რესურსები

1921 წლიდან მოყოლებული ველედას მიზანს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ხელშეწყობასა და აღდგენაზე ზრუნვა. ხარისხის მაღალი სტანდარტები და რესურსების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებულია. მცენარეული ნედლეულის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ორგანული ან ბიოდინამიკური მეურნეობიდან ან დამოწმებული ველური კოლექციიდან.

გრძელვადიანი თანამშრომლობა მომწოდებლებთან

ველედას ნედლეული ბუნებრივი წარმოშობისაა და მათი დიდი ნაწილი - 200-ზე მეტი სახეობა - საკუთარ  სამკურნალო მცენარეების ბაღებში იზრდება. მაგრამ  ნედლეულის ნაწილი მოდის მომწოდებლებისგან,    რომლებთანაც ველედას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მსხვილი და პატარა კოოპერატივები, ფერმერული პროექტები და ვაჭრობა მსოფლიო მასშტაბით, ნედლეულის მოპოვების მრავალფეროვანი წყაროა.

პარტნიორობა

ველედა თავისი პროდუქტებისთვის ნედლეულის მოპოვებისას  არა მარტო გარემოს დაცვაზე ზრუნავს, არამედ განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ურთიერთობას თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან. მისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პროექტები, სამართლიანი ანაზღაურება  და ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთთან ჰარმონიული შეთავსების ხელშეწყობა.

სანედლეულე პროექტები

სპეკულაციების ნაკლები ზეგავლენა

ნედლეულის ხარისხის გარდა, ველედა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად და სოციალურად ორიენტირებულ ვაჭრობას, რომელიც „სამართლიანი ვაჭრობის“ სახელით არის ცნობილი. ეს წარმოების მთელს ჯაჭვს ეხება.  სამართლიანი ფასები ხელს უწყობს გრძელვადიან თანამშრომლობას, ხოლო პირდაპირი ურთიერთობა იცავს ორივე მხარეს ბაზარზე არსებული სპეკულაციური გარიგებებისგან. გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელი ხდება ხარისხის ამაღლება, ცოდნის გაზიარება და ფასების სტაბილურობის მიღწევა.

ბიოვაჭრობის ეთიკური კავშირი

2011 წლის ოქტომბრიდან, ველედა უკვე სრულუფლებიანი წევრია ბიოვაჭრობის ეთიკური  კავშირის (UEBT) . 2007 წელს პარიზში დაფუძნებული ეს არაკომერციული  ორგანიზაცია აწესებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს მდგრადი შესყიდვებისა და რესურსების გამოყენების სფეროში, ბიომრავალფეროვნების და ასევე შემოსავლის სამართლიანი განაწილების  გათვალისწინებით.