ჩვილის მუცლის სამასაჟე ზეთი

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

100%  ბუნებრივი ზეთი, რომლის გამოყენება 0 ასაკიდან შეიძლება, ხსნის დაჭიმულობას მუცლის არეში და ამშვიდებს.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

როდესაც ბავშვი ტირის, მას ხშირად უბრალოდ დედის ხმის გაგონება სურს. მაგრამ შეიძლება მას აწუხებდეს მეტეორიზმი. ბუნებრივი ზეთით ჩატარებული მასაჟი ჩვილს ათბობს და ამშვიდებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აირებისგან გათავისუფლებას.

ველედას ჩვილის მუცლის სამასაჟე ზეთი ნუშის მსუბუქ ზეთს შეიცავს გამათბობელი მაიორანის, დამამშვიდებელი გვირილასა და კარდამონის ბუნებრივ ეთერზეთებთან ერთად. მისი რეგულარული გამოყენება  ეხმარება ბავშვს იპოვოს ცხოვრების სტაბილური რიტმი, რომელიც მას ჰარმონიული განვითარებისათვის სჭირდება.

უპირატესობები

100% ბუნებრივი კოსმეტიკა. NaTrue სერთიფიკატი იძლევა გარანტიას, რომ:

  • შედგება ბუნებრივი და ორგანული ინგრედიენტებისგან  
  • ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა
  • გამოიყენება 100% ბუნებრივი სურნელი

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

Mum massaging baby's tummy - Weleda
Mum massaging baby's tummy - Weleda

თბილ ოთახში, წინასწარ გამთბარი ხელებით, ჩვილს ჭიპის ირგვლივ, წრიული მოძრაობით - საათის ისრის მიმართულაბით- ნაზად შეაზილეთ ზეთი. ყოველი სპირალური მოძრაობა დაამთავრეთ მარცხენა ბარძაყზე - გაზების გამოდევნის ხელშესაწყობად.