ჩაი მეძუძური დედებისთვის

ბიოლოგიური ბალახების ნაკრები ლაქტაციის გასააქტიურებლად

ეს გემრიელი ჩაი ბებიაქალებთან და ფარმაცევტებთან თანამშრომლობით სპეციალურად მეძუძური დედებისთვის შეიქმნა.

20 ინდივიდუალურად შეფუთული პაკეტი მუყაოს კოლოფში.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ყოველთვის, როდესაც ჩვილს ძუძუს აწოვებთ, თქვენ მას სიყვარულს, სითბოსა და უსაფრთხოებას უნაწილებთ. ველედას ჩაის რბილი რეცეპტი შეიცავს მხოლოდ ორგანული მეურნეობიდან მიღებულ ნედლეულს. დღეში სამი ჭიქა ხელს შეუწყობს თქვენი რძის რაოდენობის დაბალანსებას. ამ მცენარეულ ჩაის სასიამოვნო რბილ გემოს აძლევს ცერეცოს, ანისულის, კვლიავის და კამის ნაყოფებისა და ბარამბოს ფოთლების ნაკრები.

უპირატესობები

  • ხელს უწყობს სითხის მიღების დაბალანსებას და ამით რძის ბუნებრივ გამომუშავებას~
  • გემრიელი, გამაცოცხლებელი გემო
  • გულდასმით არის შემოწმებული მავნე ნივთიერებების შემცველობაზე
  • არ შეიცავს არომატიზატორებს, როგორც განსაზღვრულია კანონმდებლობით

არ შეიცავს შაქარს

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

EU ორგანული

ველედას კვებითი დანამატები მზადდება ბიო- და ბიოდინამიკურ მეურნეობაში მოყვანილი მცენარეული ნედლეულიდან. ამიტომ ისინი ატარებენ ევროგაერთიანების ლოგოს "ბიო".

გამგეობა: DE-ÖKO-007

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

მოათავსეთ ერთი პაკეტი 200 მლ ახალადუღებულ წყალში და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ჩვენი რჩევაა, მიიღოთ დღეში 3 ფინჯანი ჩაი ძუძუთი კვების მთელი პერიოდის განმავლობაში.

იხილეთ მეტი

Tip:

თუ ძუძუებში დაძაბულობის შეგრძნება გაგიჩნდებათ, განტვირთეთ ისინი მეძუძური დედების ზეთით გაკეთებული მასაჟით