რუდოლფ შტაინერი

ველედას სულიერი და ფილოსოფიური დამფუძნებელი

რუდოლფ იოზეფ ლორენც შტაინერი (1861 წლის 25/27 თებერვალი – 1925 წლის 30 მარტი) დღევანდელ ხორვატიაში დაიბადა, მაგრამ პატარა ასაკში მშობლებთან ერთად ავსტრიაში გადასახლდა. მისი მამა, მკაცრი შეხედულებების ადამიანი, რკინიგზის დისპეჩერი იყო. რუდოლფმა პირველი განათლება სოფლის სკოლებში და შინ მიიღო.

სულიერი და ფიზიკური სამყაროების შესახებ იდეებით დაინტერესებულმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი როსტოკის უნივერსიტეტში მიიღო, მანამდე კი ლიტერატურისა და ფილოსოფიის საკითხებზე არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის, „თავისუფლების ფილოსოფია“ და „შემეცნების თეორიის საფუძვლები გოეთეს მსოფლმხედველობაში“.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მან სულიერი მოძრაობა, ანთროპოსოფია დააარსა. მისი ფესვები გერმანულ იდეალისტურ ფილოსოფიასა და თეოსოფიაშია, რომელიც ადამიანს უბიძგებს, საკუთარი სხეული, სამშვინველი და სული ჩვენს სამყაროსთან მჭიდრო კავშირში განიხილოს, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილები.

ფილოსოფიიდან მეცნიერებისა და სულიერებისკენ

პირველ, უფრო ფილოსოფიურად ორიენტირებულ ფაზაში შტაინერი მეცნიერებასა და სულიერებას შორის სინთეზის პოვნას ცდილობდა.  მისი ამ პერიოდის ფილოსოფიური ნაშრომი, რომელსაც ის სულიერ მეცნიერებას უწოდებს, სულიერი საკითხების დასავლური ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი აზროვნების სიცხადით განხილვის ცდაა. მეორე ფაზაში, დაახლოებით 1907 წელს, ის სხვადასხვა სფეროში მუშაობს, მათ შორის, ხელოვნებაში – თეატრსა და ქორეოგრაფიაში, სადაც მან ახალი მხატვრული ფორმა, ევრითმია განავითარა.

მისი არქიტექტურული პროექტები გოეთეანუმის, ხელოვნების ყველა დარგის კულტურული ცენტრის მშენებლობით დაგვირგვინდა. მესამე ფაზაში შტაინერი სხვადასხვა პრაქტიკული პროექტის ხორცშესხმაზე მუშაობს, როგორიცაა ვალდორფის პედაგოგიკა, ბიოდინამიკური მიწათმოქმედება და ანთროპოსოფიული მედიცინა.

ახალი მიდგომები მედიცინაში

1910-იანი წლების ბოლოს შტაინერმა ექიმებთან და ქიმიკოსებთან დაიწყო მუშაობა მედიცინისადმი ახალი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად. 1921 წელს ექიმი იტა ვეგმანი, ქიმიკოსი ოსკარ შმიდელი და დაინტერესებული ექიმებისა და ფარმაცევტების ჯგუფი შტაინერის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ, რათა განესაზღვრათ, თუ როგორ გამოეყენებინათ ეს ფილოსოფია პაციენტების მოვლის საქმეში.

მათ ესმოდათ, რომ ადამიანის ორგანიზმს თვითგანკურნების შესანიშნავი უნარი აქვს, მაგრამ ზოგჯერ მას მცირე დახმარება სჭირდება, ამიტომ მათ შეიმუშავეს მკურნალობაში ინდივიდუალური მიდგომის ხერხი ბუნებრივი სუბსტანციების გამოყენებით  ორგანიზმის თვითგანკურნების იმპულსების გასაძლიერებლად. ამ რწმენასა და ღრმა სამეცნიერო და ფილოსოფიურ ცოდნაზე დაყრდნობით მათ ველედა დააფუძნეს.

დიდი გავლენა ველედაზე

შტაინერსა და მის სრულიად ორიგინალურ აზროვნებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ველედასთვის. მიუხედავად იმისა, რომ შტაინერს ხელმძღვანელი თანამდებობა არ ეკავა, ის და ექიმი იტა ვეგმანი ეგრეთწოდებული Kontrollstelle-ს („მაკონტროლებელი ორგანო“) –  მრავალმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. გარდა ამისა, შტაინერია ავტორი კომპანიის სახელისა და ლოგოსი.

უპირველეს ყოვლისა, შტაინერი ველედას ინტელექტუალური და სულიერი საფუძვლების შემქმნელია. მას ჰქონდა განკურნების  პროცესის ახლებური ხედვა, რომლის საფუძველსა და ანთროპოლოგიური წინაპირობის გათვალისწინებით კონკრეტული წამლები იქმნებოდა  და მზადდებოდა.

უკან დაბრუნება დროში

მან თეორია პრაქტიკაში განახორციელა

მკურნალობაში რეფორმატორული ხედვის მქონე შორსმჭვრეტელი ქალბატონი

იტა ვეგმანი

ველედას დირექტორი 35 წლის მანძილზე

ანთროპოსოფიული წამლებისა და კოსმეტიკის დამზადების ინიციატორი

ოსკარ შმიდელი