იტა ვეგმანი

მკურნალობაში რეფორმატორული ხედვის მქონე შორსმჭვრეტელი ქალბატონი

იტა ვეგმანმა ბევრი სიახლე შეიტანა ველედაში. ის უაღრესად ენერგიული და შეუპოვარი ადამიანი იყო, თეორიის პრაქტიკად ქცევის დიდი ნიჭით, და ფინანსურ საკითხებშიც გადამწყვეტი სიტყვა ხშირად მას ეკუთვნოდა – ის ყოველთვის ახერხებდა საქმისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებას. არლესჰაიმში მან კლინიკურ-თერაპიული ინსტიტუტი დააარსა, რომელიც მოგვიანებით კომპანია ველედად გადაიქცა.

სამედიცინო საკითხებში ის მჭიდროდ თანამრომლობდა რუდოლფ შტაინერთან. მისი ძალისხმევა ანთროპოსოფიული მედიცინის დანერგვაში და ახალი იდეები მკურნალობასა და მოვლის პრაქტიკაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო კომპანიის წარმატებული განვითარებისთვის.

პიონერული ცხოვრება

მარია იტა ვეგმანი (1876 წლის 22 თებერვალი – 1943 წლის 4 მარტი) დასავლეთ იავაში, დღევანდელ ინდონეზიაში დაიბადა. ის ჰოლანდიელი კოლონიალისტის უფროსი ქალიშვილი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა და იტა იქ სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟის ხელოვნებას დაეუფლა.

1902 წელს, 26 წლის ასაკში, ის პირველად შეხვდა რუდოლფ შტაინერს, ხუთი წლის შემდეგ კი სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა ციურიხის უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროისთვის უკვე იღებდა ქალებს სამედიცინო დისციპლინების შესასწავლად. 1911 წელს ვეგმანმა ექიმის დიპლომი აიღო  და პრაქტიკულ საქმიანობასაც შეუდგა.

1917 წელს მან დამოუკიდებელი კაბინეტი გახსნა და შტაინერის მითითებების მიხედვით კიბოს მკურნალობის მეთოდი შეიმუშავა ფითრის ექსტრაქტის გამოყენებით. ამ პირველი პრეპარატიდან, რომელსაც მან „ისკარი“ უწოდა, მოგვიანებით განვითარდა წამალი „ისკადორი“, რომელიც კიბოს სამკურნალო აღიარებული საშუალება გახდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

დღემდე მოქმედი კლინიკურ-თერაპიული ინსტიტუტის დაარსება

1920 წელს იტა ვეგმანმა მიწის ნაკვეთი იყიდა არლესჰაიმში, სადაც ერთი წლის შემდეგ საკუთარი კლინიკა გახსნა – კლინიკურ-თერაპიული ინსტიტუტი (Klinisch-Therapeutisches Institut). მას სხვა ექიმებიც შეუერთდნენ და მომდევნო წლებში ეს ინსტიტუტი ანთროპოსოფიული მედიცინის პირველ ცენტრად იქცა.

ამის შემდეგ ვეგმანმა არლესჰაიმშივე თერაპიის სახლი - ზონენჰოფი („მზიანი ეზო“) დააარსა გონებრივად შეზღუდული ბავშვებისთვის. დაახლოებით ამავე დროს მან რუდოლფ შტაინერთან და ოსკარ შმიდელთან ერთად ანთროპოსოფიული მედიცინის პრინციპები ჩამოაყალიბა და ველედა დააფუძნა.

დაახლოებით 1923 წელს, რუდოლფ შტაინერმა ვეგმანს სთხოვა რეფორმირებული ანთროპოსოფიული საზოგადოების გამგეობის წევრობა. გარდა ამისა, ის გოეთეანუმის სამედიცინო სექციის ხელმძღვანელიც გახდა.

უკან დაბრუნება დროში

ველედას დიროქტორი 35 წლის მანძილზე

ოსკარ შმიდელი დღესაც ცნობილია, როგორც სამაგალითო ფარმაცევტი ნოვატორი. მან დააარსა ანთროპოსოფიული ლაბორატორია და დაიწყო კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება.

ოსკარ შმიდელი

საყოველთაო კვლევის მეთოდი

ანთროპოსოფია დააფუძნა ფილოსოფოსმა და ბუნებისმეტყველმა რუდოლფ შტაინერმა თავის თანამოაზრეებთან ერთად. მისი გავლენა დღესაც სახეზეა ველედას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ანთროპოსოფია

ადამიანი უნიკალური ხედვით

უპირველეს ყოვლისა, შტაინერი ველედას ინტელექტუალური და სულიერი საფუძვლების შემქმნელია. მას ჰქონდა განკურნების პროცესის ახლებური ხედვა, რომლის საფუძველსა და ანთროპოლოგიური წინაპირობის გათვალისწინებით კონკრეტული წამლები იქმნებოდა და მზადდებოდა.

რუდოლფ შტაინერი