ბუნებრივი სილამაზე

სხეულთან, სამშვინველთან და სულთან ჰარმონიაში

ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო პროცესების შემეცნება

სხეულის, სამშვინველისა და სულის ბალანსის მისაღწევად, ველედა იყენებს ადამიანისა და ბუნების ანთროპოსოფიულ გაგებას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ორგანიზმსა და ბუნებაში მიმდინარე საციცოხლო პროცესები ერთმანეთთან ახლო კავშირშია. ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით, ველედა მხოლოდ 100% ბუნებრივი ნივთიერებებისგან დამზადებულ სხეულისა და სილამაზის მოსავლელ საშუალებებს ამზადებს, რომლებიც ნატრუს  NaTrue მიერაა სერთიფიცირებული.

ველედა თავისი პროდუქტების დამზადებისას, აქტიურად იცავს ეკოლოგიას და ბუნებას. საკუთარ ბაღებში   Weleda gardens  გაშენებული მცენარეების გარდა, ველედას ნედლეული მომდინარეობს სერთიფიცირებული ველური პოპულაციებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი ბიომეურნეობიდან, რომლებთანაც ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული. მუდმივი ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში ხელს უწყობს სილამაზის მთელს მსოფლიოში გავრცელებას და ბოლოს, ველედა აგებს პოზიტიურ ურთიერთობებს გუნდის შიგნით, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან.

შინაგანი სილამაზე

ველედა აცნობიერებს მის მიერ დამუშავებული მიწის, მოყვანილი მცენარეების, პარტნიორული ურთიერთობისა და რაღა თქმა უნდა მომხმარებლის მშვენიერებას.

შინაგანი სხივი

ბუნებრივი საუკეთესო არჩევანია

ბუნებრივი პროდუქტები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლისუნარიანობის ასამაღლებლად, ინდივიდუალური მოთხოვნილების გათვალისწინებით.

ბუნებრივი კოსმეტიკა

სიცოცხლე ცვალებადია

ველედა ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე

ცხოვრების ეტაპები

გაეცანით ველედას წამყვან მცენარეებს

ყოველი წამყვანი მცენარე შეესაბამება ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს

ყოველი კოსმეტიკური სერია ერთი წამყვანი მცენარის ბაზაზე მზადდება.  თითოეულ მათგანს შეუძლია ჩვენს განსხვავებულ ფაზებთან კორესპონდირება. იქნება ეს  ტანისა და სახის მოვლა ყველა ასაკში და ცხოვრების სხვადასხვა დონე, ორსულობა, თუ ჩვილის ან პირის ღრუს მოვლა, ველედას  შეუძლია შესაბამისი ბუნებრივი პროდუქტის შემოთავაზება.

ბაღის ფავორიტი ძლიერი სამკურნალო, დამამშვიდებელი და აღმდგენი თვისებებით

კალენდულა

ექსტრემალურს აბალანსებს, სიცოცხლეს სტიმულს აძლევს და ხელს უწყობს რეგენერაციას

ბროწეული

იცავს კანს და უბრუნებს მას სილამაზეს

ნუში

კუნთებისა და მყესების დამცველი და მკურნალი

არნიკა

გაზაფხულის და სხეულის განახლების სიმბოლო

არყი

ლიმონი აცოცხლებს და ამაღლებს განწყობას

ლიმონი

ხელს უწყობს მოწიფული კანის ბუნებრივი დაცვის და რეგენერაციის სტიმულირებას

ენოთერა

შეუძლია კანის ექსტრემალური სიმშრალის და ტენიანობის დაბალანსება

ზამბახი

განტვირთვის ოსტატი, რომელიც ამშვიდებს სხეულს და სამშვინველს

ლავანდი

ეს მდიდარი მკვებავი მცენარე უნარჩუნებს თმას და თავის კანს სიჯანსაღეს

ფეტვი

მისი მკვებავი და აღმდგენი თვისებების ზემოქმედებით თმა ხდება გლუვი და ბზინვარე

შვრია

ხელს უწყობა ცირკულაციას და ამაღლებს განწყობას

როზმარინი

სასიცოცხლო ენერგიის უშრეტი წყარო ორგანიზმის გაძლიერების ეფექტით

ქაცვი

თავის კანის სტრუქტურის დაბალანსების ოსტატი

ხორბალი

კანს აძლიერებს დამცავი ბარიერის ფორმირების გზით

თეთრი ტუხტი

მისი ძალა უდარდელი სილამაზის ჰარმონიაშია

ველური ვარდი