ცხოვრების ეტაპები

დაბერება ბუნებრივი პროცესია – ველედა არ ცდილობს მის შეჩერებას და ვინმეს გაახალგაზრდავებას.

ამის ნაცვლად,  ველედა მიილტვის, რომ მისი მომხმარებელი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჯანმრთელად იყოს და კარგად გამოიყურებოდეს შინაგანი სილამაზის ხარჯზე.

სამყარო მუდმივად იცვლება

ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ, რომ ბუნებრივი სამყარო ჩვენს ირგვლივ მუდმივად განიცდის რიტმულ ცვლილებებსა და პროგრესს. და როგორც ბუნება იცვლება წელიწადის დროების მიხედვით, ისე ჩვენი ორგანიზმიც იცვლება გარკვეულ რიტმში – მაგ. ჩვენი ორგანიზმის უჯრედები ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ მთლიანად ახლდება.

 

ბმულები:

> ასაკი 21-28

> ასაკი 28-42

> ასკი 42 - 56

> ასაკი 56+

ფიზიკური ზრდიდან სულიერ ცნობიერებამდე

ანთროპოსოფია ჩვენი ცხოვრების ამ პერიოდებს „შვიდწლეულებს“ უწოდებს. პირველ სამ შვიდწლეულში (0-დან 21 წლამდე) ადამიანის სხეული ჩვილობიდან ზრდასრულობამდე ვითარდება. ზრდის ამ ფაზის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამი შვიდწლეულის (21-დან 42 წლამდე) განმავლობაში  სამშვინველი ვითარდება.

 

ამ დროს ჩვენ ვსვამთ კითხვებს – ვინ ვარ? რა არის საჩემო? როგორ მინდა ვიცხოვრო? დროის მონაკვეთში 42-დან 63 წლის ასაკამდე საბოლოოდ გონი და ეგრეთ წოდებული „უმაღლესი მე“ ყალიბდება. ამ ფაზაში ადამიანი სულ უფრო მეტად სხვებს ემსახურება და მათ საკუთარ ცოდნას უზიარებს.

 

მაგრამ ეს ცვლილებები ყოველთვის თავისთავად და უმტკივნეულოდ არ ხორციელდება. პიროვნული განვითარება ზოგჯერ გარდატეხებს და კრიზისებს უკავშირდება. მაგრამ თუ ჩვენ შეგნებით ვუდგებით ამგვარ ცვლილებებს, შანსი გვიჩნდება, რომ ჩვენს ცხოვრებას ახალი მიმართულება მივცეთ.

ცხოვრება უკიდურესობებს შორის

რა სჭირდება კანს 21-28 წლის ასაკში

ახალგაზრდებს ცხოვრების ალბათ ყველაზე ინტენსიური პერიოდი აქვთ – დგება ნანატრი დამოუკიდებლობა, იწყება ძიების, ცხოვრების შეცნობის ხანა და გარშემო ბევრი რამ იცვლება. ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანი ერთი მხრივ ამაღელვებელ აღმოჩენებს ესწრაფვის, მეორე მხრივ კი უსაფრთხოებას ეძებს. ასეთი უკიდურესობები, ცხადია, კანის მდგომარეობაზეც აისახება, რომელიც შეიძლება მშრალი და მგრძნობიარე და, ამავე დროს, უსუფთაო და ანთებისკენ მიდრეკილი გახდეს.

 

ზამბახს უკიდურესობების დაბალანსების ბუნებრივი ნიჭი აქვს – მისი ფესვი ისე კარგად არეგულირებს ტენის შემცველობას, რომ მცენარე მშვენივრად ხარობს ჭაობიან ნიადაგზე და ძლიერ გვალვასაც ადვილად უძლებს. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ზამბახის კოსმეტიკური სერიისთვის წამყვან მცენარედ ზამბახი სწორედ ამ თვისებების გამოა შერჩეული. ის კანის თვითრეგულირების უნარს აძლიერებს, რაც ჯანსაღი წონასწორობის აღდგენას უწყობს ხელს.

Iris Tagespflege

ზამბახის დღის კრემი

ხანგრძლივი, ინტენსიური დატენიანება
Iris Feuchigkeitspflege

ზამბახის დამატენიანებელი სახის კრემი

ხანგრძლივი დატენიანება, სწრაფი შეწოვა
Iris Nachtpflege

ზამბახის ღამის კრემი

კვებავს და აღადგენს ტენის ბალანსს

გაფურჩქვნის ხანა

რა სჭირდება კანს 28-42 წლის ასაკში

30 წლის ასაკისთვის ცხოვრება სიღრმეს იძენს. საქმე უკვე არა იმდენად განცდების სიმძაფრეს, რამდენადაც მათ ხარისხსა და ზემოქმედებას ეხება. სამსახური, ოჯახი, დასვენება, მეგობრები – ცხოვრების ამ ფაზაში ჩვენ ერთდროულად ბევრი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვცდილობთ. ემოციურად ჩვენ ხშირად ახალგაზრდულ მაქსიმალიზმსა და ზრდასრულის სიმშვიდეს შორის ვმერყეობთ. ასეა ჩვენი კანიც: ის ჯერ კიდევ ახალგაზრდულად მოქნილია, მაგრამ უკვე პირველი მიმიკური ნაოჭები უჩნდება და ისე ადვილად ვეღარ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას.

 

მშვენიერ ველურ ვარდს ცხოვრების ამ ფაზაში ჰარმონია მოაქვს და კანის რეგენერაციაზე ზრუნავს. ვარდი ერთდროულად ნაზიც არის და ძლიერიც, ის წინააღმდეგობებს ათავსებს და რყევებს აწონასწორებს. სახისა და სხეულის მოსავლელი პროდუქტების ველური ვარდის სერიაში Rosa Mosqueta–ვარდის თესლის ზეთი კანის სტრუქტურას აძლიერებს და მას ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. კანის გაძლიერებით ველური ვარდი პირველ ნაოჭებსაც ამცირებს.

Wildrose Tagespflege

ველური ვარდის დღის კრემი

ნორმალური/მშრალი ტიპის კანისთვის
Wildrose Nachtpflege

ველური ვარდის ღამის კრემი

რეგენერაცია ღამით ნებისმიერი ტიპის კანისთვის
Wildrose Augenpflege

ველური ვარდის თვალის კრემი

იცავს და აგლუვებს კანს თვალის გარშემო

ცხოვრება ყველა მისი წახნაგით

რა სჭირდება კანს 42-56 წლის ასაკში

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი გამოცდილებაც იზრდება. ჩვენ დამკვიდრებულები ვართ ცხოვრებაში, მყარად ვდგავართ მიწაზე, დინების შუაგულში ვიმყოფებით და ვავითარებთ პიროვნულ ქარიზმას, რასაც შეიძლება „ხასიათი“ ვუწოდოთ. თუ ადრე უმეტესად მომავალს შევყურებდით, ახლა სულ უფრო უკეთ გვესმის წარსულის მნიშვნელობა. მაგრამ ცხოვრების ეს ფაზა უმოქმედობის ხანა არ არის, ეს უფრო შემობრუნების პერიოდია, როდესაც ცხოვრებაში კვლავ შეიძლება გაჩნდეს ახალი ინტერესები.

 

ბროწეული ის მცენარეა, რომელიც წონასწორობის ამ მდგომარეობას ზედმიწევნით ასახავს. მისი განვითარების ეტაპები თანამიმდევრულად კი არ ენაცვლება ერთმანეთს, როგორც ეს სხვა მცენარეების შემთხვევაში ხდება, არამედ ერთმანეთს ერწყმის და ფარავს. ზრდის ყოველ ეტაპზე ცხადად ჩანს როგორც წარსული, ისე მომავალი. ამიტომ ბროწეულის აქტიური ინგრედიენტები განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის ამ ასაკში, როდესაც ის კარგად ვეღარ ინარჩუნებს ტენს, უფრო სწრაფად შრება და ძალასა და მოქნილობას კარგავს. ასეთი ცვლილებების დროს ჩვენი სახისა და სხეულის მოსავლელი პროდუქტების ბროწეულის სერია შესანიშნავი თანამგზავრია თქვენი კანისთვის  – ის კანის რეგენერაციას უწყობს ხელს და უჯრედების განახლებას ააქტიურებს.

როდესაც ცხოვრებას მშვიდად უყურებ

რა სჭირდება კანს 56 წლის ასაკიდან

მას შემდეგ, რაც ათწლეულების განმავლობაში მთლიანად ვართ ჩაფლული ყოველდღიურობის ორომტრიალში, ვაწყობთ ოჯახს და ვასრულებთ ვალდებულებებს სამსახურში, დგება დრო, როდესაც შეგვიძლია მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, ვალდებულებებიდან ფოკუსი სურვილებზე გადავიტანოთ. ამ ასაკში ქალი თავისი უწინდელი ყოველდღიური ცხოვრებიდან დისტანცირებას იწყებს და ახალ შესაძლებლობებს პოულობს. ის ენდობა თავის გამოცდილებასა და ინტუიციას და ახლებურად იწყებს ცხოვრებას, როგორც საკუთარი ხასიათის მქონე პიროვნება.

 

ენოთერას ოქროსფერი ყვავილიც გამიჯნულია მცენარეების სამყაროს ჩვეული რიტმიდან – ის ღამით იფურჩქნება, როდესაც სხვა ყვავილებს სძინავთ. ის მოწიფული ასაკის ქალს ახალ თვითშეგრძნებას აძლევს, ზრუნავს კანის ჯანმრთელობაზე და ინდივიდუალობის გამოვლენას უწყობს ხელს. ენოთერა მოწიფულ კანს, რომელიც სიმშრალის, დაძაბულობისა და ნაოჭებისკენ არის მიდრეკილი, აღმდგენ იმპულსებს აძლევს, ის კანის დამცავ ფუნქციას ასტიმულირებს, ასტაბილებს და აძლიერებს და ახლებური შარმის განვითარებას უწყობს ხელს.

ენოთერას დღის კრემი

ამცირებს ნაოჭებს და ზრდის დაჭიმულობას

ენოთერას თვალისა & ტუჩის კრემი

ამკვრივებს მოწიფულ კანს