ერთად ვიჭყუმპალავოთ

ბანაობის დროა

აბაზანა დამამშვიდებლად მოქმედებს უმეტეს ახალშობილზე. წყალი მას დედის სხეულში გატარებულ დროს აგონებს. თავდაპირველად ჩვილს უსაფრთხო ბანაობა  სჭირდება, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მას უკვე შეუძლია ჭყუმპალაობით ისიამოვნოს.

ბანაობა

დაახლოებით ოთხი თვის ასაკიდან კანი უკვე შეჩვეულია დედის მუცლის გარეთ არსებობას და ახლა შეიძლება, რომ ჩვილი კვირაში ორჯერ აბანაოთ.  მას მოსწონს, როდესაც  ფრთხილად ბანენ და, რა თქმა უნდა, მთელი თქვენი ყურადღება სჭირდება, როდესაც ის წყალშია. ფრთხილად ჩაუშვით წყალში ჩვილის ჯერ ფეხები ან საჯდომი, რომ ის სისველის შეგრძნებას შეეჩვიოს. ახლა კი ჭყუმპალაობის დროა! თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ და რომ  ჩვილი არავითარ შემთხვევაში არ გაცივდეს. „დიდ“ აბაზანაში დედასთან ან მამასთან ერთად ბანაობა პრობლემა არ არის.

 

არ დაგავიწყდეთ მაჯით  წყლის ტემპერატურის შემოწმება; სანამ ჩვილს აბანავებთ - ის დაახლოებით 37° C უნდა იყოს. ეს  ტემპერატურა, რომელიც დედის სხეულის ტემპერატურას უახლოვდება, საუკეთესოა ბანაობისთვის. მაშინაც კი, როდესაც ყველა კმაყოფილია, 5 – 8 წუთი საკმარისია. არ მისცეთ წყალს გაცივების საშუალება და ჩვილს თმა მხოლოდ ბოლოს დაუსველეთ, რადგან ყველაზე მეტი სითბო თავიდან იკარგება. თუ თქვენს ჩვილს უკვე ბევრი თმა აქვს, შეგიძლიათ მისთვის კალენდულას შამპუნი&გელი – Calendula Shampoo & Body Wash– გამოიყენოთ.

უსაფრთხოდ და კომფორტულად

იმისთვის, რომ ბანაობამ მშვიდად ჩაიაროს, კარგი იქნება, თუ წინასწარ მოამზადებთ ყველაფერს  რაც გჭირდებათ და მათ ახლოს მოიწყობთ. მაგალითად ფლანელის ხელსახოცი და კალენდულას აბაზანის რძე – Calendula Bath  ხელის გაწვდენაზე გქონდეთ. 

სასურველია, ბანაობის დროს ახალშობილის სწორად დაჭერა მედდისგან ისწავლოთ: ამისთვის ფრთხილად უნდა შეაცუროთ მარცხენა მკლავი ჩვილის კისრის ქვეშ და მარცხენა ხელით მისი პატარა მხარი გეჭიროთ. ჩვილის კეფა უსაფრთხოდ არის მოთავსებული თქვენს წინამხარზე და ბავშვის თავს სანდო საყრდენი აქვს. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ჩვილი მეორე ხელით დაბანოთ.

უფრო დიდი ბავშვებისთვის წყალი აბაზანაში არ უნდა იყოს წელს ზევით. და ჩვილების უმეტესობა უკეთ გრძნობს თავს, თუ შეუძლია აბაზანის (ტაშტის) ბოლოს ფეხებით შეეხოს. მხიარული ატმოსფერო განსაკუთრებით სასიამოვნოა ბანაობის დროს, ასე რომ იმხიარულეთ თქვენს ჩვილთან ერთად. ბავშვს უყვარს, როდესაც თქვენი ყურადღება მხოლოდ მისკენ არის მიმართული და მოსწონს უსაფრთხოების განცდა, რომელსაც უქმნით.

 

მცირე რიტუალი

მშვენიერია, როდესაც შეგიძლიათ, ერთად დატკბეთ ბანაობით! უმჯობესია ისეთი დროის შერჩევა, როდესაც შეგიძლიათ მთელი ყურადღება თქვენს ჩვილს დაუთმოთ და ხელს არაფერი შეგიშლით. მაგრამ როდის ჯობია, დილას თუ საღამოს? აბაზანა ყველა ჩვილზე მომადუნებლად არ მოქმედებს - ზოგიერთს ჭყუმპალაობა დადებითად ახალისებს! იდეალური დრო აბაზანისთვის დამოკიდებულია თქვენი ოჯახის რიტმზე და იმაზე, თუ რა ურჩევნია თქვენს ჩვილს. თუ აბაზანა მასზე უფრო მომადუნებლად მოქმედებს, ბანაობა იდეალური იქნება საღამოს რიტუალის სახით.

ბანაობა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ოჯახის სხვა წევრებიც ჩართოთ. კერძოდ, ბევრი მამა სიამოვნებით ზრუნავს ჩვილზე აბაზანაში. რჩევა: ჩვილებს უყვართ რეგულარობა. ასე რომ, თუ მიაგენით ბანაობისთვის საუკეთესო დროს, ეცადეთ, ეს დრო ყოველთვის დაიცვათ.

 

Calendula Entspannungsbad

კალენდულას აბაზანა

აქტიური დღის შემდეგ, ჩვილს დამშვიდებასა და განტვირთვაში ეხმარება