ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე

ველედა ჩართულია ისეთი სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში, სადაც ადამიანი და ბიომრავალფეროვნება ჰარმონიულად განვითარებას შეძლებს. UEBT- ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის - ნიშანი დასტურია იმისა, რომ ბიომრავალფეროვნება დაცულია ნედლეულის კულტივირების, შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების დროს და რომ საწარმოს ვალდებულება აქვს აღებული ღირსეულად მოეპყრას  წარმოების მთელს ჯაჭვში დასაქმებულ ადამიანებს და მათ  სამართლიანი საფასური გადაუხადოს.

რას გულისხმობს ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) ნიშანი „ნედლეულის მდგრადი მოპოვება“?

ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის მიერ გაცემული ნიშანი ადასტურებს, რომ ბუნებრივი ნედლეულის მოპოვებისთვის გაწეული სამუშაო ველედამ  ამ კავშირის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოა. ველედას მომხმარებელი გარანტირებულია, რომ ფირმა ზრუნავს ადამიანებსა და ბიომრავალფეროვნებაზე: ნიადაგზე, მიკროორგანიზმებზე, წყალსა და ჰაერზე, ასევე მცენარეებზე, ცხოველებზე და ნედლეული მოპოვებში ჩართულ  ადამიანებზე.

ეს ნიშანი, არც პროდუქტის და არც მისი ცალკეული შემადგენელი კომპონენტის სერთიფიკატს არ წარმოადგენს.

როგორ იცავს ველედა იმ საარსებო გარემოს სადაც მისი ბუნებრივი ნედლეული იზრდება?

ის პასუხისმგებლობით ეკიდება ედამიანებს, ვინც ნედლეულის წარმოებითაა დასაქმებული. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი გარანტიის მიცემა, რომ ჰაბიტატები არ არის მხოლოდ მოხმარების ობიექტი და ის დაცული და მდგრადობის პრინციპის დაცვითაა გამოყენებული. ამის დასტურია ეს ნიშანი. ველედა კი მსოფლიოში ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ ნიშანს ატარებს თავის პროდუქტებზე.

 რიკ კიჩ ლოიენგა, ეთკური ბიოვაჭრობის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და ბუნებრივი ნედლეულის ეთიკურად მოხმარების ექსპერტი:

“ძალიან ვამაყობთ, რომ ველედამ მიიღო UEBT-ის ეთიკური სერთიფიკატი ნედლეულის მდგრადი მოპოვების სისტემის განვითარების გამო და პირველი კომპანიაა, ვისაც პროდუქციაზე ამის დამადასტურებელი ნიშანი ექნება განთავსებული. ჩვენს მიერ დადგენილი და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესრულების შემდეგ, კომპანიას შეუძლია გარანტია მისცეს მომხმარებელს, რომ ნედლეულის მოპოვება ბიომრავალფეროვნების დაცვითა  და მდგრადობის გათვალისწინებით იწარმოება და ამ პროცესში დასაქმებილი ყველა პარტნიორი თანაბრად და სამართლიანად იღებს გასამრჯელოს.”

რა პრინციპები განსაზღვრავს ჩვენს ბიზნეს საქმიანობას?

UEBT სტანდარტი მოიცავს 7 ძირითად კრიტერიუმს:

  1. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
  2. ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენება
  3. კომპანიებისა და ადგილობრივი მეურნეობების მიერ ბიომრავალფეროვნების გამოყენებიდან მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილება
  4. ბუნებრივი ნედლეულის წარმოშობის იდენტიფიცირების შესაძლებლობა
  5. შესაბამისობა ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან
  6. ადეკვატური სამუშაო პირობები და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა  დაქირავებულ საქმიანობაში ჩართულ ადგილობრივ პირთათვის
  7. გამჭვირვალობა მიწათსარგებლობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

რას წარმოადგენს UEBT?

ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირი (UEBT) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც მხარს უჭერს და ამოწმებს კომპანიის ვალდებულებებს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ჭრილში. იგი უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის დადგენას ბუნებრივი ნედლეულის ეთიკური გზით მოპოვებისთვის. იგი გაეროს ინიციატივით  შეიქმნა და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია და ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ბიოვაჭრობის ინიციატივა

რატომ აირჩია ველედამ UEBT სერთიფიკატი?

სხვა ხელმისაწვდომ სერთიფიკატებთან შედარებით, UEBT სტანდარტი მოიცავს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად: აქტიურად უნდა იმოქმედო ჩვენი ეკოსისტემების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. უნდა შეუქმნა ცხოველებსა და მცენარეებს საარსებო გარემო და მთელს მსოფლიოში დახმარება უნდა გაუწიო ადამიანებს, რათა ღირსეულად და ჯანმრთელად იცხოვრონ. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციით, მომავალ თაობებს სასიცოცხლოდ აუცილებელი საფუძველი უნდა შეუნარჩუნო.

როგორ ეხმარება ველედა ადგილობრივ ფერმერებს და მათ გაერთიანებებს?

  • დღესდღეობით ველედას ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50 მეურნეობასთან.
  • ველედა რესურსების მოპოვების ადგილობრივ პროექტებს იმითაც ეხმარება, რომ სთავაზობს მათ სამედიცინო მომსახურებას და განათლებას
  • სოციალური მდგრადობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურება. UEBT სტანდარტები ეხება ისეთ ასპექტებს, როგორცაა დისკრიმინაციისგან,  ბავშვებისა-და იძულებითი შრომისგან დაცვა,  გაერთიანების უფლებათა დაცვა და შრომითი უსაფრთხოებისა და შრომის კანონმდებლობის ხელშეწყობა მრავალი საერთაშორისო რეგულაციის მაგალითებზე.
  • ფერმერები იღებენ სამართლიან ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხარჯებს და საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი.
  • ველედას მიერ წარმოებული შესყიდვის აქტივობა საფრთხეს არ უქმნის ადგილობრივი სურსათის უვნებლობას. კომპანია ამ პრინციპების შესაბამისად განიხილავს მოწოდების მთელ ჯაჭვს და საჭიროების შემთხვევაში იღებს ზომებს.
  • ველედა თავის საქმიანობას ამ მაღალ სრანდარტებს უფარდებს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს აუდიტს და ადგილობრივ პარტნიორთან ერთად სახავს ღონისძიებებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  • კომპანია ასევე უზრუნველყოფს კულტურული თავისუფლებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებში ადგილობრივი ხალხის ცოდნის დაცვას.

რა კეთდება ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?

  • ველედა ავალებს თავის პარტნიორებს სამეურნეო საკითხების ირგვლივ ინფორმაციის მოპოვებას, მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი სახავს სათანადო ზომებს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გადაშენების თავიდან ასაცილებლად ან აქტიურ მონაწილეობას იღებს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით უკვე მოქმედ პროექტებში. მაგალითად, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - Convention on International Trade in Endangered Species (CITES) - შესაბამისად, ველედა მოიპოვებს იშვიათ და დაცულ მცენარეთა სახეობებს, როგორიცაა მაგ. არნიკა სერთიფიცირებული და მდგრადი ველური პოპულაციებიდან, მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში. ამით ის მხარს უჭერს არა მარტო ბიომრავალფეროვნებას, არამედ ადგილობრივ ფერმერებსაც.
  • ველედა ეხმარება პარტნიორებს ბიომეურნეობაზე გადასვლაში- პესტიციდებისა და მონოკულტურის გარეშე.
  • ველედა იძლევა რეკომენდაციას, რომ   გაშენდეს ყვავილებისა და ბუჩქების მწკრივები, რათა შეიქმნას ბუნებრივი საარსებო გარემო მრავალი მწერისთვის.

UEBT- სერთიფიცირებიდან გამომდინარე ვალდებულებები

სამაგალითო ლიდერი

ველედას პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ მან უნდა შეძლოს სულ უფრო მეტი მდგრადი ბუნებრივი ინგრედიენტის მოპოვება, რაც დადებითად აისახება მსოფლიოს შორეული რეგიონების ხალხის ცხოვრებასა და ბიომრავალფეროვნებაზე. ამაში დიდი როლს თამაშობს „ეთიკური პასუხისმგებლობით შესყიდვის“ სერთიფიცირებაც. ველედას აზრით, მომავალში სულ უფრო მეტი კომპანია დაადგება ნედლეულის მოპოვების ამ გზას - საკუთარი თავის, მომხმარებლის და ჩვენი პლანეტის საკეთილდღეოდ.