ანთროპოსოფია

დაარსებული რუდოლფ შტაინერის მიერ

ანთროპოსოფია ფილოსოფოსმა და ბუნებისმეტყველმა რუდოლფ შტაინერმა დააარსა თანამოაზრეებთან ერთად. კვლევის ამ მეთოდმა გავლენა მოახდინა სხვადასხვა დისციპლინაზე, როგორიცაა განათლება, არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება, მედიცინა და მისი ეს გავლენა ველედას ყოველდღიურ საქმიანობაში დღემდე სახეზეა.

ანთროპოსოფია სიტყვა სიტყვით „ადამიანის შესახებ სიბრძნეა“: ბერძნულად ხომ anthropos ‘ადამიანს’, ხოლო sophia ‘სიბრძნეს’ ნიშნავს.

მეცნიერული აზროვნებიდან სულიერ გამოცდილებამდე

განსხვავებით აკადემიურ და საუნივერსიტეტო წრეებში მიღებული თანამედროვე პრაქტიკისგან, რუდოლფ შტაინერი სიტყვა „ანთროპოსოფიას“ სულიერი სამყაროს სამეცნიერო და სულიერ გამოცდილებაზე დაყრდნობით კვლევის აღსანიშნად იყენებდა, რასაც მან მთელი თავისი საქმიანობა მიუძღვნა. ანთროპოსოფია სათავეს ზუსტი სამეცნიერო აზროვნებიდან იღებს. ზუსტი კვლევითი მეთოდები, რომლებიც თავდაპირველად მატერიალური სამყაროთი შემოიფარგლებოდა, შემდეგ სულიერ სამყარომდე გაფართოვდა მეცნიერებაზე დაყრდნობით.

ანთროპოსოფია ასე შეიძლება აღიწეროს:

ადამიანი სამყაროს თავისი გრძნობებისა და გონებაში მიმდინარე პროცესების დახმარებით შეიცნობს – ამის შესახებ ცოდნას ანთროპოლოგია ეწოდა. ანთროპოსოფიამ ეს მიდგომა სულიერ სიბრტყეში გადაიტანა, რადგან ადამიანს გარე სამყაროს აღქმა შეგრძნებებისა და ფიქრების დახმარებით შეუძლია.

1923 წელს შტაინერმა საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოება დააარსა, რომლის ამოცანად დღემდე თავისუფალი კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრების ხელშეწყობა და სულიერი სფეროს კვლევა რჩება. სულიერი სამყაროს კვლევისთვის დორნახში ‘სულიერი მეცნიერების სკოლა’ დაარსდა.

არქიტექტურული თვალსაზრისით ღირსშესანიშნავ სკოლის შენობას გოეთეანუმი დაერქვა. ის თვით რუდოლფ შტაინერმა დააპროექტა. გოეთეანუმში   1 500 მაყურებელზე გათვლილი ორი თეატრალური დარბაზი, გალერეა, სალექციო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია და ანთროპოსოფიული საზოგადოების ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული. აქტუალურ თემებზე კონფერენციები აქ წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. ასევე იდგმება გოეთეს ფაუსტი და შტაინერის მისტერიების დრამები.

ანთროპოსოფიის გავლენა ველედაზე

ანთროპოსოფიის მიზანს ადამიანის განვითარება შეადგენს. დღეს მან ჩვენი ცხოვრების ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის, განათლება, არქიტექტურა, ხელოვნება, მედიცინა და სოფლის მეურნეობა. შტაინერის ინიციატივით შეიქმნა ვალდორფის სკოლები, რომლებსაც შტაინერის სკოლებსაც უწოდებენ, ანთროპოსოფიული მედიცინა, ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტები და ბიოდინამიკური მიწათმოქმედება. ყველა ეს დისციპლინა დღესაც ველედას განუყოფელ ნაწილს შეადგენს.

იქნება ეს წამლებისა და ნატურალური კოსმეტიკის წარმოება თუ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და თანამშომლებთან ურთიერთობა, ველედა ადამიანს, საზოგადოებასა და ბუნებას ყოველთვის ერთ მთლიანობად განიხილავს. ანუ ჰოლისტიკურად, რაც გულისხმობს ყველა ასპექტის გათვალისწინებას, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე და ბუნებაზე.

უკად დაბრუნება დროში

მან თეორია პრაქტიკაში განახორციელა

მკურნალობაში რეფორმატორული ხედვის მქონე შორსმჭვრეტელი ქალბატონი

იტა ვეგმანი

ველედას დირექტორი 35 წლის განმავლობაში

ანთროპოსოფიული წამლებისა და კოსმეტიკის დამზადების ინიციატორი.

ოსკარ შმიდელი

ადამიანი უნიკალური ხედვით

ველედას სულიერი და ფილოსოფიური ფუძემდებელი

რუდოლფ შტაინერი