ველური ვარდი

ჭეშმარიტი ქალურობისა და ჰარმონიის საიდუმლო

ყვავილების დედოფალი, სიყვარულის ელჩი, სილამაზისა და სიწმინდის სიმბოლო

არცერთი სხვა ყვავილი ისე არ გვხიბლავს, როგორც ვარდი. დღეს ის უამრავი სახითა და სურნელით არსებობს. ვარდის თაიგულის ჩუქება დღემდე სიყვარულისა და დიდი პატივისცემის გამოხატვის ნიშანია. თუმცა ვარდისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლების არც შინაგანი ღირებულებებია უმნიშვნელო – რომელთა სასარგებლო თვისებები უფრო ინტენსიურად ველურ ფორმებშია გამოხატული. ამიტომ სახისა და სხეულის მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტების ველური ვარდის სერიისთვის ველედა ასკილის ნაირსახეობას– Rosa Mosqueta-ს და მის წითელი ფერის  ნაყოფს იყენებს. ველედას კოსმეტიკურ პროდუქტებში შემავალი ასკილის თესლის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზეთია, რომელიც კანს ტკეცს და სინაზეს უბრუნებს, ხოლო ვარდის შესანიშნავ სურნელს მათ დამასკოს ვარდი აძლევს. ვარდის ინტენსიურ ბუკეტს არომათერაპიაში განტვირთვის, დამშვიდებისა და რეგენერაციისთვის  იყენებენ.

მისი ძალა ჰარმონიაშია

ველური ვარდი ადვილად ახერხებს წონასწორობის დაცვას მოქნილობასა და გამძლეობას, მომთხოვნელობასა და შემგუებლობას შორის. მას ტემპერატურული ცვლილებებიც ვერაფერს აკლებს. ამიტომ მისი ეს დაბალანსებული თვისებები ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ასკილის თესლის ზეთი კანს ამშვიდებს და ტკეცს, დამასკოს ვარდის სურნელი კი ჰარმონიულ განწყობას ქმნის. ველური ვარდის ველედას სერიის აქტიური ინგრედიენტების ეფექტურობას განსაკუთრებით კარგად გრძნობს კანი 30 წლის ასაკიდან, როდესაც ის თანდათან უფრო მომთხოვნი და მშრალი ხდება.

ბაბილონის სურნელი

გასაკვირი არ არის, რომ ყვავილებს შორის ვარდი ლეგენდის სტატუსით სარგებლობს – მის კულტივირებას ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში მისდევდნენ მისი ფურცლებიდან სურნელოვანი ნელსაცხებლების დასამზადებლად. ვარდს ძველ ჩინეთშიც აშენებდნენ, რადგან კარგად იცნობდნენ მის თვისებებს. კარლოს დიდის ხანაში ვარდის ფურცლების ნაყენს პირში გამოსავლებად და სამკურნალო აბაზანისთვის იყენებდნენ. ვარდის გამოხდა, სავარაუდოდ, სპარსეთში დაიწყეს. ვარდის ეთერზეთი ძალიან ძვირად ფასობდა, რადგან მისი მოპოვება როგორც უწინ, ისე დღესაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული: ერთი ლიტრი ვარდის ზეთის მიღებას სამი მილიონი ყვავილის გადამუშავება სჭირდება. დღეს ველური ვარდის 150-მდე სახეობა არსებობს და ამ სახეობათა თითქმის ორი მესამედი წარმოშობით აზიიდან არის.

 

Wildrose Tagespflege

ველური ვარდის დღის კრემი

ნორმალური/მშრალი ტიპის კანისთვის
Wildrose Nachtpflege

ველური ვარდის ღამის კრემი

რეგენერაცია ღამით ნებისმიერი ტიპის კანისთვის

ველური ვარდის ზეთი

ნორმალური და მშრალი კანისთვის 30+

ველური ვარდის ტანის კრემი

ნორმალური და მშრალი კანისთვის 30+