ხარისხი ადამინის საკეთილდღეოდ

ინტერვიუ ბირგიტ ბრანდნერთან

მაღალი ხარისხი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ როდესაც თითოეული თანამშრომელი გულისყურით ეკიდება ხარისხს, ასეთი სამუშაო შეიძლება ღრმა კმაყოფილების წყაროდ იქცეს. დრ. ბირგიტ ბრანდნერი, როგორც ხარისხის გარანტიისა და ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი ველედაში, პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის  შესაბამისობა ველედას მაღალ სატნდარტებთან.

რა დგას ველედას პროდუქტების მაღალი ხარისხის უკან?

დრ. ბირგიტ ბრანდნერი: უმთავრესად – ადამიანები. იქნება ეს პროდუქტის შემუშავება, წარმოება, გამოცდა თუ დისტრიბუცია, ყოველთვის ხარისხის მიმართ ჩვენი თანამშრომლების ცნობიერი დამოკიდებულებაა ის, რაც – საუკეთესო ინგრედიენტებთან და მეთოდურად კოორდინირებულ პროცესებთან ერთად – ჩვენი პროდუქტების ხარისხს განაპირობებს. ველედას ხარისხის განსაკუთრებული კრიტერიუმები ჩვენი კომპანიის კულტურას ეფუძნება. ის იმ ადამიანების საჭიროებებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ველედას წამლებსა და ბუნებრივ კოსმეტიკას იყენებენ.

რას იტყვით ველედას საკუთარ განსაკუთრებულ მოთხოვნებზე?

ბბ: ხარისხი ველედაში მთელ ადამიანზეა (სხეული, სამშვინველი და სული) მორგებული. ეს ანთროპოსოფიული მიდგომითაა განპირობებული და აისახება როგორც  მაღალხარისხიანი ნედლეულის შერჩევაში, ისე  წარმოების განსაკუთრებულ, ზოგ შემთხვევაში უნიკალურ პროცესებში.

ველედა არ იყენებს სინთეზურ არომატიზატორებს, საღებავებს ან კონსერვანტებს, არ იყენებს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, სილიკონებს, პარაფინს, ნავთობის სხვა პროდუქტებსა და სინთეზურ ცხიმებს.

რა ზოგადი ნორმატივებით ხელმძღვანელობთ?

ბბ: ველედა ფარმაცევტული კომპანიაა, ამიტომ ის მკაცრ სამართლებრივ სტანდარტებს იცავს. ეს გავლენას ახდენს კონტროლის მთელ სისტემაზე, კოსმეტიკის ჩათვლით. მოთხოვნები გაწერილია ფარმაცევტული პროდუქციისთვის მოქმედ სტანდარტში Good Manufacturing Practices (GMP, ჯეროვანი საწარმოო პრაქტიკა). ბუნებრივ კოსმეტიკას საკუთარი GMP მოთხოვნები აქვს, გარდა ამისა, ველედა აკმაყოფილებს NATRUE სტანდარტებს.

მესამე მხარის ეს მოთხოვნები და ველედას საკუთარი სტანდარტები სისტემატურად რეალიზდება თანამშრომლების მონდომების წყალობით, რომლებიც ღრმად იზიარებენ  ველედას პრიორიტეტს - მომხმარებლისთვის მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას.

არსებობს თუ არა სხვა სპეციალური მოთხოვნები ნედლეულის მიმართ?

ბბ: დიახ, ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე წელია, ველედა სერტიფიცირებულია UEBT-ს მიერ. Union for Ethical BioTrade (UEBT) ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ყოვლისმომცველი სტანდარტი ნედლეულის მდგრადი მიწოდებისა და გამოყენებისთვის. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, მდგრადი გამოყენება და სამართლიანი ანაზღაურება, მაგალითად, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მცენარეების კულტივირებისას.

 

ვამაყობ, რომ ველედა პასუხისმგებლობით მოქმედებს ასეთ რეგიონებში. ჩვენი კოლეგებისთვის ნედლეულის შესყიდვისა და ხარისხის კონტროლის კრიტერიუმები ძალიან კომპლექსური და მომთხოვნია. მაგრამ რასაც აქ მივაღწიეთ, წვალებად ღირდა.

„ჩვენ გვწამს, რომ პროდუქტის ეფექტურობას არა მარტო ცალკეული ინგრედიენტები, არამედ მთლიანი კომპოზიცია და ხშირად წარმოების პროცესიც განაპირობებს.“

რა განაპირობებს დასრულებული პროდუქტის ეფექტურობას?

ბბ: „ჩვენ გვწამს, რომ პროდუქტის ეფექტურობას არა მარტო ცალკეული ინგრედიენტები, არამედ მთლიანი კომპოზიცია და ხშირად წარმოების პროცესიც განაპირობებს. ამიტომ ველედა შეძლებისდაგვარად მეტ ბუნებრივ ნედლეულს იყენებს. ბუნებრივი ცხიმოვანი ზეთები და ეთერზეთები მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია. პროდუქტის სურნელმა მისი მოქმედება უნდა გააძლიეროს.

 

წამყვანი მცენარეების შერჩევა, ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის სერიებისთვის, ანთროპოსოფიული პრინციპების მიხედვით ხორციელდება. მაგალითად, ბროწეული იდეალურია არა მარტო მასში არსებული ბუნებრივი ნაერთების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის იმ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს სერია.

პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ხარისხი?

ბბ: ხარისხი ჩემთვის ზოგადად ძალზედ მნიშვნელოვანია. მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ბუნებას – მცენარეებსა და ცხოველებს. მინდა მათ დაცვაში ჩემი წვლილი შევიტანო და მხარს ვუჭერ ეთიკურ მეცხოველეობასა და ბიოლოგიურ მიწადმოქმედებას.

დრ. ბირგიტ ბრანდნერი

ბირგიტი ხარისხის გლობალური გარანტიისა და ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელია და ველედაში 2000 წლიდან მუშაობს. ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ბუნების მრავალფეროვნებით, ველედაში კი გეოლოგიამ გაიტაცა.