ლავანდი

კლასიკური დამამშვიდებელი

უფრო ხშირად ფრანგული პროვანსი არის ის ადგილი, რომელიც ჩვენს შინაგან მზერას ლავანდთან აკავშირებს. თუმცა ნაკლებად არის ცნობილი, რომ ლავანდის კულტივირებას საუკუნეების განმავლობაში მოლდოვაშიც მისდევენ. ქვეყანა, რომელიც სულ 34 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს. კლიმატი თბილია და მშრალი, ნიადაგი - შავმიწა და ნაყოფიერი, ამიტომ ლავანდი აქ შესანიშნავად ხარობს. 2005 წლიდან მოყოლებული ველედა აქ თავისი სანედლეულე პროექტის ფარგლებში 300 წვრილ ფერმერულ საწარმოსთან თანამშრომლობს და უმაღლესი ხარისხის ლავანდის ეთერზეთს იღებს, რომელიც მის პროდუქტებს გამორჩეულ სურნელს აძლევს. სწორედ ლავანდის ეს დამახასიათებელი სურნელი არომათერაპიაში ჭეშმარიტ კლასიკოსად დამკვიდრდა.

ოაზისი ყოველდღიურობაში

ლავანდის მსუყე ლურჯ-იისფერი შეფერილობა თვალს ახარებს, მისი ეთერზეთი  კი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს,  მომადუნებლად მოქმედებს მთელს სხეულზე და ხსნის დაძაბულობას. ის გვეხმარება ნევროზული მოუსვენრობის, ძილის დარღვევების, კრუნჩხვის, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა  თუ საჭმლის მომნელებელი სისტემების პრობლემების დროს. ამ უძველესი სამკურნალო მცენარის მარეგულირებელ მოქმედებას სხეული და სამშვინველი კვლავ წონასწორობაში მოჰყავს. ვისაც საღამოს მოდუნება უჭირს, მან ლავანდის გელით შხაპის ან აბაზანის მიღება და ბოლოს ლავანდის მომადუნებელი ზეთით მსუბუქი მასაჟის ჩატარება უნდა სცადოს. ამის შემდეგ სასურველი ძილი თავისთავად  მოვა.

ფარაონების რჩეული

ლავანდის ისტორია  – მითებსა და ლეგენდებში იღებს სათავეს. ბევრი მათგანი  სიმართლეს გავს, თუმცა დღეს მათ ვეღარ გადავამოწმებთ. ასე მაგალითად, ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის სამარხში აღმოაჩინეს ჭურჭელი ნელსაცხებლით, რომელსაც 3000 წლის შემდეგაც შერჩენილი ჰქონდა ლავანდის სურნელი. სავარაუდოდ, ძველი ეგვიპტელები ლავანდს მუმიების ბალზამირებისთვის იყენებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლურჯი სამკურნალო მცენარის თვისებებს ადამიანი უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობს. სახელი ლავანდი კი ალბათ ლათინური ზმნიდან “lavare” მომდინარეობს, რაც „დაბანას/რეცხვას“ ნიშნავს. ანტიკურ ხანაში მიღებული იყო ლავანდის სურნელოვანი ყვავილის აბაზანის წყალში ჩამატება.

ლავანდის ტანის ზეთი

განტვირთავს და ამშვიდებს ნორმალურ / მშრალ კანს