კანის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა

ინტერვიუ ქრისტინა ჰინდერლიხთან

ჩვილის ფაქიზ კანს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. მას თბილი დამცავი საფარი, ბევრი ტენი და  კანთან მოსიყვარულე, მზრუნველი კონტაქტი სჭირდება. მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორ აბანაონ პირველად ახალშობილი და როგორ მოუარონ სწორად მის კანს. ქრისტინა ჰინდერლიხი, გთავაზობთ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც ჩვილის კანის მოვლას ეხება.

როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის კანს უშუალოდ დაბადების შემდეგ?

ქრისტინა ჰინდერლიხი: ამ კითხვას მინდა ვუპასუხო ფრაზით: „ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა“. მაღალი ხარისხის ბუნებრივი მცენარეული ზეთი და საფენქვეშა არისთვის განკუთვნილი მალამო ძალიან კარგია დასაწყისისთვის. მე კალენდულას Calendula შემცველი პროდუქტების გამოყენების ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს. კალენდულას მზის ბევრი სინათლისა და სითბოს შთანთქმა შეუძლია და თავისი ძლიერი სტრუქტურული თვისებებით ხელს უწყობს კანის განვითარებას. გარდა ამისა ის კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ახალშობილის კანის ფრთხილი მოვლისთვის ძალიან კარგია აგრეთვე ბიოლოგიური სეზამის ზეთი. ის მდიდარია პოლიუჯერი ცხიმმჟავებით, რომლებიც ჰიდროლიპიდური შრის ფორმირებას ეხმარება.

"მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი ხელს უწყობს კანის ჯანსაღ განვითარებას."

როდიდან უნდა ვაბანაოთ ახალშობილი?

ქრისტინა ჰინდერლიხი: კარგია, რომ ბევრგან ჩვილებს უშუალოდ დაბადების შემდეგ აღარ აბანავებენ. საკმარისია სისხლისა და მეკონიუმის  ფრთხილად მოცლება. და მნიშვნელოვანია, რომ კანიდან არ იქნეს მოცილებული ვერნიქსი, ყველისებრი მოთეთრო ნადები. როდესაც ბავშვი იბადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის კანთან კონტაქტი. პირველ საათებში მშობლებსა და ბავშვს შორის მჭიდრო კავშირი მყარდება. ჩვილს სითბო და მშვიდი ატმოსფერო სჭირდება.

პირველი ბანაობისთვის საუკეთესო დრო დგება მაშინ, როდესაც ჭიპლარის ნარჩენი მოძვრება. მანამდე კი სრულიად საკმარისია ყოველდღიურად ჩვილის ნაკეცების, საფენქვეშა არის, ხელებისა და სახის ნოტიო ფლანელის ხელსახოცით და ცოტა ზეთით გასუფთავება. პირველი კვირის შემდეგ მშობლებს უკვე აქვთ ჩვილთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება და პირველი ბანაობაც შეიძლება უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

 

Calendula Bath კალენდულას აბაზანა კარგად გამოცდილი პროდუქტია აბაზანისთვის. ის კალენდულასა და ბეგქონდარას ექსტრაქტებს და კვრინჩხის წვენს შეიცავს. პროდუქტში შემავალი მარილი კარგია ჩვილის მგრძნობიარე კანისთვის, ბეგქონდარას კი შესანიშნავი გამათბობელი თვისებები აქვს. როგორც მთლიანი კომპოზიცია, ეს შესანიშნავი სააბაზანო საშუალებაა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. მას აქვს გამათბობელი ეფექტი, რაც ბავშვს მოდუნებაში ეხმარება.

რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ჩვილი?

ქრისტინა ჰინდერლიხი: ჩვილს არ სჭირდება ყოველდღე ბანაობა - საკმარისია კვირაში ერთხელ ან ორჯერ. თუ ბანაობა ახალგაზრდა ოჯახისთვის მეტისმეტ სტრესთანაა დაკავშირებული, საკმარისია აგრეთვე, რომ ჩვილი ყოველდღიურად გულდასმით გასუფთავდეს.

უნდა ვიხმაროთ თუ არა ზეთი ახალშობილის მოვლისთვის?

ქრისტინა ჰინდერლიხი: რადგან ახალშობილს დამცავი ვერნიქსი, როგორც წესი, მხოლოდ ზოგიერთ ნაკეცში აქვს დარჩენილი და ის სწრაფად შეიწოვება, კანის ჯანსაღ განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის მცენარეულმა ზეთმა. კანზე  ბუნებრივი ზეთის ყოველდღე  დატანა ხელს შეუწყობს კანის ბარიერის ჩამოყალიბებას. გამათბობელი ზეთით ჩატარებული ფრთხილი მასაჟი კარგია აგრეთვე სითბური ბალანსისთვის.

"ჩვილს არ სჭირდება ყოველდღე ბანაობა - საკმარისია კვირაში ერთხელ ან ორჯერ"

როგორი მოვლა სჭირდება ჩვილის მშრალ კანს ტანზე?

ქრისტინა ჰინდერლიხი:

ეპიდერმისი, რომელიც საშვილოსნოში ვერნიქსით იყო დაფარული, როგორც წესი, დაბადებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში სცილდება კანს. კანის ეს აქერცვლა ყველაზე თვალსაჩინოა ტანზე, მკერდის და მუცელის არეში. ამ შემთხვევაში ჩემი რჩევაა კანის მოსავლელად მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთის გამოყენება. თუ თქვენს ახალშობილს ქავილის  ნიშნები აქვს, დისკომფორტის შემცირება შეუძლია კალენდულას აბაზანის რძეს, რომელიც კალენდულასა და ბეგქონდარას ექსტრაქტებს, ასევე ზღვის მარილს შეიცავს. აბაზანის შემდეგ კანზე ზეთი მსუბუქად შეაზილეთ, რადგან ამ დროს ის განსაკუთრებით კარგად შეიწოვება.

ჩვილის მოსავლელი ნორმალური კოსმეტიკა თუ ზემგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი პროდუქტები?

ქრისტინა ჰინდერლიხი: თუ საქმე არ გვაქვს ნეიროდერმიტის ან ატოპიური კანის ოჯახურ ტრადიციასთან, მშობლებს ვურჩევ, ჩვილის ჯანმრთელი კანისთვის განკუთვნილი მოსავლელი კოსმეტიკური პროდუქტები გამოიყენონ. კანის გაზრდილი შეღწევადობის გამო, რომელიც ჯერ არ არის სრულად განვითარებული, ჩვენ გირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს ან მინერალურ ზეთებს.

 

სადაც არ არსებობს მაღალი რისკი ან ძალიან მგრძნობიარე კანის ნიშნები, ახალშობილისთვის უფრო სასარგებლოა ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროდუქტების გამათბობელი თვისებები, რომლებიც, ამავე დროს, კანის განვითარებასაც უწყობს ხელს, ვიდრე პროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად ძალიან მგრძნობიარე კანისთვის არის შემუშავებული. ველედას სამკურნალო ტუხტის სერია „ბეიბი დერმა“ სწორედ ზემგრძნობიარე კანის საჭიროებებზეა გათვლილი და ველედას პროდუქტების ასორტიმენტს ავსებს.

Calendula Pflegeöl Parfümfrei

კალენდულას ტანის არაპარფიუმირებული ზეთი

უვლის, იცავს და სათუთად ასუფთავებს
Weiße Malve Gesichtscreme

სამკურნალო ტუხტის სახის კრემი

არაპარფიუმირებული, დამამშვიდებელი
Weiße Malve Pflegelotion

სამკურნალო ტუხტის სხეულის მოსავლელი კრემი

არაპარფიუმირებული, უვლის და ამშვიდებს კანს