არყის ხე

გაზაფხულის სიმბოლო

გაზაფხულის ღვთაება ფრაიას საკურთხი: არყის ხე – გერმანებისა და სლავების რწმენაში საპატიო ადგილს იკავებდა. სოფელში არყის ხის, როგორც გაზაფხულის სიმბოლოს დადგმის ტრადიცია აქ დღემდეა შემორჩენილი: 1 მაისიდან ე.წ. „მაისის ხე“ ყველა სოფლის მოედანს ამშვენებს. გერმანები არყის ხის წვენს სილამაზისა და ჯანმრთელობის სასმელად თვლიდნენ, რომელიც კარგად მოქმედებდა მაღალი სიცხისა და კუჭის არეში ტკივილების დროსაც. არყის ხის ფოთლების ნახარშით კანის დაავადებებსა და იარებს კურნავდნენ. ჩრდილოეთ ევროპასა და რუსეთში, შარდმდენი მოქმედების გამო, არყის ხე გასახდომ საშუალებადაც იხმარებოდა. ამ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ „საგაზაფხულო თერაპიის“ მიზნით.

წვენით ძალოვანი და განახლების მომნიჭებელი

მოხდენილი არყის ხე შავ-თეთრი ქერქით გაზაფხულის ნამდვილი განსახიერებაა. მაისიდან ივნისამდე პერიოდში ის ყველაზე აქტიურ ფაზაში იმყოფება და ჯერდება იმ ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ახალ სასიცოცხლო იმპულსს აძლევენ. 

ნაზი და ტანწერწეტა არყის ხე ძალის ჭეშმარიტი ნაკრებია. მისი ნორჩი ფოთლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით – ფლავონოიდებით, რომლებიც ჩვენი ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და უჯრედების დაცვას უწყობს ხელს. C ვიტამინის მაღალი შემცველობა ცხიმების ბუნებრივ წვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, არყის ხის ფოთლებისგან დამზადებულ პროდუქტებს შარდმდენი მოქმედება აქვთ,  ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნიან. ამის გამო არყის ხის  ველედას სერია კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, კანი გადატკეცილი  და ელასტიური ხდება.

 

Pearl Scrub Birch

არყის ხის შხაპ-პილინგი

ანაზებს და აცოცხლებს კანს

არყის ხის ცელულიტის ზეთი

ბუნებრივი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ