ზემგრძნობიარე კანის მოვლა

ჩვილის კანი ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრულის კანი, ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განსხვავებული აგებულებისაა; ამიტომ თხელი რქოვანი შრიდან შეიძლება ადვილად დაიკარგოს ტენი და კანი გამოშრეს. ზემგრძნობიარე კანს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

სამკურნალო ტუხტის რბილი ეფექტი

სამკურნალო ტუხტის არაპარფიუმირებული პროდუქტების ველედას სერია ბიოლოგიური სამკურნალო ტუხტის ექსტრაქტით უზრუნველყოფს დამცავ საფარს მაღალმგრძნობიარე და ატოპიური  კანისთვის. გულდასმით შერჩეული ბუნებრივი ინგრედიენტები უვლის კანს, უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და აძლიერებს კანის თვითრეგულაციას.

White Mallow – სამკურნალო ტუხტი კომპლექსურად მოქმედებს კანზე. ის ამშვიდებს და იცავს ზემგრძნობიარე კანს და ამცირებს გარე გამღიზიანებლების სიმრავლეს. ეს მის ფესვებში არსებული პოლისაქარიდების დამსახურებაა, რომლებიც წყალთან კომბინაციაში წარმოქმნიან ჟელეს. ის კი ინახავს ტენს, ამშვიდებს და დამცავი ფენით ფარავს კანს. ველედას პროდუქტებში გამოყენებული სამკურნალო ტუხტი გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ბიოლოგიურ მეურნეობებში იზრდება.

ინგრედიენტების შესახებ

მხოლოდ გულდასმით შერჩეული კომპონენტები

  • Pansies  – სამფერა ია შეიცავს ლორწოებს, რომლებიც ამშვიდებს და ატენიანებს კანს.
  • Coconut oil ქოქოსის ზეთი ცივად დაწნეხით არის მიღებული და შეიცავს ნაჯერ ცხიმმჟავებს. ის კანზე რჩება და ბუნებრივ დამცავ ფენას წარმოქმნის.
  • Borage Seed Oil  კიტრისუნას თესლის ზეთი სამმაგად უჯერი ომეგა-6 ცხიმმჟავების (გამა-ლინოლენის მჟავა) დახმარებით კანის ბუნებრივ ბარიერს აღადგენს.  
  • Safflower Oil ალისარჩულის ზეთი მდიდარია ლინოლმჟავით, ძვირფასი ომეგა-6 ცხიმმჟავით და აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს.
  • Sesame Oil სეზამის(ქუნჯუთი, შირბახტი) ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის, რადგან პოლიუჯერ ცხიმმჟავებს და ძვირფას E ვიტამინს შეიცავს.
  • Beeswaxფუტკრის ცვილი განსაკუთრებით კარგად უთავსდება კანს და ისე იცავს მას, რომ არ აზიანებს კანის ბუნებრივ ფუნქციებს.  
  • Almond Oilნუშის ზეთი აგრეთვე ძალიან კარგად უთავსდება მგრძნობიარე კანს და მდიდარია პოლიუჯერი ცხიმმჟავებით.
  • Cocoa Butter კაკაოს ცხიმი შეიცავს ძვირფას ნაჯერ ცხიმმჟავებს და ამიტომ კანზე დამცავ ფენას წარმოქმნის, რომელიც მას გამოშრობისგან იცავს.
  • Zinc oxide – თუთიის ჟანგი ტენს იერთებს და კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებებისგან იცავს.
Weiße Malve Gesichtscreme

სამკურნალო ტუხტის სახის კრემი

არაპარფიუმირებული, დამამშვიდებელი
Weiße Malve Pflegelotion

სამკურნალო ტუხტის სხეულის მოსავლელი კრემი

არაპარფიუმირებული, უვლის და ამშვიდებს კანს

რამდენიმე ეფექტური რჩევა:

დამამშვიდებელი პროცედურა

უმჯობესია, თქვენი ჩვილი სხეულის სასიამოვნო ტემპერატურის მქონე (დაახლოებით 37° C ) სუფთა წყლით დაბანოთ. შეგიძლიათ წყალს დაამატოთ არაპარფიუმირებული მკვებავი ზეთი, როგორიცაა ველედას კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთი ჩვილისთვის. ფრთხილად შეაზილეთ ზეთი  დაზიანებულ ადგილებზე  და გამოიყენეთ სველი ქსოვილი მის ფრთხილად მოსაცილებლად.

 

გამღიზიანებლისგან დაცული გარემო

ბიოლოგიური ბამბის, აბრეშუმის ან სელისგან დამზადებული ტანსაცმელი ძალიან კომფორტულია კანისთვის. მოაცილეთ ტანისამოსს ეტიკეტები და გამოიყენეთ მხოლოდ არაპარფიუმირებული სარეცხი საშუალებები. მწვავე ქავილის შემთხვევაში დააჭერით ჩვილს ფრჩხილები და ღამით ბამბის ხელთათმანები ჩააცვით. ალერგიის ტესტმა შეიძლება რაიმე საკვების მიმართ აუტანლობა გამოავლინოს.

 

მშვიდი საათის მნიშვნელობა

ფიქსირებული მშვიდი საათი, ბევრი ძილი და ყოველდღიური რეჟიმის დაცვა უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს განაპირობებს. რეგულარულად გაიყვანეთ ჩვილი სუფთა ჰაერზე და გაანიავეთ ოთახი, რომელშიც ჩვილი დღის დიდ ნაწილს ატარებს. და გამონახეთ დრო თქვენთვის, რადგან თქვენი სტრესი ჩვილსაც გადაეცემა. თქვენ თუ მშვიდად ხართ, ისიც მშვიდად იქნება.

არა მხოლოდ ჩვილის ფაქიზი კანისთვის

ის ზრდასრულებსაც უხდება

მგრგძნობიარე კანის ან ნეიროდერმიტის მქონე ზრდასრულებს აგრეთვე შეუძლიათ ისარგებლონ სამკურნალო ტუხტის სერიის პროდუქტების დამამშვიდებელი ეფექტით. სამკურნალი ტუხტის ტანის კრემი ამშვიდებს, ძვირფასი ტენით ამარაგებს კანს და ხსნის გაღიზიანებას.

„ზემგრძნობიარე კანს განსაკუთრებით ფაქიზი მოვლა და მცირე რაოდენობის, მაგრამ მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტები სჭირდება.“

Weiße Malve Gesichtscreme

სამკურნალო ტუხტის სახის კრემი

არაპარფიუმირებული, დამამშვიდებელი
Weiße Malve Pflegelotion

სამკურნალო ტუხტის სხეულის მოსავლელი კრემი

არაპარფიუმირებული, უვლის და ამშვიდებს კანს