ოჯახი

მასაჟი ორსულობის დროს

რჩევები და ტექნიკა პარტნიორის განმტვირთავი მასაჟისთვის

მასაჟი მშვენიერი საშუალებაა ორსულობის დროს თავის მოსავლელად. პრენატალურ მასაჟს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი გუნება-განწყობა და დაგეხმაროთ პატარასთან ცნობიერად დაკავშირებაში.

მასაჟი მდგომარეობის შესამსუბუქებლად და განტვირთვისთვის

ორსულობისას სხეული მუდმივად იცვლება: მუცელი იზრდება, კანი იჭიმება და შეიძლება სტრიებიც გაუჩნდეს. იპოვეთ დრო მის გასანებივრებლად რეგულარული მასაჟით - სხეულმა ხომ საოცარ გარდაქმნებს უნდა გაართვას თავი.

გამოყავით დრო, რომ შეეგუოთ მომავალ ცვლილებებს.

მომავალ დედებს დრო და სიმშვიდე სჭირდებათ, რათა შეეგუონ მათ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს. განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ, მუცლის ნაზი მასაჟი განტვირთავს და დაამშვიდებს სხეულსა და სამშვინველს.  იპოვნე მომენტი დღის  განმავლობაში, რათა დაისვენო ყველა საზრუნავისგან და  შეიქმენი კომფორტი.

ბავშვთან ურთიერთობა თვითმასაჟით

მომავალი დედისთვის ნაზი  შეხება მუცელთან მშვენიერი გზაა შვილთან დასაკავშირებლად.  მუცლის სიყვარულით მასაჟი ყოველ დილით ან საღამოს შეიძლება აქციოთ ორსულობის რიტუალად. მუცლის მასაჟისას ბავშვი გრძნობს ნაზ შეხებას. ამ დროს ის შეიძლება სრულიად დამშვიდდეს ან პირიქით გააქტიურდეს. ორივე რეაქცია სავსებით ნორმალურია. როდესაც ორსულად ხართ, რეგულარულ თვითმასაჟს შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას და დაგეხმაროთ  პატარასთან და საკუთარ სხეულთან ცნობიერად დაკავშირებაში.

ორსულის თვითმასაჟის ტექნიკა

პარტნიორის მასაჟი: სასიამოვნო რიტუალი მომავალი მშობლებისთვის

რიტუალები უზრუნველყოფს სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდას. განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც რეგულარულად ხდება, ეხმარება დაკავშირებას, ნდობის ჩამოყალიბებას და ამშვიდებს.  პარტნიორის მასაჟი არის ფიზიკური კონტაქტისა და სინაზის გაზიარების შესაძლებლობა და ინტიმური ურთიერთობის გამოხატვის შესანიშნავი საშუალება. განსაკუთრებით ორსულობის დროს, ის შესანიშნავი საშუალებაა კომფორტისა და ერთად დასვენებისთვის. პარტნიორის მასაჟი მშვენიერი რიტუალია - შეეცადეთ ის სახლში რუტინად აქციოთ შაბათ-კვირას ან დატვირთული დღის შემდეგ. ამ გზით, თქვენ შეძლებთ შექმნათ ოჯახური იდილია, ბავშვის დაბადებამდე.

პარტნიორის მასაჟის ტექნიკა

ორსულის სამასაჟედ რომელი პროდუქტია საუკეთესო?

 მდგომარეობიდან გამომდინარე,  ბიო და ნატურალური  ზეთი ან ტანის კარაქი შესანიშნავი პროდუქტებია დამამშვიდებელი მასაჟისთვის. ველედას ყველა ზეთი და ლოსიონი ზოგადად შესაფერისია ორსულობის დროს კანის მოსავლელად. განსაკუთრებით გამოვარჩევდით ველედას  სტრიების ზეთსა და  ტანის კარაქს, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული ორსულობის დროს კანის მოვლისა და მასაჟისთვის.  წრიული მოძრაობით შეიზილეთ პროდუქტი მუცელზე საათის ისრის მიმართულებით. ორსულობა ასევე უქმნის დისკომფორტს  მკერდს, ბარძაყებსა და დუნდულებს. ამ უბნების ნაზი მოვლა და მასაჟი ხელს შეუწყობს კუნთების მოდუნებას და დაძაბულობის მოხსნას.

მეტი ორსულთა კანის მოვლის შესახებ

სტრიების ტანის კარაქი

ველედას სტრიების ტანის კარაქი კვებავს კანს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ტენიანობას. ეს ინოვაციური ფორმულა შეიცავს აზიური ცენტელას ბალახისა და კროკუსის ბოლქვის ექსტრაქტებს. ასევე ორგანული შისა და კაკაოს ცხიმებს, ორგანული ჟოჟობასა და ორგანული მზესუმზირის ზეთებს. ცნობილია, რომ აზიური ცენტელას ბალახისა და კრაკუსის ბოლქვის ექსტრაქტები აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას და ტონუსს რეგულარული მასაჟის საშუალებით, რაც ხელს უწყობს სტრიების პრევენციას და შემცირებას. მშობიარობის შემდგომი მასაჟი ხელს უწყობს არსებული სტრიების ხილვადობის შემცირებას. მისი სასიამოვნო ტექსტურა ადვილად ნაწილდება და შეიწოვება კანში, რაც ძალიან კომფორტულია ტანისამოსის ჩასაცმელად მასაჟის დამთავრებისთანავე. დახვეწილი ყვავილოვანი სურნელი კი დაგეხმარებათ, რომ თავი მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.

სტრიების ზეთი

მცენარეული ექსტრაქტებითა და ბუნებრივი ეთერზეთებით მდიდარი სტრიების ზეთი იდეალურია ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ კანის მოსავლელად. მისი გამოყენება უმჯობესია სველ კანზე შხაპის მიღების შემდეგ. სასურველია, ზეთი ჯერ ხელებში გაათბოთ და შემდეგ ნაზად შეიზილოთ მუცელზე, დუნდულებსა და მკერდზე.

სტრიების ზეთი და სტრიების ტანის კარაქი შექმნილია სტრიების თავიდან ასაცილებლად  და ასევე შესაფერისია მუცლის ნაზი მასაჟისთვის.

ტანის მასაჟის ტექნიკა ორსულობისას და მის შემდეგ

  1. ნაზად შეიზილეთ ზეთი ჭიპის გარშემო საათის ისრის მიმართულებით, მუდმივად მზარდი წრიული მოძრაობებით. შემდეგ დაეშვით ქვემოთ მარცხენა ბარძაყისკენ. გაიმეორეთ სამჯერ.
  2. შეიზილეთ ზეთი თითოეულ მკერდზე  ნაზი, სპირალური მოძრაობებით, პერიფერიიდან  ძუძუს კერტის მიმართულებით. არ შეიზილოთ ძუძუს თავზე. გაიმეორეთ სამჯერ.
  3. თეძოს მასაჟი დაიწყეთ მუხლებიდან. თითის ბალიშებით ნაზად გადაადგილდით თეძოებისკენ. შემდეგ გადაიტანეთ წნევა ხელის მაჯაზე და ჩაასრიალეთ ხელი უკან მუხლებისკენ, . გაიმეორეთ სამ- ხუთჯერ.
  4. დადექით მოდუნებულ მდგომარეობაში. მოათავსეთ თქვენი  ხელები წელის არეში ხერხემლის ორივე მხარეს კუდუსუნთან ახლოს. ხელის მაჯით ჩამოასრიალეთ ხელები დუნდულებზე, როგორც ბარძაყის მასაჟისას. შემდეგ გაშლილი თითებით შეიზილეთ ზეთი საპირისპირო მიმართულებით. გაიმეორეთ სამ- ხუთჯერ.