ხარისხი

ველედასთვის ხარისხი არ არის მხოლოდ მოდური სიტყვა - ველედას ბრენდი ნიშნავს ჰოლისტიკურ ხარისხს ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე და კიდევ უფრო მეტს - მომხმარებლის ინფორმირებულობას

ხარისხი სტარტიდან ფინიშამდე

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის ხარისხი შედეგია კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა წარმოების მთელ ჯაჭვში: ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, დამზადებით, შეფუთვით და მიწოდებით დამთავრებული.

ხარისხის გარანტია

გაშენებული კულტურა

დაარსების დღიდან, სამკურნალო მცენარეთა ბაღი ველედას საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს

ველედას ბაღები

ნედლეულის მოპოვება

ბუნებრივია ველედას არ შეუძლია ყველა მცენარის მოშენება. მისთვის საჭირო სამკურნალო მცენარეების 3/4 ბიოლოგიური მეურნეობიდან ან სერთიფიცირებული ველური პოპულაციიდან გროვდება.

რესურსები

ინგრედიენტებიდან საბოლოო პროდუქტამდე

გადამუშავების სწორი მეთოდის გამოყენება, იქნება ეს დისტილაცია, გამოწვლილვა თუ პოტენცირება, ნედლეულს ადამიანის საჭიროებისთვის გამოსაყენებლად გარდაქმნის.

პროდუქცია

NATRUE და უფრო მეტი

ბუნებრივი კოსმეტიკა ყოველთვის არ არის 100% ბუნებრივი. NATRUE არის პირველი საერთაშორისო აღიარებული ხარისხის ბეჭედი ორგანული და ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების სერთიფიცირებისთვის, რომელსაც სიცხადე შეაქვს ეტიკეტების „ჯუნგლებში“.

სერთიფიკატები

ცხოვრებისეული გამოცდილება

ველედას ბუნებრივი წამლებისა და კოსმეტიკის წარმოების 90 წლიანი გამოცდილება აქვს.  დევიზი „ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში“ მის მთავარ სამოქმედო პრინციპს წარმოადგენს წარმოების მთელ ჯაჭვში. მისი ნედლეულის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საკუთარ ბიო- მეურნეობაში მათი მოშენების და სერთიფიცირებული ველური კოლონიების შეგროვების გზით. გარდა ამისა ნედლეულის მოწოდებას ახორციელებენ ხანგრძლივი თანამშრომლობის მქონე უკვე გამოცდილი პარტნიორები.

ველედა ნედლეულის ხარისხის გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად და სოციალურად ორიენტირებულ ვაჭრობას, რომელიც ცნობილია სამართლიანი ვაჭრობის სახელით. ეს ეხება წარმოების მთელ ჯაჭვს.

ველედა არ იყენებს სინთეზურ და ბუნებრივის იდენტურ საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. პროდუქტების პარფიუმირებისთვის მხოლოდ ბუნებრივი ეთერზეთები გამოიყენება.

ველედას საქმიანობა 4 პრინციპს ეფუძნება- ეს არის სოციალური, ეკოლოგიური, სამომხმარებლო და თერაპიული ხარისხი.

ველედას უმაღლესი ხარისხის პროდუქტები

ბროწეულის ზეთი

ანტიოქსიდატური, ნაოჭების საწინააღმდეგო, აქტიური აღმდგენი 40+

ბროწეულის ტანის კრემი

ყოველდღიური გამოყენებისთვის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად
Calendula Pflegemilch

კალენდულას დამატენიანებელი ტანის კრემი ჩვილისთვის

მსუბუქი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი ფაქიზი კანისთვის
Kinder-Zahngel

საბავშვო კბილის პასტა

სარძევე კბილების ბუნებრივი დაცვა კარიესისგან
Sanddorn Pflege-Öl

ქაცვის სხეულის მოსავლელი ზეთი

ინტენსიურად უვლის გამომშრალ კანს
Sanddorn Vitalisierungsdusche

ქაცვის საშხაპე გელი

ბუნებრივი ეთერზეთებით
Sanddorn Express Handcreme

ქაცვის ხელის კრემი

მსუბუქი, ადვილად შეწოვადი, ყოველდღიური გამოყენებისთვის

სქინფუდი კლასიკი

სქინფუდი კლასიკი - სხეულის დამატენიანებელი და მკვებავი ბუნებრივი კრემი მშრალი და გაუხეშებული კანისთვის
Sole-Zahncreme

ზღვის მარილის კბილის პასტა

იცავს კბილს კარიესისგან, კბილის ქვისა და ნადებისაგან

ტუჩის ბალზამი ევერონი

იცავს მშრალ და მგრძნობიარე ტუჩებს გამოშრობისგან