ველედას ღირებულებები

შვიდი ძირითადი პრინციპი

ველედა უნიკალური კომპანიაა – ეკონომიკურად ძლიერი და კეთილგანწყობილი, რომელიც ჩვენი პლანეტის, ჩვენი გარემოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ის ამას აღწევს შვიდი ძირითადი პრინციპის წყალობით, რომელიც უცვლელია, სავალდებულოა ყველასთვის, ვინც მასთან ერთად მუშაობს და მისი საქმიანობის საფუძველს შეადგენს.

1. სამართლიანი დამოკიდებულება მომხმარებლების, პარტიორებისა და მომწოდებლების მიმართ

ველედას მაგალითი აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა და პატიოსანი ურთიერთობა კეთილსინდისიერი და ეფექტური თანამშრომლობის საწინდარია. ეს არის ველედას საქმიანი ურთიერთობების საფუძველი მთელს მსოფლიოში. ამის შედეგია გრძელვადიანი სანდო ურთიერთობები მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან. 

2. პარტნიორული ურთიერთობა ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის

ველედას თანამშრომლები თავიანთ შესაძლებლობებსა და უნარებს კომპანიის სამსახურს ახმარენ და ისინი ძალიან დაფასებული სპეციალისტები არიან. ისინი კარგად ერკვევიან სამუშაო პროცესებსა და სტრუქტურებში და პასუხს აგებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მათ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ინოვაციების წყაროა ველედას საქმიანობის განვითარებისთვის.

3. ყოვლისმომცველი ხარისხი

ველედას პროდუქტებისთვის ბუნებრივი ნედლეულის გადამუშავება დიფერენცირებულ, დახვეწილ სამუშაო პროცესებში იმგვარად ხორციელდება, რომ ნივთიერებებისა და აქტიური ინგრედიენტების ეფექტი მაქსიმალურად გამოვლინდეს. ადამიანის, როგორც სხეულის, სულისა და სამშვინველის  ერთიანობის აღქმა და დედამიწის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განხილვა, რომელიც კავშირშია მთელს კოსმოსთან, ბუნებრივი ნივთიერებებისა და მათი მოქმედების ხასიათის უფრო ღრმა გაგებას განაპირობებს და ამის გამო ხარისხის გაგებაც უფრო ფართო და ყოვლისმომცველია. პროდუქცია ღრმად და მრავალმხრივ ეფექტურია და ადამიანს ჯანმრთელობას ჩუქნის.

ველედა მუდმივად ავითარებს ანალიზის სამეცნიერო მეთოდებს, რაც აგრეთვე უწყობს ხელს ხარისხის ყოვლისმომცველ გაგებას.

4.. საბუნებისმეტყველო და სულიერ მეცნიერებათა სინთეზი კვლევასა და განვითარებაში

ველედასთვის ყველაზე მთავარია ადამიანი. თავის პარტნიორებთან ერთად ის სწორედ ადამიანებისთვის ავითარებს და იკვლევს ინოვაციურ პროდუქტებსა და მკურნალობის მეთოდებს. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების შეთავსება ველედას საშუალებას აძლევს, გახსნას თანამედროვე პერსპექტივები დაავადების, ჯანმრთელობისა და მოვლის კომპლექსური გაგებისთვის.

5. მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები

დედამიწის რესურსები შეზღუდულია. მათ დაცვა სჭირდება – ადამიანებისა და ბუნების საკეთილდღეოდ. ველედა ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდება და მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს აწესებს. მისთვის მდგრადობა ბუნებრივი რესურსების მოვლასა და დაცვას ნიშნავს.

6. საქმიანობის ეთიკური და ღირებულების შემქმნელი მეთოდები

კომპანია დაარსების დღიდან ახორციელებს კორპორაციულ მიზნებს, რომლებიც მის მთავარ იდეას ეფუძნება - ემსახუროს ადამიანს – პიროვნულ განვითარებაში, ჯანმრთელობის დაცვაში, გაუმჯობესებასა და აღდგენაში, ფიზიკური კეთილდღეობისა და ცხოვრების გაწონასწორებული წესის მიღწევაში.

საკუთარი დანიშნულების ამგვარი გაგება განაპირობებს ველედას საქმიან ორიენტაციას და სამოქმედო პრინციპად რჩება ნებისმიერი მისი აქტივობისთვის. პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების განსაზღვრისას ველედა ითვალისწინებს როგორც მომხმარებლის, ისე მიმწოდებლებისა და ინვესტორების ინტერესებს. შესაძლებლობის ფარგლებში ველედა მონაწილეობს კულტურულ ინიციატივებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების განვითარებაში.

7. კულტურული მრავალფეროვნება, როგორც შთაგონების წყარო

კომპანია ველედა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ბაზარზეა წარმოდგენილი. ეს მძლავრ კულტურულ მრავალფეროვნებას ქმნის, რომელიც მისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

ისტორიულად ველედას შექმნა ცალკეულ საქმიან ინიციატივებს უკავშირდება, რომლებიც საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ კორპორაციულ ჯგუფად გაერთიანდა. დირექტორთა საბჭო და ველედას ჯგუფის ხელმძღვანელობა მთელი კომპანიის წარმატებულ განვითარებაზე ზრუნავს. ეთიკისა და ხარისხის ერთიანი სტანდარტები და ერთიანი კორპორაციული, საბაზრო და ფუნქციური სტრატეგიები და პოლიტიკა ველედას მთელი კომპანიისთვის სავალდებულოა.

ველედა დღეს

ველედამ თავისი არსებობა შვეიცარიაში დაიწყო პატარა ლაბორატორიით და დღეს ეს გლობალური კომპანია 2000 თანამშრომლით 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

უფრო მეტი დღევანდელი ველედას შესახებ