სქინფუდი ულტრამსუბუქი მშრალი ზეთი

სქინფუდი ულტრამსუბუქი მშრალი ზეთი /2 ფაზიანი დამატენიანებელი ზეთი

სქინფუდის 2-ფაზიანი მშრალი ზეთი, ტრადიციული სხეულის მოსავლელი ზეთებისგან განსხვავებით მსუბუქია, სწრაფად შეიწოვება, ხანგრძლივად ატენიანებს კანს და არ ტოვებს წებოვან და ცხიმიან შრეს

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ეს 2-ფაზიანი ზეთი შეიცავს მკვებავ მცენარეულ ზეთებს /ჟოჟობა და მზესუმზირა/ და ბიოლოგიური როზმარინის, იაჟუჟუნას, კალენდულას და გვირილას ექსტრაქტებს. ზეთებისა და ექტრაქტების ასეთი კომპოზიცია განაპირობებს მის ადვილ მოხმარებას, უცხიმოვნობას, სწრაფ შეწოვას და კანის სინაზეს.

უპირატესობები

  • ულტრამსუბუქი
  • არა-ცხიმოვანი
  • მრავალფუნქციური: როგორც სხეულის, ისე საჭიროების შემთხვევაში, სახის მოსავლელი
  • ყოფნის დაახლოებით 40 აპლიკაციას
91%

მყისიერად შეიწოვება*

*დასტური კვლევაში მონაწილე 33 სუბიექტის მიერ, 2 კვირის შემდეგ, 1- 2-ჯერ დღეში სხეულზე გამოყენებისას
+78%

მყისიერად ატენიანებს*

*ერთჯერადი გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ
73%

უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას*

*დასტური კვლევაში მონაწილე 33 სუბიექტის მიერ, 2 კვირის შემდეგ, 1- 2-ჯერ დღეში სხეულზე და მინიმუმ კვირაში 2 ჯერ სახის რუტინისგან დამოუკიდებლად სახეზე გამოყენებისას
97%

მყისიერად არბილებს კანს*

*დასტური კვლევაში მონაწილე 33 სუბიექტის მიერ, სხეულზე ერთჯერადი გამოყენების შემდეგ

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

UEBT

ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე

B-Corp ™ B კორპორაციები & ვაჭრობა.

B Corps &trade - B კორპორაციები & ვაჭრობა- არის ბეჭედი ისეთი ბიზნესის წარმოებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს დადასტურებულ სტანდარტებს.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

მზესუმზირას თესლის ზეთი

Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil

მზესუმზირას თესლის ღია ყვითელი ფერის ზეთი მსუბუქი მცენარეული ზეთია. ის ძალიან კარგი სამასაჟე ზეთია და იდეალურია ნორმალური და შერეული კანის მოსავლელად. მასში უჯერი ცხიმმჟავების, როგორიცაა ლინოლმჟავა და ოლეინმჟავა, მაღალი შემცველობის გამო ის ძალიან სასარგებლოა კანისთვის და აქტიური ინგრედიენტებისთვის კარგ ფუძეს წარმოადგენს.

გვირილის ყვავილის ექსტრაქტი

Chamomilla Recutita (Matricaria) Flower Extract

გვირილის ყვავილის, ღეროსა და ფოთლების ექსტრაქტი ეთერზეთებს, ფლავონების წარმოებულებსა და კუმარინს შეიცავს. გვირილის ყვავილის ექსტრაქტი კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. 

კალენდულას ყვავილის ექტრაქტი

Calendula Officinalis Flower Extract

კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი

Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract

როზმარინის ფოთოლი  ეთერზეთს, ყავის მჟავის წარმოებულებს, ფლავონოიდებსა და ტრიტერპენებს შეიცავს. როზმარინის ფოთლის ექსტრაქტები მატონიზირებლად მოქმედებს და სასარგებლო ინგრედიენტებს წარმოადგენს დაღლილი, უსიცოცხლო კანის მოვლისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ პროდუქტებში.

ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი

Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil

ჟოჟობას თესლის ზეთი თხევადი ზეთოვანი ცვილია, რომელსაც დიდი მსავსება აქვს ადამიანის კანის დამცავ შრესთან.  ის აძლიერებს კანის ბარიერის ფუნქციას, რითაც კანს ტენის დაკარგვისგან იცავს ისე, რომ მას არ აცხიმიანებს. ის ძალიან კარგად უთავსდება კანს, ადვილად შეიწოვება და ამიტომ გამოდგება ყველა ტიპის კანის მოსავლელად, განსაკუთრებით კი - მშრალი კანისთვის. აგრეთვე შეიძლება მისი ფუძე-ზეთად გამოყენება, ის არ მძაღდება.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, კანთან ახლოს გააფრქვიეთ და ტანზე ხელისგულებით გადაინაწილეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე, სახის კანის მოსავლელად.