ველედა დღეს

ველედას რეზიდენცია იუნანგში, საფრანგეთი

ხალხის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე და სასიცოცხლო ენერგიაზე ზრუნვა

ველედა - პიონერი და ლიდერი ჰოლისტიკური ბუნებრივი კოსმეტიკისა და ანთროპოსოფიული წამლების წარმოებაში

ველედას სამი მთავარი რეზიდენცია ერთმანეთთან ახლოს არის განლაგებული –მისი სათავო ოფისი და საწარმო არლესჰაიმში (შვეიცარია) მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ველედას რეზიდენციას იუნანგში, საფრანგეთში, ხოლო ველედას გერმანული საწარმო და ადმინისტრაცია შვებიშ გმუნდში შტუტგარტის მახლობლად აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით სულ რაღაც 250 კილომეტრშია განლაგებული.

ამ სამ საწარმოში ველედას 100-ზე მეტი ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტის, 10 დიეტური პრეპარატისა და 2 500-მდე წამლის დასამზადებლად,  1000-ზე მეტი დასახელების ბუნებრივი, მდგრადობის პრინციპის გათვალისწინებით მოპოვებული ნედლეული გადამუშავდება.

მაღალი სტანდარტები, მაღალი ხარისხი

მათი წარმოებისას ველედა განუხრელად იცავს ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და რესურსების დაზოგვით გამოყენების პრინციპს. გამოყენებული ნედლეულის დაახლოებით 78% ბიოლოგიური ან ბიოდინამიკური მეურნეობებიდან და სერტიფიცირებული ველური პოპულაციებიდან მომდინარეობს. პროდუქტების შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები შედის – ველედა არასოდეს იყენებს ხელოვნურ კონსერვანტებს, გემოსა და სუნის სინთეზურ დანამატებს და საღებავებს. პროდუქციის ხარისხის, სანდოობისა და ბიზნესის მდგრადი განვითარების წყალობით ველედა მაღალი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს.

კომპანიის სტრუქტურა

ველედა 19 მაჟორიტარი აქციონერისგან შედგება და მასში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 000 ადამიანია დასაქმებული. სააქციო საზოგადოება ველედას კაპიტალის დაახლოებით 40% და ხმის მიცემის უფლების 80%-მდე ორ მთავარ აქციონერს ეკუთვნის – საყოველთაო ანთროპოოსფიულ საზოგადოებას (Allgemeine Anthroposophische Gesellschaft /AAG/, დორნახი, შვეიცარია) და არლესჰაიმის კლინიკას (KA, არლესჰაიმი, შვეიცარია – ყოფილი იტა ვეგმანის კლინიკა). დანარჩენი სახელობითი აქციები და ხმის უფლების გარეშე მონაწილეობის სერტიფიკატები თავისუფალ მიმოქცევაშია. მხოლოდ საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოების (AAG) წევრებს აქვთ აქციონერთა რეესტრში დარეგისტრირების უფლება. გაყიდვების თვალსაზრისით ველედა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მდგრადი დაარსების დღიდან

1921 წელს კომპანიის დაარსების დღიდან ველედა ყველა საქმიან ოპერაციას სათანადო სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პასუხისმგებლობით ახორციელებს, ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებით, შეფუთვითა და რეალიზებით დამთავრებული.

ველედას აქვს სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღი და ნაყენების დასამზადებელი საკუთარი საწარმო, სადაც დისტილაციის, ექსტრაქციისა და პოტენცირების მეთოდების გამოყენებით ნედლეულის შემდგომი გადამუშავება ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში აქ ზოგიერთი ტექნოლოგიური მეთოდი შეიცვალა, ველედა მუდამ საკუთარი თავის, მისი დამფუძნებლებისა და საწყისი ღირებულებების ერთგული რჩება. სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით ის დაფუძნების დღიდან უცვლელი პრინციპებით ხელმძღვანელობს. ველედას წამს, რომ მწორედ ეს მუდმივობა არის ის უპირატესობა, რომელიც მას  სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს.

შეიტყვეთ მეტი ველედას შესახებ

მყარი ვალდებულებები

ტრადიცია და ინოვაცია თანაბრად მნიშვნელოვანია ველედასთვის. ეს არის საფუძველი მისი გრძელვადიანი ვალდებულებისა გარემოს, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის სამი ბურჯის მიმართ.

ველედას მდგრადობა

ძლიერი ბირთვი

დღემდე ველედა რჩება დამფუძნებლებისა და საწყისი ღირებულებების ერთგული.

მეტი ველედას მემკვიდრეობის შესახებ