კალენდულას აბაზანა
ჩვილის კანი მეტად ფაქიზია - ამიტომ აქტიური დღის შემდეგ ბანაობისთვის მხოლოდ თბილი წყალი და კალენდიულას აბაზანის რძეში არსებული ძვირფასი ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტები აირჩიეთ.
წამყვანი მცენარეები

დახასიათება
აღწერა
დამამშვიდებელი აბაზანა დატვირთული დღის ბოლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი სულ თოთოა. ჩვილის კანი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ ის ჯერ კიდევ სწავლობს, თუ როგორ გაუმკლავდეს გარე სამყაროს. ხელი შეუწყეთ დაცვის განვითარებას - კალენდულას ექსტრაქტი კანს ამშვიდებს, ბიოლოგიური ბეგქონდარა ათბობს და სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს. კალენდულა მზრუნველ საბურველში ახვევს თქვენს ჩვილს, ხოლო თბილი წყალი ხელს უწყობს სიმშვიდესა და ძილს. მშვიდი რიტუალი ძილის წინ ჩვილისა და მშობლისთვის.
უპირატესობები
უვლის, ამშვიდებს, ხელს უწყობს ჯანმრთელი კანის განვითარებას. ფრთხილად ასუფთავებს. აძლიერებს თბილი წყლის დამამშვიდებელ მოქმედებას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს. არ შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს/ტენზიდებს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
შემადგენლობა
შემადგენლობა

კალენდულას ყვავილის ექტრაქტი
კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
ნედლეული
ნედლეული

გულყვითელა-კალენდულა
კალენდულას ერთერთი ცენტრალური ადგილი უკავია ველედას ბიოდინამიურ ბაღში, რადგან ბევრი კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალება ვერ დამზადდებოდა გულყვითლას ღირებული ექსტრაქტების გარეშე.
იხილეთ მეტი