დამატენიანებელი კრემი მამაკაცისთვის

სწრაფად შეწოვადი, ყოველდღიური კრემი ცოცხალი სურნელით

კანს ატენიანებს, იცავს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ეს მსუბუქი დამატენიანებელი კრემი ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება.  ბიოლოგიური სეზამის და ჟოჟობას ზეთები კვებავს, ფუტკრის ცვილი და კარნაუბის ცვილი იცავს კანს გარემოს გავლენისგან, ბუნებრივი ეთერზეთები ანიჭებს ახალ სურნელს. ტუხტის ფესვის ექსტრაქტი ამშვიდებს კანს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას: კანი ხდება უფრო ელასტიური და დაჭიმვის შეგრძნება ქრება. მსუბუქი კრემი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის.

უპირატესობები

  • ატენიანებს, აცოცხლებს და იცავს კანს.
  • ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
  • დერმატოლოგიურად გამოცდილია, იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვისაც.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც  ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დილა- საღამოს ნაზად შეიზილეთ გაწმენდილ კანზე.