ჯანმრთელობა

რატომ შეიცავს კბილის პასტა ფტორიდებს?

სწორი კვება, პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა და ფტორიდის მიღება – ეს არის სამი მთავარი პირობა ჯანსაღი კბილებისთვის. ფტორიდი კბილის მინანქარს აძლიერებს და კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. მაგრამ ჭარბი რაოდენობით ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. თუ თქვენ ამჯობინებთ კბილის პასტას ფტორიდის შემცველობის გარეშე, ველედა ალტერნატივას გთავაზობთ.

ფტორიდი ეგრეთწოდებულ მიკროელემენტებს მიეკუთვნება. მცირე რაოდენობით ფტორიდი დადებითად მოქმედებს ჩვენს ძვლებსა და კბილებზე, მაგრამ მის დიდ რაოდენობას შეიძლება უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. ის არა მხოლოდ ძვლებს ამყარებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ ჩვენი კბილების მინანქარსაც აძლიერებს. ამიტომ  მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის ფტორიდის საკმარისი რაოდენობით მიწოდება იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კბილების დაშლა (რომელსაც კბილის კარიესსაც უწოდებენ). მაგრამ ბავშვებში ჭარბმა ფტორიდმა შეიძლება კბილის ფტოროზი გამოიწვიოს. ეს დარღვევა ხასიათდება კბილის შეფერილობის შეცვლით, მინანქარზე ლაქების გაჩენით, რომელთა ფერი თეთრიდან ყავისფრამდე მერყეობს. ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის; კბილის ფტოროზმა შეიძლება დააქვეითოს მინანქრის მედეგობა კარიესის მიმართ.

 

ფტორიდზე მოთხოვნილება ინდივიდუალურია

ყოველ ადამიანს კბილის განსხვავებული სტრუქტურა აქვს და ამიტომ ფტორიდის განსხვავებული რაოდენობა სჭირდება. ექსპერტები ადეკვატურად მიიჩნევენ დღეში 0,05 მგ ფტორიდის მიღებას სხეულის მასის ერთ კილოგრამზე. ეს მოიცავს საკვებს და სასმელს, მაგრამ აგრეთვე კბილის პასტას და გამოსავლებ სითხეს პირის ღრუსთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფტორიდის შემცველი საკვების მიღებით, როგორიცაა თევზი, ბურღულეული, რძე, რძის პროდუქტები და თხილები, კერძოდ, ნიგოზი, ან კერძებში ფტორირებული მარილის გამოყენებით ან ფტორირებული სასმელი წყლით შეიძლება უკვე შეივსოს ინდივიდუალურად საჭირო დღიური დოზა.

როგორია კბილის პასტაში შემავალი ფტორიდის რეგულაციები

კბილის პასტაში ფტორიდის შემცველობას კანონი არეგულირებს: ზრდასრულისთვის განკუთვნილი კბილის პასტა შეიძლება შეიცავდეს არაუმეტეს 0,15%-ს (1500 ppm, მემილიონედს). ეს რაოდენობები სტომატოლოგების მიერ რეკომენდებულია აგრეთვე 6 და მეტი წლის ბავშვებისთვის. ამიტომ მოზარდებისთვის (6 წელი და მეტი) განკუთვნილი კბილის პასტები ზრდასრულის კბილის პასტებისგან, როგორც წესი, მხოლოდ გემოთი განსხვავდება.

დაწყებული დღეში სხეულის ერთ კილოგრამზე 0,1 მგ დოზიდან, კბილის ფტოროზი შეიძლება წარმოიშვას კბილებში, რომლებიც ჯერ არ არის ამოჭრილი. ამიტომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (6 წლის ასაკს ქვემოთ) განკუთვნილ კბილის პასტაში ფტორიდის მაქსიმალური რეკომენდებული რაოდენობა უფრო დაბალია (0,05%).

ფტორიდით მკურნალობა

როგორც ზემოთ ითქვა, ფტორიდის დოზის გადაჭარბება ადვილად შეიძლება და საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, როდესაც პედიატრი ან სტომატოლოგი ფტორიდს (მაგალითად, ტაბლეტებს ან წვეთებს და სხვა) ნიშნავს. ფტორიდის მიღება ნაჩვენებია მისი დეფიციტის სიმპტომების შემთხვევებში. ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, სხვა წყაროებიდან ფტორიდის მიღების გათვალისწინებით.

ამ მიზეზების გამო ველედა არ იყენებს წყალში ხსნად ფტორიდს პირის ღრუს მოვლისთვის განკუთვნილ პროდუქტებში და მომხმარებელს მის ალტერნატივას სთავაზობს.

ფთორსა და ფთორიდს შორის განსხვავება

  • ფტორი – ქლორის მსგავსად – არის მაღალაქტიული ქიმიური ელემენტი, რომელიც აირის სახით არსებობს. ის ძალიან სწრაფად უერთდება სხვა ელემენტებს და ამიტომ ბუნებაში არა თავისუფალი სახით, არამედ ძირითადად მარილების სახით არსებობს, რომლებსაც ფტორიდებს უწოდებენ.

  • ფტორიდების სახელწოდებას განსაზღვრავს მეორე ელემენტი, რომელთანაც ფტორი ნაერთს წარმოქმნის, მაგალითად, ნატრიუმის ფტორიდი ან კალიუმის ფტორიდი.

კალციუმის ფტორიდი

თითოეულ მარილს განსხვავებული თვისებები აქვს. მაგალითად, კალციუმის ფთორიდი (მინდვრის შპატი, ფლუორიტი) ბუნებრივად არსებული მინერალია, რომელიც წყალში არ იხსნება, ხოლო ნატრიუმის ფტორიდი წყალში ხსნადია.

ფტორიდის შემცველი კბილის პასტები ფტორის წყალში ხსნად ნაერთებს შეიცავს, ხშირად ეს არის ნატრიუმის მონოფტორფოსფატი, ამინოფთორიდი და თუთიის ფტორიდი. ეს ნაერთები სინთეზურად არის მიღებული.

კბილების მოვლისთვის განკუთვნილი ველედას პროდუქტებიდან ორი შეიცავს ბუნებრივად არსებულ, წყალში უხსნად კალციუმის ფტორიდს, რომელიც ძლიერ განზავებული სახით არის გამოყენებული.

მსგავსი სტატიები