარტავს დოქტორი შტეფან ზიმერი, ველედას მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი. „მოგება მნიშვნელოვან მიზნად რჩება, მაგრამ ის არ უნდა მიიღწეოდეს ადამიანების, ცხოველების ან გარემოს ხარჯზე.“ B კორპორაციები უწყვეტი გაუმჯობესების გრძელვადიან პროცესზე იღებენ ვალდებულებას: ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მათ უნდა გაიარონ ხელახალი სერტიფიცირება და დააკმაყოფილონ სულ უფრო ამბიციური სტანდარტები. მიზანი არის არა ის, რომ ნაკლებად ცუდები ვიყოთ, არამედ ის, რომ გავაკეთოთ მეტი სიკეთე ადამიანებისთვის და გარემოსთვის სამაგალითო ბიზნესპრაქტიკის მეშვეობით. განსაზღვრებით B კორპორაციები წარმოადგენს სოციალურ საწარმოებს, რომლებიც თავიანთ მოგებას საზოგადოებისთვის მეტი ღირებულების შესაქმნელად იყენებენ.

როგორ ენიჭებათ კომპანიებს B Corp სერტიფიკატი?

B Corp სერტიფიკატის მისაღებად კომპანიები მუშაობენ B Lab-თან, რათა შეაფასონ თავიანთი ბიზნესი უკანასკნელ დეტალამდე. პროცესის საფუძველია B ზემოქმედების შეფასება. ეს ინსტრუმენტი ზომავს, თუ რა ზემოქმედება აქვს ბიზნესგადაწყვეტილებებს ყველა დაინტერესებულ მხარეზე − აქციონერებზე, თანამშრომლებზე, კლიენტებსა და მომწოდებლებზე. ზემოქმედების შეფასების ქულა 80+ საშუალებას აძლევს კომპანიას, გადადგას შემდეგი ნაბიჯი სერტიფიცირებისკენ. გადამწყვეტ როლს იურიდიული ანგარიშვალდებულება ასრულებს: მაგალითად, ველედას მფლობელების გადაწყვეტილებით, საერთო სიკეთისა და ეკოლოგიური კეთილდღეობისკენ სწრაფვა ახლა ჩვენს წესდებაშია ასახული. სერტიფიცირებული კომპანიები მხარს უჭერენ B Corp მოძრაობას ყოველწლიური სასერტიფიკატო გადასახადით, ხელს აწერენ B Corp დეკლარაციას ურთიერთდამოკიდებულების შესახებ და ეთანხმებიან შეთანხმების პირობებს. ველედას დადებით გავლენას ადასტურებს გამჭვირვალობა: შეფასების დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

B Corp-ის სერთიფიკატი ენიჭება კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ პასუხისმგებლობით, ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი გზით.
დრ. შტეფან ზიმერი, მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი

რა მნიშვნელობა აქვს ამ სერტიფიკატს ველედასთვის

ველედა ყოველთვის მდგრადობის იდეის ერთგული იყო . როგორც მიზანდასახული კომპანია, ის იღწვის ისეთი მომავლისთვის, რომელიც ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი იქნება. ველედა სახსრებს ეთიკურ ბანკებში აბანდებს. B Lab-მა მოიწონა მისი სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა და თანასწორი ურთიერთობა, რომელიც კულტივირების სფეროში თავის პარტნიორებთან აქვს. B Corp სერთიფიკატის მინიჭება ველედასთვის ლოგიკური  ნაბიჯი იყო. ასე რომ, ახლა მას შეუძლია, თავისი ღირებულებები კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს პრაქტიკაში. იმის ნაცვლად, რომ ჩაეტარებინა მრავალი ინდივიდუალური ღონისძიება, როგორც ამას ადრე აკეთებდა, მან ახლა წამოიწყო კლიმატის ყოველმხრივი დაცვის ამბიციური პროგრამა.

 

 

მეტი B Corp & Weleda-ზე

ველედას კლიმატის დაცვის პროგრამა

2021 წლის ბოლოსთვის, ველედას დაგეგმილი აქვს თავისი მონაცემებით გახდეს კლიმატურად ნეიტრალური საწარმო. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებულია შენობებზე, საწარმოო ობიექტებზე და ავტოპარკზე. 2022 წლიდან, ველედას მიზანია გააუმჯობესოს ყველა პროდუქტის ეკოლოგიურ ეფექტურობა. ეს მოიცავს ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებას: ტრანსპორტის, მიწოდების ჯაჭვების, ნედლეულის სასოფლო-სამეურნეო კულტივაციისა და შეფუთვის, წარმოებისა და განკარგვის მიმართულებით. 2025 წლისთვის, კი დაგეგმილია მკვეთრად შეამციროს თავისი ფინანსური ნახშირბადის კვალი, ისევე როგორც ველედას პროდუქტების გარემოზე ზემოქმედება მათი გამოყენების დროს (როგორიცაა ცხელი წყლის გამოყენების თავიდან აცილება). ველედა თავისი „1% პროგრამით“ ახორციელებს ინვესტიციებს: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, ნიადაგის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

How we protect the climate

ველედას წვლილი გლობალურ საზოგადოებაში

როგორც B Corp საზოგადოების ნაწილს, ველედას მიზანია, იყოს მოქმედი სანიმუშო მოდელი და მაგალითის მიმცემი. ეს მოიცავს ველედას გამოცდილების ღიად გაზიარებას მთელი B Corp მოძრაობისთვის. ის სთავაზობს რჩევებსა და მხარდაჭერას სხვა ბიზნესების ლიდერებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სერტიფიცირებით. ლექციების, სემინარებისა და შიდა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით ველედა აზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. მნიშვნელოვანია აგრეთვე ადვოკატირება პოლიტიკურ დონეზე და ის აქტიურად ცდილობს დიალოგის გამართვას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. „ჩვენ ყველამ ვიცით ამ სამყაროს მდგრადობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ“, აღნიშნავს შტეფან ზიმერი. „როგორც გლობალური მოძრაობა, B Corporations აჩვენებს, რომ ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების ერთდროულად მიღწევა შესაძლებელია და ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია.“

2020 წლის მდგომარეობით, B კორპორაციებმა მთელ მსოფლიოში დაიცვეს

200000
ჰექტარი მიწა
16
მილიონი ტონა ნახშირბადი
225
მილიონი ლიტრი წყალი

ფაქტები და ნიშანსვეტები

  • B Lab არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა აშშ-ში.
  • დღეს მსოფლიოს მასშტაბით არსებობს 4,000+ სერტიფიცირებული B კორპორაცია, რომელიც წარმოადგენს 150+ ინდუსტრიას 77 ქვეყანაში.
  • B Corp სერტიფიკატის მქონე საერთაშორისო ბრენდები მოიცავს ბრენდებს, როგორიცაა Patagonia, Fairphone, Hootsuite და Ben & Jerry’s.
  • პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად გლობალური B Corp მოძრაობა ქალაქებთანაც თანამშრომლობს Cities Can B ინიციატივის ფარგლებში. მას აქვს ერთობლივი პროექტები შემდეგ ქალაქებთან: ედინბურგი, ესპანეთის კორდოვა, ბარსელონა, სანტიაგო, მენდოსა, რიო დე ჟანეირო, არგენტინის კორდოვა და ასუნსიონი.
  • 2020 წლის მონაცემებით, B Corp-მა მთელ მსოფლიოში დაიცვა 200 000 ჰექტარი მიწა, კომპენსაცია გაუკეთა 16 მილიონ ტონა ნახშირბადს და დაზოგა 225 მილიონი ლიტრი წყალი.
  • 2015 წლიდან დღემდე B Lab Europe ზედამხედველობას უწევს 400+ სერტიფიცირებული B კორპორაციის მზარდ ქსელს მატერიკული ევროპის ცხრა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, დანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
მეტი