ბუნებრივი არომატები სიცოცხლის სურნელია

ინტერვიუ ლეო ცენგერლესთან

ჩვენ სამყაროს აღვიქვამთ გრძნობის ორგანოების მეშვეობით და არომატები, რომელსაც ჩვენ შევისუნთქავთ, ღრმა კვალს ტოვებენ ჩვენში. ველედას სურნელის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი ლეო ცენგერლე განმარტავს მათ ჰოლისტიკურ ზემოქმედებას.

ყავა, სანელებლები, შოკოლადი და ჩვენი სახის დღის კრემი - რატომ მიგვაჩნია ზოგიერთი პროდუქტი ასე მიმზიდველად?

დოქტორი ლეო ცენგერლე: სურნელი მჭიდრო კავშირშია მოგონებებთან და ემოციებთან, ამიტომ მათი შეფასება ძლიერ სუბიექტურია. გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ მას დადებითად ან უარყოფითად ვაფასებთ. სურნელის მიმართ დამოკიდებულება შიძლება ასაკის მატებასთან ერთად ან ორსულობისას მკვეთრად შეიცვალოს.

"ბუნებრივი არომატები უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია, ვიდრე სინთეზური - ისინი ღრმა კვალს ტოვებენი ჩვენში".

რა განსხვავებაა ბუნებრივ და სინთეზურ სურნელებას შორის?

ლც.: ადამიანს ბუნებრივ სურნელთან შინაგანი ნათესაობა აკავშირებს. გარდა ამისა, მას ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სურნელთან გარკვეული გამოცდილება  უგროვდება და ისინი მასში ქვეცნობიერად მოგონებებს და ემოციებს უკავშირდებიან.

 

სინთეზურ არომატებსაც შეუძლიათ ასოციაციების გამოწვევა, მაგრამ ბუნებრივი სურნელი გაცილებით მრავალფეროვანი და სრულყოფილია და უფრო ძლიერ ემოციებს იწვევს. მაგ. წარმოიდგინეთ საყვარელი ადამიანის ან ტყის გამაბრუებელი სურნელი. ბუნებრივი არომატები მკვდარი სუბსტანციებისგან განსხვავებით, თავის თავში ატარებენ მცენარის ყველაზე არსებითს.

როგორია თქვენი შეხედულებით ტიპიური ველედას სურნელის ნიშნები?

ლც.: ველედას კოსმეტიკის ერთერთი ძირეული მახასიათებელია ის, რომ მისი სურნელისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულიდან დამზადებული ეთერზეთები. ეს მცენარეული ავთენტური არომატები არ ისაზღვრება და იფარება ისეთი კომპონენტებით, რომლებიც ბუნებრივი წარმომავლობის არაა და ადვილად ცნობადია ველედას ყველა პროდუქტში. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ სუფთა და ხარისხიანი ეთერზეთების გამოყენების პირობებში.

"მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ანალიზური მოწყობილობაც ვერ შეცვლის ადამიანის ცხვირს."

როგორ უზრუნველყოფს ველედა ნედლეულის მუდმივად მაღალ ხარისხს?

ლც.: ველედა ზრუნავს, რათა მოიპოვოს მაღალი ხარისხის ნედლეული თავისი პროდუქტების სურნელისთვის. მაგ. თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებთან, რომლებიც აშენებენ მცენარეებს და ხდიან ეთერზეთებს. ასწავლის მათ მდგრადი ბიომეურნეობის წარმოებას და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

 

ეთერზეთის შეძენამდე, მომწოდებელი საფუძვლიან შემოწმებას გადის. ხარისხზე ისეთი ფაქტორებიც მოქმედებს, როგორიცაა ნაყოფის სიმწიფე, პროდუქტის ტრანსპორტირება და შენახვა. მოწოდებული ყოველი პარტია ველედაში გადის ლაბორატორიულ შემოწმებას და ბოლოს, ის ხვდება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტების - პარფიუმერების ცხვირში. საბოლოოდ ისინი ადგენენ მოწოდებული ნედლეულის ხარისხს.

 

"მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ანალიზური მოწყობილობაც ვერ შეცვლის ადამიანის ცხვირს."

დოქტორი ლეო ცენგერლე

ველედას სურნელის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელია. როგორც ქიმიკოსი, ის მოხიბლულია, თუ როგორ ქმნიან მცენარეები სურნელს, მათი შემადგენლობით და მათი მნიშვნელობით, როგორც ადამიანისთის, ისე ბუნებისათვის.

გაიცანით ჩვენი ექსპერტები

ბანაობის მნიშვნელობა კანის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად

ჩვენი მეანი ქრისტინა ჰინდერლიხი პასუხობს ბავშვის კანის მოვლასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს.

ინტერვიუ მეან ქრისტინასთან

ჩვენი შინაგანი მდგომარეობა კანზე აირეკლება

ლუდერი, გერმანელი დერმატოლოგი და ანთროპოსოფი ექიმი, საუბრობს მგრძნობიარე კანზე და როგორ უკავშირდება ის თქვენ მშვინვიერ კეთილდღეობას.

ინტერვიუ დოქტორ ლუდერ იახენსთან