ველედას ისტორია

ველედას მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება, გაძლიერება და აღდგენა.

1921 წელს დაფუძნებული ფარმაცევტული ლაბორატორია, საკუთარი სამკურნალო მცენარეული ბაღით, დღეს ბუნებრივი კოსმეტიკის და ანთროპოსოფიული წამლების მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელია.

დაარსების დღიდან დღემდე ველედა თავისი საწყისი პრინციპების ერდგული რჩება. მისი პროდუქცია ხელს უწყობს ადამიანს პიროვნულ ზრდაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაჯანსაღებაში, ასევე სტრესული ცხოვრების პირობებში მშვინვიერი წონასწორობის აღდგენაში. ველედას ეს ფილოსოფია განსაზღვრავს მის ეკონომიკურ მიდგომას და ასეთად დარჩება მომავალშიც.

ველედა დღეს

ის რაც დაიწყო შვეიცარიის პატარა ლაბორატორიაში, დღეს წარმოადგენს გლობალურ კომპანიას 50 ქვეყნის ფილიალით და 2000 თანამშრომლით
მეტი დღევანდელი ველედას შესახებ

ველედას ღირებულებები

შვიდი უცვლელი პრინციპი ეხმარება ველედას იზრუნოს ჩვენი პლანეტის, გარემოსა და ხალხის  კეთილდღეობაზე, 
7 პრინციპი

ადამიანის სამსახურში

დღეს ველედა წარმოდგენილია ხუთივე კონტინენტის 50 ქვეყანაში. მათთვის ათასობით სამკურნალო და ასობით კოსმეტიკური პროდუქცია მზადდება მის სამ დიდ რეზიდენციაში, საიდანაც ველედას ისტორია დაიწყო. ესენია: არლესჰაიმი, შვეიცარიაში ბაზელის მახლობლად; შვებიშ გმუნდი გერმანიაში, შტუტგარტის ახლოს და საფრანგეთში იუნანგი, ელზასში. ნედლეულის ნაწილი აქ არსებული სამკურნალო მცენარეების ბაღებიდან our own gardens მოიპოვება.

 

მას შემდეგ რაც რუდოლფ შტაინერმა კომპანიის ხედვა მთლიანად ადამიანისა და ბუნების მსახურებაში გამოხატა, მაღალი პასუხისმგებლობით მოპყრობა ველედას ბიზნესის ნაწილია: ეხება ეს სამართლიან ვაჭრობას, ბიოდინამიკურ კულტივირებას თუ თანამშრომლების  განვითარების ხელშეწყობას - მდგრადობა sustainability მისი ფესვების ნაწილია.