ოჯახი

ველედას ჩვილის მოსავლელი კალენდულას ზეთი 60 წლისაა

ბუნებრივი უნივერსალური საშუალება: ერთი ზეთი სამი დანიშნულებით: ჩვილის კანის მოვლა, საფენქვეშა არის გასუფთავება და ჩვილის მასაჟი. თაობებია იყენებენ მშობლები ველედას ჩვილის მოსავლელ კალენდულას არაპარფიუმირებულ ზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ბიოლოგიური სეზამის ზეთი და კალენდულას ექსტრაქტი. 2019 წელს ამ პროდუქტს 60 წელი შეუსრულდა.

ახალშობილს სითბო და უსაფრთხოება სჭირდება.  მისი ნაზი კანი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის კანთან შეადარებით ის ხუთჯერ უფრო თხელია და მას სიცოცხლის პირველივე დღიდან მნიშვნელოვანი ამოცანა ეკისრება: დაიცვას ახალშობილის ორგანიზმი და შეასრულოს  ბარიერის ფუნქცია. ამიტომ სათანადო მოვლა მნიშვნელოვანია ჩვილის კანის სწორი განვითარებისთვის.

ახალშობილის ნაზი კანი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.

მოუარეთ ახალშობილს მცენარეული ზეთით

ახალშობილი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან შეგრძნებების დახმარებით აღიქვამს გარშემომყოფებს და საკუთარი თავის დანარჩენი სამყაროსგან გამორჩევას სწავლობს. ჩვილის კანი ზრდასრულის კანთან შედარებით ჩამოუყალიბებელია, ამიტომ ჩვილის მოვლისთვის განკუთვნილი კოსმეტკური პროდუქტების შემადგენელი ინგრედიენტები ჩვილის კანის განსაკუთრებულ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ჩვილის კანზე ზეთის ფრთხილად წასმა ან სიყვარულით ჩატარებული მასაჟი ხელს შეუწყობს თქვენი ჩვილის კანის განვითარებას და ბავშვს საკუთარი სხეულის უკეთ შეგრძნებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მასაჟი მშობელსა და შვილს შორის კავშირის დამყარებას ემსახურება. ის ბავშვს დაცულობისა და სტაბილობის შეგრძნებას აძლევს – ასე რომ, ჩვილი თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ კანში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ახალშობილს სითბო და უსაფრთხოება სჭირდება.

რითია განსაკუთრებული მცენარეული ზეთები

ფოტოსინთეზისას მცენარეების მიერ შთანთქმული  მზის ენერგია ხმარდება ისეთი ნივთიერებების სინთეზს, როგორიცაა შაქრები, რომლებიც შემდეგ ლიპიდებად გარდაიქმნება და თესლში გროვდება. მცენარის თესლსა და კურკის გულს კი წნეხავენ, რომ მათგან ზეთი გამოწურონ. ველედა ყოველთვის იყენებდა ბიო-სეზამის თესლის ზეთს კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთის კომპოზიციაში. სეზამის თესლის ზეთი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა E ვიტამინი. ის ადვილად შეიწოვება კანში და ხელს უწყობს კანის ჯანსაღი ბარიერის წარმოქმნას.

ველედას ჩვილის მოსავლელი კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთი, 1959 წლიდან

60 წელია, ჩვილის მოსავლელად გამოიყენება გამოცდილი და სანდო დუეტი : ბიო-კალენდულა და სეზამის ზეთი

თავისი ყვითელი ან მუქი ნარინჯისფერი ყვავილებით კალენდულა (გულყვითელა) ნამდვილი მზის ენერგიის აკუმულატორია. დაწყებული ივნისიდან ვიდრე გვიან შემოდგომამდე მისი კაშკაშა ყვავილები მზისკენ მიილტვის. ყვავილობის ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცენარე უწყვეტად განაგრძობს ზრდას, რაც მის უზარმაზარ სასიცოცხლო ძალაზე მეტყველებს. ის მზის სინათლესა და სითბოს ისრუტავს და მათ მასტრუქტურირებელ, დამცავ და აღმდგენ ძალებად გარდაქმნის, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვილის ფაქიზი, გამოყელილი ან გაღიზიანებული კანის მოსავლელად.

კალენდულა ჩვილის ფაქიზ კანს იცავს, მისი სასიცოცხლო ენერგია კი სიწითლის პირველ ნიშნებს აქრობს. კანის გასასუფთავებლად ბევრად უმჯობესია ნაზი მკვებავი ზეთის გამოყენება, ვიდრე აქაფებადი პროდუქტებისა, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს გაღიზიანებული კანის მდგომარეობა.

კალენდულას ჩვილის მოსავლელი ზეთი ადრე & ეხლა

თაობებია იყენებენ მშობლები ველედას ჩვილის მოსავლელ კალენდულას არაპარფიუმირებულ ზეთს, როგორც მარტივ და ეფექტურ საშუალებას:

„მე ამ პროდუქტის დიდი ფანი ვარ!  განსაკუთრებით მომწონს მისი მრავალფუნქციურობა – ის შესანიშნავია ჩვილის მასაჟისთვის, საფენქვეშა არის მოსავლელად და კანის გასასუფთავებლად. ამიტომ ჩემთვის ეს პროდუქტი არის „სამი ერთში“: კომფორტული, მოვლისა და გასუფთავებისთვის.“

სონია კრაუსი

ველედაში მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი

მსგავსი სტატიები