მამაკაცი საშხაპე გელი

ააქტიურებს და აცოცხლებს

ველედას მამაკაცის შხაპის გელი დაგიტოვებთ ცოცხალ, მასკულინურ სურნელს  და სუფთა კანს.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

მამაკაცის ბუნებრივი საშხაპე გელის უნიკალურ მასკულინურ სურნელს განაპირობებს როზმარინის მასტიმულირებელი ეთერზეთი, ლიცეა კუბება და მამაკაცების ფავორიტი ვეტივერია - მსუბუქი ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარე. მცენარეულ ნედლეულზე დაფუძნებული რბილი სურფაქტანტები ნაზად და საფუძვლიანად ასუფთავებს კანს. გელი  არ აშრობს კანს და არ აზიანებს დედამიწას. კანის თავსებადობა დერმატოლოგიურად დადასტურებულია - რეცეპტი ბიოდეგრადირებადია (OECD-ის მიხედვით).

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.