როგორ დავიცვათ კანი ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზეგავლენისგან, მაგალითად, სმოგისგან?
გამონაბოლქვი აირები, მტვრის უწვრილესი ნაწილაკები და სმოგი: ქალაქებში ჰაერის დაბინძურება აზიანებს კანს, ჩვენი სხეულის დამცავ შრეს.
ასაკის მატებასთან ერთად თვალების ირგვლივ და ტუჩეთან ბუნებრივად ჩნდებიან ნაოჭის ხაზები. ყოველ ადამიანში ეს პროცესი ინდივიდულურია. გენეტიკური ფაქტორების გარდა, კანზე მოქმედებს: ჩვენი ცხოვრების წესი, კვება, სტრესის მართვის უნარი, ძილი, ულტრაიისფერი სხივები, ნიკოტინი და სხვა ტოქსინები და ხელს უწყობს კანის უფრო სწრაფად დაბერებას.
გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს კანზე
ჭარბი მზე უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კანზე. ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული კანის დაბერება ასევე ფოტოდაბერების სახელითაა ცნობილი. სითბური გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედება ინფრაწითელი სხივებით და წვრილი მტვერი ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს კანზე: აღიზიანებს და აშრობს მას, რამაც შეიძლება ასევე გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება. ისინი ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ჩვენს ქსოვილებში და უჯრედებში, რაც იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება კანის ელასტიკურობაზე და კანი ხდება მოდუნებული, ნაოჭიანი.
ოქსიდაციური სტრესი ხელს უწყობს ასაკთან დაკავშირებული პიგმენტური ლაქების ადრეულ გაჩენას
ბოლო წლების გამოკვლევებით მეცნიერულად დადასტურებულია კანის დაბერების კავშირი ჰაერის დაბინძურებასთან, როგორიცაა საგზაო მოძრაობით წარმოქმნილი წვრილი მტვერი, დიზელის საწვავიდან გამოყოფილი აზოტის დიოქსიდი - ჭვარტლი, მძიმე მეტალები, სმოგი. ჰაერის დაბინძურება იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და, UV სხივებისა და თამბაქოს კვამლის მსგავსად, კანს უფრო მეტად მიდრეკილს ხდის ანთებისკენ. დუსელდორფში, ლაიბნიცის სახელობის ეკოლოგიური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის (IUF) მიერ ხანდაზმულ ქალბატონებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ურბანული ჰაერის დაბინძურების მაღალი კონცენტრაციის პირობებში ცხოვრობდა, შუბლზე და ლოყებზე 20 პროცენტით მეტი პიგმენტური ლაქები და ღარები ჰქონდათ, ვიდრე სოფლად მაცხოვრებლებს.
სახის კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა
გერმანელი და ჩინელი მეცნიერების კვლევამ გამოავლინა საინტერესო დეტალი: კანი ხელებსა და მკლავებზე, ნაკლებად ზიანდება დაბინძურებული ჰაერით. ძირითადად ეს სახის უბნებია, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის გამო კარგავს სინორჩეს.
რა იცავს კანს ჰაერის დაბინძურებისგან?
ჩვენს კანს ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამაში მოიაზრება მისი საფუძვლიანი წმენდა და მოვლა, რომელიც იცავს მას თავისუფალი რადიკალებისაგან და აძლიერებს მის დამცავ ფუნქციას. ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე მოვლის საშუალებებს შეუძლიათ დაიცვან კანი ნაადრევი დაბერებისაგან და პიგმენტური ლაქების გაჩენისაგან. ამ მხრივ ეფექტური აღმოჩნდა ბროწეული. მის ზეთში არსებული პუნიცინის მჟავა მიიღება ბროწეულის გამშრალი თესლის ზეთიდან. ეს იშვიათი, პოლიუჯერი ცხიმმჟავა ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის შემცირებას. ბროწეულის თესლის ზეთი ასევე აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ამ სასარგებლო თვისებების წყალობით, ბროწეულის თესლის ზეთით დამზადებული კანის მოვლის საშუალებები მას ახალი ენერგიით ავსებენ.