არნიკა

კუნთების საიმედო დამცველი

მზესავით კაშკაშა ყვითელი ყვავილი, რომელიც ყველაზე უკეთ ბუნებრივ მთაგორიან მდელოებზე და კირით ღარიბ ჭაობიან ნიადაგზე ხარობს, ერთი შეხედვით ძალიან ნაზი ჩანს. თითქოს პატარა ნიავი იკმარებდა, რომ მისი ნატიფი, ოდნავ გაწეწილი ყვავილი ნიადაგისთვის მოეწყვიტა. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა – სინამდვილეში არნიკა ძალიან ძლიერი მცენარეა. მისი 30-40 სმ სიმაღლის ღერო მთის ძლიერ ქარებსაც უძლებს. ეს გარეგანი მდგრადობა ნათლად მიუთითებს იმ დიდ შინაგან მაფორმირებელ ძალებზე, რომელიც არნიკაშია ჩადებული. ამ მრავალმხრივი მცენარის ექსტრაქტების შემცველი წამლები პირველ რიგში კანქვეშა ბლაგვი დაზიანებების სამკურნალოდ გამოიყენება. ამიტომ არნიკას ხუმრობით „კუნთებისა და ტრავმების მფარველ ანგელოზსაც“ უწოდებენ.

დღეისათვის არნიკას კალათა ყვავილედში შემავალი 150-მდე ფარმაკოლოგიულად აქტიური ნივთიერებაა ცნობილი; მათ შორის: ფლავონოიდები, კაროტინოიდები, სესკვიტერპენლაქტონები და ძვირფასი ეთერზეთები. მასში მცირე რაოდენობით შემავალი სილიციუმმჟავა არნიკას სტრუქტურის მომაწესრიგებელ და მაფორმირებელ თვისებებს განაპირობებს. არნიკას ექსტრაქტები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ, აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, აწესგირებენ ნივთიერებათა ცვლას. ეს ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ბუნების გაგება და მისი დაცვა

„2001 წლის სამკურნალო მცენარის“ ტიტულის მფლობელი არნიკას ეფექტურობა მრავალმხრივ გამოცდილი და კლინიკურად დადასტურებულია.

მაგრამ ამ ძლიერ მცენარეს სუსტი მხარეც აქვს. ის ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს სასიცოცხლო პირობების ცვლილებაზე. მიწების საძოვრებად ინტენსიური  გამოყენება, აგრეთვე ნიადაგში ჭარბი სასუქის შეტანა არნიკას გადაშენებას იწვევს. ამიტომ ველედასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი მეურნეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით ის დასავლეთ რუმინეთში, კარპატების ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მთიანი რაიონში, ადგილობრივ გლეხებთან და ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად ახორციელებს არნიკას კულტივირებას. რეგულარული ტრენინგების ფარგლებში გლეხები და შემგროვებლები სწავლობენ, როგორ დაიცვან და სწორად მოუარონ სამკურნალო მცენარეს. დასაშვებია მხოლოდ  წვრილი კვირტების მქონე გაშლილი ყვავილების მოკრეფა მოკლე ღეროთი. იმისთვის, რომ არნიკამ ბუნებრივად გამრავლება განაგრძოს, საჭიროა, რომ მცენარეს სულ მცირე ერთი ყვავილი მაინც შეუნარჩუნდეს. ამ წესით რუმინელი გლეხები წელიწადში არნიკას ნედლი ყვავილის 5 000 კილოგრამ მოსავალს იღებენ, რომელსაც ველედა შემდეგ თავისი კოსმეტიკური პროდუქტებისა და წამლების დასამზადებლად იყენებს.

გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის
დაბანისას ავსებს სხეულს ახალი ენერგიით