ოსკარ შმიდელი

თავდაჯერებული ადამიანი, რომელმაც ანთროპოსოფიული წამლებისა და კოსმეტიკის წარმოებას დაუდო სათავე.

დოქტორი ოსკარ შმიდელი (1887 წლის 30 ოქტომბერი – 1959 წლის 27 დეკემბერი) იყო ფარმაცევტი, ანთროპოსოფი, თერაპევტი, მეცნიერი და თეოსოფი. ის მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიას და შემდეგ თეოსოფიურ საზოგადოებაში გაწევრიანდა.

1907 წელს, რუდოლფ შტაინერის ლექციის მოსმენის შემდეგ, ის შტაინერის პირადი მოწაფე გახდა და 1912 წელს დააარსა ქიმიურ-თერაპიული ლაბორატორია, რომელიც ანთროპოსოფიული თვალსაზრისით იკვლევდა მცენარეულ საღებავებს. 1913 წელს კი მან აქ კოსმეტიკური პროდუქტების დამზადება დაიწყო.

პირველი ანთროპოსოფიული წამლის დამზადება

მალე რუდოლფ შტაინერმა ოსკარ შმიდელს მისი ლაბორატორიის დორნახში გადატანა შესთავაზა. შმიდელი ასეც მოიქცა და მონაწილეობა მიიღო პირველი გოეთეანუმის გაფორმებაში. ამავე დროს, ის ანთროპოსოფიული წამლების დამზადებას შეუდგა.

1919 წლიდან წამლების ინტენსიური წარმოება დაიწყო, თავდაპირველად იტა ვეგმანის, მოგვიანებით კი დოქტორ ლუდვიგ ნოლის (1872-1930) დახმარებით, რომელთან ერთად შმიდელმა პროდუქციის ასორტიმენტი საგრძნობლად გააფართოვა.

ველედას დირექტორი 35 წლის განმავლობაში

1922 წელს შმიდელმა ველედას კვლევითი და საწამროო განყოფილების ხელმძღვანელობა ჩაიბარა, 1924 წელს კი მთელი კომპანის დირექტორი გახდა და ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე, 1959 წლამდე ეკავა.

ოსკარ შმიდელი დღეს ცნობილია, როგორც სამაგალითო ფარმაცევტი-ნოვატორი. ის იყო ადამიანი, ვინც ანთროპოსოფიული ლაბორატორია შექმნა და კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება წამოიწყო. და ის იყო ადამიანი, ვინც რუდოლფ შტაინერს ექიმებისთვის სამედიცინო კურსის წაყვანა სთხოვა, რამაც საფუძველი დაუდო ანთროპოსოფიული მედიცინის გავრცელებას.

უკან დაბრუნება დროში

საყოველთაო კვლევის მეთოდი

ანთროპოსოფია დააფუძნა ფილოსოფოსმა და ბუნებისმეტყველმა რუდოლფ შტაინერმა თავის თანამოაზრეებთან ერთად. მისი გავლენა დღესაც სახეზეა ველედას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ანთროპოსოფია

ადამიანი უნიკალური ხედვით

უპირველეს ყოვლისა, შტაინერი ველედას ინტელექტუალური და სულიერი საფუძვლების შემქმნელია. მას ჰქონდა განკურნების პროცესის ახლებური ხედვა, რომლის საფუძველსა და ანთროპოლოგიური წინაპირობის გათვალისწინებით კონკრეტული წამლები იქმნებოდა და მზადდებოდა.

რუდოლფ შტაინერი