გადავარჩინოთ დედამიწის კანი

მოვუაროთ დედამიწის კანს ისევე, როგორც საკუთარ კანს

ნიადაგი, ისევე როგორც ჩვენი კანი, ცოცხალი ეკოსისტემაა. ის არის ჩვენი დედამიწის ცოცხალი კანი. მაგრამ, დედამიწის ნიადაგის მესამედი დეგრადირებულია, რაც საფრთხეს უქმნის ცხოველთა და მცენარეთა ჰაბიტატებს და ზრდის სათბურის გაზების გამოყოფას. ველედას პროდუქტებში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების დიდი უმრავლესობა კულტივირებულია ბიოდინამიური მეთოდით. საუკუნეზე მეტია, ველედა აშენებს მცენარეებს, რომლებიც გამოიყენება მისი საკულტო პროდუქტების დასამზადებლად ბუნებრივი, ნიადაგისთვის შესაფერისი მეთოდების გამოყენებით. ველედა უნარჩუნებს ნიადაგს სიჯანსაღეს და ზრუნავს ბიომრავალფეროვნებაზე ბიოდინამიური მეთოდით მუშაობით და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეგენერაციული მეურნეობის პროექტებთან თანამშრომლობით. მხოლოდ ჯანსაღი ნიადაგი უზრუნველყოფს ჯანსაღი ეკოსისტემების არსებობას და მის გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ კრიზისს, რომელიც დღეს ბუნების წინაშე დგას.

შეუერთდით ჩვენს ვალდებულებას #დავიცვათ დედამიწის კანი

ველედა კოლაბორაციაში DIRT საქველმოქმედო ორგანიზაციასა და არიზონა მიუზისთან, დედამიწის კანის გადარჩენის მისიას იწყებს.

ველედას მისია "გადავარჩინოთ დედამიწის კანი“ გულისხმობს, რომ ნიადაგს ისეთივე მოვლა ჭირდება, როგორც ჩვენ საკუთარ კანს - აგრესიული ქიმიკატების გარეშე. ამას გარდა, ჩვენ ყველას შეგვიძლია მოწიწებით მოვეპყროთ დედამიწას, რადგან ის ამას იმსახურებს.

არიზონა მიუზი - მოდელი, გარემოს დაცვის აქტივისტი და DIRT-ის დამფუძნებელი

ეს ყველას შეუძლია!

ჩვენი კანის მსგავსად, შეგვიძლია დედამიწის კანის დაცვაც. ჩაერთეთ საერთო აქციაში ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით:

რჩევა 1: მოიძიეთ ჩამნაცვლებელი პროდუქტების სერთიფიკატები და გახსოვდეთ Greenwashing-ის შესახებ

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ პროდუქტი ნამდვილად შეესაბამება შემოთავაზებას, მოიძიეთ სერთიფიკატები და სტანდარტები, რომლებიც ტესტირების შედეგებს ემყარება. ველედასთან ერთად შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტები მზადდება დედამიწის მიმართ მოწიწებით.

რჩევა 2: ყურადღება მიაქციეთ რას ჭამთ და სვამთ

ორგანული და ბიოდინამიკური საკვებისა და სასმელის ყიდვით ხელს ვუწყობთ ისეთ მეურნეობას, რომელიც თავს იკავებს ქიმიური პესტიციდების და სინთეზური მინერალური სასუქების გამოყენებისგან. ეს თავის მხრივ სარგებელს მოუტანს ნიადაგს, მცენარეებსა და ცხოველებს.

რჩევა 3: თუ თქვენ გაქვთ ბაღი ან ადგილობრივი პარკი

დარგეთ უამრავი ყვავილი და მიეცით ველურ მცენარეებს გამრავლების საშუალება. გაზონის ძალიან დაბალ სიმაღლეზე არ გაკრეჭვით, თქვენ პატარა ორგანიზმებს სასიცოცხლო გარემოს შეუნარჩუნებთ. ეროზიის თავიდან ასაცილებლად, მიწის შიშველ ადგილებზე მცენარეები მოაშენეთ.

რჩევა 4: მცენარეების დარგვისას შეარჩიეთ ტორფისგან თავისუფალი ნიადაგი

მიუხედავად იმისა, გაქვთ საკუთარი ბაღი, აივანი, ოთახის მცენარეები, თუ მხარს უჭერთ ურბანული ბაღის პროექტს, კომპოსტი კვებავს ნიადაგს, უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს და ფუნქციონალურობას. დარწმუნდით, რომ კომპოსტი, რომელსაც იყენებთ, ტორფის გარეშეა.

ველედას მხარდაჭერით, ერთად ვზრუნავთ ნიადაგის გაჯანსაღებაზე

ველედას მხარდაჭერით, ერთად ვზრუნავთ ნიადაგის გაჯანსაღებაზე

  • მცენარეული ინგრედიენტების 80% ორგანულია.

  • 2025 წლისთვის, ველედას მცენარეების 40% ბიოდინამიურად მოყვანილი იქნება

  • ველედას ბაღებში მცენარეების კულტივირება ბიოდინამიური პრინციპით ხორციელდება

  • სოციალური პასუხისმგებლობით აგებული მდგრადი მიწოდების ჯაჭვი სერთიფიცირებულია UEBT-ის მიერ

  • ნიადაგში კომპოსტის ინტეგრირებით უფრო მეტი CO2 შთანთქმა ხდება, ვიდრე გამოიყოფა

  • რეგენერაციული მეურნეობის მქონე ველედას პარტნიორების რიცხვი 2025 წლისთვის 50-დან 60-მდე გაიზრდება

  • ველედას კორპორატიული კვალი კარბონ-ნეიტრალურია

  • როგორც B-Corp, ველედა აქტიურად მუშაობს მდგრადი ეკონომიკის მოდელზე

ჩვენი კანი და ნიადაგი საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს და ველედას მიაჩნია, რომ ორივეს დაცვა და მოვლა ერთნაირად ღირს.

იცოდით?

იცოდით?

  • ნიადაგს, ისევე როგორც ჩვენს კანს, გააჩნია მიკრობიომი

  • ერთი ჩაის კოვზ ნიადაგში უფრო მეტი ორგანიზმია, ვიდრე ადამიანია პლანეტაზე

  • CO2-ის 50% შეკავშირებულია ნიადაგთან. ეს ყველაზე დიდი CO2 რეზერვუარია ოკეანეების შემდეგ

  • დეგრადაციის გამო, ყოველ წუთს იკარგება 30 საფეხბურთო მოედნის ექვივალენტი ნიადაგი

  • ათი სანტიმეტრი ნიადაგის ბუნებრივად წარმოქმნას შეიძლება 2000 -მდე წელი დასჭირდეს

ძალა ერთობაშია

არიზონა მიუზისთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია DIRT-სთან და The Sustainable Soil Alliance-მდგრადი ნიადაგის ალიანსთან ერთად, ველედა გაგიწევთ მეგზურობას, რათა მოგითხროთ ჯანსაღი ნიადაგის მნიშვნელობის შესახებ. ველედა ბრუნვის დამატებით 1%-ს ინვესტიციას ახორციელებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, კლიმატის დაცვასა და ნიადაგის გაჯანსაღებაში. 2022 წელს ველედა მხარს უჭერს რეგენერაციულ სოფლის მეურნეობის პროექტებს 250,000 ევროთი.

გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, ველედა მხარს უჭერს შვეიცარიის ორგანული ფონდის ნიადაგის ნაყოფიერების ფონდს, რომელიც ფერმერებს ეხმარება 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ორგანულად დამუშავებაში. ავსტრალიაში ველედა მხარს უჭერს ორგანიზაციას Carbon8, რომელიც ასევე მხარს უჭერს ფერმერებს, რომლებიც მუშაობენ რეგენერაციული გზით და უზრუნველყოფს, რომ CO2 ატმოსფეროდან ნახშირბადის სახით შეკავშირდეს ნიადაგში. საფრანგეთში ველედა ეხმარება ორგანიზაცია La Sauge-ს პარიზში ეკოლოგიური საზოგადოებრივი ბაღის მართვაში. შემდგომმა ინიციატივებმა ესპანეთში, ჩეხეთში, იტალიაში, ინგლისსა და სამხრეთ კორეაში შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიური ცვლილებები ველედას დახმარებით.
მიგვაჩნია, რომ ნიადაგის დაცვა საერთო ამოცანაა!

#გადავარჩინოთ დედამიწის კანი

ჩვენ ყველას შეგვიძლია ცვლილებების შეტანა! შეუერთდით ჩვენს მისიას, რათა აამაღლოთ ცნობიერება ნიადაგის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი პლანეტის მომავლისთვის. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს გამომწერებს სოციალურ მედიაში ჰეშთეგის გამოყენებით #გადავარჩინოთ დედამიწის კანი.

შეიტყვეთ მეტი

ნიადაგის გასაჯანსაღების გზები

ისეთი მეთოდები, როგორიცაა ჰუმუსის დაგროვება, რეგენერაციული სოფლის მეურნეობა და ნახშირბადის მეურნეობა აჯანსაღებენ ნიადაგს. ნიადაგის სიცოცხლის გააქტიურებითა და გაძლიერებით, ისინი ასევე აძლიერებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და ბიომრავალფეროვნებას. ეს ასევე სასარგებლოა კლიმატისთვის.

შეიტყვეთ მეტი

რა დანიშნულება აქვს ნიადაგს ადამიანებისა და ბუნებისთვის?

მილიონობით წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ ჩამოაყალიბა ნიადაგის დინამიური ეკოსისტემა. უამრავი ცოცხალი ორგანიზმი მონაწილეობს ნახშირბადის ციკლში და უნარჩუნებს ნიადაგს ნაყოფიერებას. მაგრამ ნიადაგი საფრთხის ქვეშაა და საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას.

შეიტყვეთ მეტი

როგორ ეხმარება კომპოსტი თქვენი ბაღის ნიადაგს

„შავ ოქრო"დ წოდებული კომპოსტი საუკეთესოა, როდესაც ის თქვენს ბაღშივეა დამზადებული. კომპოსტირების შედეგია ჯანსაღი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. მარტინა კოლარეკი, ბიოქიმიკოსი და ცხელი კომპოსტის სპეციალისტი, იძლევა საექსპერტო რჩევებს.

შეიტყვეთ მეტი

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

მიწა - სოფლის მეურნეობის საფუძველია. აგრონომი, პედაგოგი და ნიადაგის ექსპერტი დოქტორი ულრიხ ჰემპლი განმარტავს, თუ რა დიდ როლს თამაშობენ პატარა ორგანიზმები ნიადაგის სიჯანსაღეში და თუ როგორ შეუძლია გამოუწვრთნელ თვალსაც კი ამოიცნოს ჯანსაღი, ნეშომპალით მდიდარი ნიადაგი.

შეიტყვეთ მეტი