შინაგანი მე კანის საშუალებით ვლინდება

ინტერვიუ დოქტორ ლუდერ იახენსთან

დოქტორი ლუდერ იახენსი, გერმანელი ექიმი-დერმატოლოგი საუბრობს მგრძნობიარე კანის შესახებ და იმაზე, თუ რა კავშირშია ის  თქვენს მშვინვიერ მდგომარეობასთან.

როგორია მგრძნობიარე კანი?

ლუდერ იახენსი: მგრძნობიარე კანს ბარიერის ფუნქცია დარღვეული აქვს, რადგან მისი დამცავი ჰიდროლიპიდური გარსი არასტაბილური და ადვილად გაღიზიანებადია, რაც ხშირად იმასაც ნიშნავს, რომ კანი მშრალია. მშრალი კანის შემთხვევაში ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა მეტადაა გამოხატული. ეს განაპირობებს იმპულსებს, რომლებიც უფრო მეტად დაშლაზეა ფოკუსირებული, ვიდრე შენებაზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანის ზედაპირს ლიპიდები აკლია. ამიტომ ის მეტ ტენს კარგავს, მშრალი კანი უფრო მეტად შრება და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, სწრაფად ხდება ზედმეტად დაჭიმული. ცვლილებები შეიძლება წყლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამაც გამოიწვიოს – შხაპის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ კანის დაჭიმულობა ან ქავილი. მგრძნობიარე კანს ფრთხილი მოვლა სჭირდება იმისთვის, რომ მისი მყიფე წონასწორობა დაცული იყოს.

ბევრ ადამიანს აწუხებს მგრძნობიარე კანის პრობლემა?

ლი: მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, ამის ძირითადი მიზეზი დასავლური ცხოვრების წესია მისი კონკურენციის წნეხით, მუდმივი სიჩქარითა და საერთო შთაბეჭდილებით, რომ დრო არასოდეს გვყოფნის. ჭარბი შეგრძნებები, თუ ისინი არ გადამუშავდება, ძაბავს ნერვულ სისტემას და შეიძლება მათ, პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენს კანქვეშ შეაღწიონ. ზოგიერთი ადამიანი „სქელკანიანია“, მაგრამ ეს არ ეხება მგრძნობიარე კანის მქონე პირებს, რომელთა რეაქცია ასეთ ვითარებაზე არის კანის სიწითლე, წვა, აქერცვლა და სხვა სახის გაღიზიანებები.

„მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები ხშირად დაკვირვებულები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ სწრაფად შეითვისონ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება.“

როგორ ასახავს კანი თქვენს მშვინვიერ მდგომარეობას?

ლი: კანსა და სამშვინველს ერთმანეთთან ნერვული სისტემა აკავშირებს. ამიტომ ნერვული დაძაბულობა დაუყოვნებლად აისახება კანზე. სტრესის გავლენით ზოგ ადამიანს გამონაყარი უჩნდება, მაგალითად თვალთან ან ხელის მტევნის ზურგის მხარეს; სხვას პრობლემები უჩნდება მეტაბოლიზმთან დაკავშირებით და ესეც კანის მდგომარეობაზე ირეკლება. როგორც დერმატოლოგი, სწავლობ, როგორ იპოვო კავშირი კანსა და ემოციურ განწყობას შორის, განსაკუთრებით, როდესაც ოფიციალურ მედიცინას ადამიანის შესახებ ანთროპოსოფიული წარმოდგენები ავსებს.

როგორ ცვლის ანთროპოსოფია თქვენს თვალსაზრისს კანის შესახებ?

ლი: ამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ სხეულის, სამშვინველისა და სულის ერთობლიობას. დღეს გავრცელებული დერმატოლოგია მისი ანალიტიკური მიდგომით მხოლოდ ფიზიკურ კანზე და მის სიმპტომებზე ფოკუსირდება – განცალკევებით იმ არსებისგან, რომელსაც ეს კანი ეკუთვნის. ამის საპირისპიროდ, ანთროპოსოფი ექიმი მკურნალობის პროცესში ადამიანს, როგორც მთელს ითვალისწინებს.


კანი, ცხადია, სენსორულ და ჩვენს ყველაზე დიდ ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ გარდა ამ აშკარა ფაქტისა შეიძლება იმის დანახვაც, რომ კანზე მთელი ადამიანი აისახება – მისი ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა, მეტაბოლიზმი და კიდურების სისტემა, ასევე რიტმული სისტემა, რომელიც გულსა და ფილტვებს უკავშირდება. სწორედ ამ კავშირის გააზრება დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

„ამის შესანიშნავი ანალოგია ნუში: ის გარედან მიღებულ სინათლესა და სითბოს მთლიანად თავისი ღრმად დაფარული გულისკენ მიმართავს, სადაც ნუშის ნაზი თესლი მტკიცე ნაჭუჭის ქვეშ მწიფდება.“

„შიდა არის გარე“, წერდა გერმანელი პოეტი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე. რაზე მიგვანიშნებს ადამიანის მგრძნობიარე კანი?

ლი: მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები ხშირად დაკვირვებულები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ სწრაფად შეითვისონ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება. ისინი მგრძნობიარეები არიან და დაუყოვნებლად რეაგირებენ გარეგან გამღიზიანებლებზე. ასეთი ადამიანები ადვილად აღწევენ სამსახურში დაწინაურებას, მაგრამ ეს მათთვის დამატებითი სტრესია, რადგან ეს ადამიანები არ არიან თავდაჯერებულები და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მიმართულები, როგორც ისინი, ვისაც უფრო „სქელი კანი“ აქვს. ამ ადამიანებს, როგორც წესი, ნევროზული კონსტიტუცია აქვთ, უყვართ დაგეგმილი ცხოვრება და უმეტესად გონების კარნახით მოქმედებენ. ისინი ბევრს ფიქრობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველდღიური ცხოვრება მოულოდნელი ან რთული სიტუაციებით გამოწვევის წინაშე აყენებს მათ.
ანთროპოსოფიული თვალსაზრისით ისინი უპირატესად ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაში არიან კონცენტრირებულები. წონასწორობის მოსაპოვებლად მათ სჭირდებათ, მეტი შეხება საკუთარ შეგრძნებებთან და თავიანთი ნების გამოხატვა.

ეს როგორ უნდა შეძლონ?

ლი: მათ უნდა მოძებნონ ისეთი საქმიანობა, რომელიც  საკუთარი გრძნობების შესწავლაში დაეხმარებათ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ფერწერით დაკავდნენ. ფერის აღქმა სენსორულ აქტივობას იწვევს, რაც, როგორც წესი, ავტომატურად ხორციელდება. ხატვის დროს, ადამიანი თავის გრძნობებს გამოვლენის საშუალებას აძლევს – ის თავის თავში იხედება და სწავლობს ფერისგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე შეგრძნებებით პასუხის გაცემას.


ასევე შესანიშნავი საშუალებაა ნუშის გამოყენება: როგორც ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ნუშის ხე - მცენარეთა სამყაროს ყველაზე კეთილშობილი ქმნილებაა. ის გარედან მიღებულ სინათლესა და სითბოს მთლიანად მიმართავს თავისი ღრმად დაფარული გულისკენ, სადაც ნუშის ნაზი თესლი მტკიცე ნაჭუჭის ქვეშ მწიფდება. ნუშის ძვირფასი ზეთი, რომელიც მისი მწიფე გულიდან ექსტრაქციით მიიღება, კანზე გადასმის შემდეგ, გარს ეკვრის მას და დაცვას უზრუნველყოფს. ეს კი თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, რომ ყოველდღიურობის ზოგჯერ დამთრგუნველი მოთხოვნების გარემოცვაში, მგრძნობიარე ადამიანმა სიმშვიდე და კონცენტრაცია შეინარჩუნოს.

გაიცანით ჩვენი ექსპერტები

აბაზანა კანის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად

ქრისტინა ჰინდერლიხი, ველედას მედდა, პასუხობს ბავშვის კანის მოვლასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს.

ინტერვიუ ქრისტინა ჰინდერლიხთან

ბუნებრივი არომატები - სიცოცხლის სურნელია

ველედას სურნელის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი ლეო ცენგერლე განმარტავს, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს ყნოსვას გარემოს აღსაქმელად.

ინტერვიუ ლეო ცენგერლესთან