ჩვილის დუნდულის ნაზი მოვლა

ინტერვიუ ქრისტინა ჰინდერლიხთან

როგორ უნდა გასუფთავდეს ფრთხილად და რა მოვლა სჭირდება საფენქვეშა არეს? როგორ შეიძლება ავაცილოთ ჩვილს დუნდულაზე გამონაყარი? კრისტინა ჰინდერლიხი, გერმანელი მედდა, გაძლევთ რჩევებს და ინფორმაციას თქვენი ჩვილის ყველაზე მგრძნობიარე არის მოვლის შესახებ.

როგორი მოვლა სჭირდება საფენქვეშა არეს?

რადგან საფენქვეშა არე რეგულარულად  კონტაქტშია შარდთან და განავალთან, ამიტომ ის ადვილად შეიძლება გაღიზიანდეს და წარმოიშვას ანთება.

ჩემი რჩევაა, კანი თბილი წყლით და ცოტა ზეთით გაასუფთაოთ და შემდეგ გულდასმით და ფრთხილად შეაშროთ. კარგი იქნება, თუ კანს ჰაერი დაუვლის და  ჩვილს აცლით, ერთხანს ტიტველმა იკოტრიალოს. თუ კანი გაწითლდა, სპეციალური კრემი უნდა გამოიყენოთ.  კალენდულას ექსტრაქტისა და თუთიის ჟანგის შემადგენლობის წყალობით კალენდულას კრემი საფენქვეშა არისთვის Calendula Nappy Change Cream – პოპულარულია ჩემს პრაქტიკაში კანის დაცვისა და გაძლიერებისთვის.

როგორ შეიძლება დუნდულაზე სიწითლის და გამონაყარის შემცირება?

საფენების ტარებისას, ჩვილს შეიძლება დუნდულაზე პატარა წითელი ლაქები და მუწუკები, აგრეთვე მსუბუქი ან ძლიერი სიწითლე გაუჩნდეს, რაც ხშირად მტკივნეულიც არის. ასეთ დროს, ბავშვებს განსაკუთრებით არ მოსწონთ საფენის გამოცვლის პროცესი, მაგრამ საფენქვეშა არის გასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. რბილი ქსოვილებით, მაგალითად, მუსლინის პატარა ჩვრებით, გასუფთავების პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება ბავშვისთვის. გარდა ამისა, გირჩევთ, კანი ჯერ ოდნავ თბილი წყლით, შემდეგ კი ზეთით გაასუფთაოთ. ზეთი კანზე რბილ აპკს ტოვებს, რომელიც კანისთვის სასარგებლოა და საფენის მომდევნო გამოცვლისას ბავშვი ნაკლებად წუხდება.

თუ გაღიზიანება გახანგრძლივდა, ბავშვს საფენი, სულ მცირე, ორ საათში ერთხელ და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუცვალეთ. საფენქვეშა არის გასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენოთ ბუნებრივი ზეთებისა და თუთიის ჟანგის შემცველი კრემი. ეს ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენარაციას. შესაძლებლობა მიეცით კანს, რაც შეიძლება მეტი ისუნთქოს. თუ დაზიანება ორ დღეზე მეტხანს დარჩა ან ყოყმანი გიპყრობთ, ჰკითხეთ რჩევა მედდას ან პედიატრს. 

ყველა ჩვილი იძლევა სიგნალს, რომ კუჭში გასვლა უნდა: ხდება მოუსვენარი, იგრიხება და ტირის

როგორი საფენი სჯობს?

არსებობს საფენების ბევრი სხვადასხვა სახეობა. დაწყებული გავრცელებული ერთჯერადი საფენებიდან ვიდრე საფენის სისტემებამდე შიდა მხარეს ქსოვილის სარჩულითა და გარედან ჰაერგამტარი მასალით და ქსოვილის საფენებამდე შალის საფარით. ყოველმა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელი ვერსიაა მისთვის საუკეთესო - როგორც ფინანსური, ისე დახარჯული დროის თვალსაზრისით. მე, ზოგადად, ჰაერგამტარ ვერსიებს გირჩევდით.

გაზრდა საფენების გარეშე?

“Elimination communication” – ელიმინაციის კომუნიკაცია- ასე ეწოდება მეთოდს, სადაც ჩვილს საშუალება ეძლევა, საფენების გარეშე გაიზარდოს. ეს მეთოდი ევროპაშიც ფართოდ იყო გავრცელებული მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. და დღესაც, მსოფლიოს მასშტაბით ჩვილების 75% საფენების გარეშე იზრდება. ეს მეთოდი სისუფთავის სწავლებას კი არ ეხება, არამედ ჩვილთან კომუნიკაციას. რადგან ყოველი ჩვილი რაღაც ნიშანს იძლევა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მას კუჭში „გასვლა უნდა“. ის იგრიხება, თვალებით კონტაქტს ეძებს, შფოთვას იწყებს ან ტირის. თუ მშობლები სათანადოდ რეაგირებენ, საფენქვეშა არეში კანის ბევრი პრობლემა შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული.