მდგრადობა

ტრადიცია და ინოვაცია თანაბრად მნიშვნელოვანია ველედასთვის. ეს არის საფუძველი მისი გრძელვადიანი ვალდებულებისა გარემოს, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის სამი ბურჯის მიმართ.

ველედას ვალდებულება მდგრადობის უზრუნველსაყოფად

დედამიწის მოსახლეობის მოსალოდნელი ზრდა 2050 წლისთვის 7-დან 9 მილიარდამდეა, რაც შესაბამისად გაზრდის მოთხოვნას ბუნებრივ რესურსებზე. ველედას ერთერთი დამფუძნებლის, რ. შტაინერის მოსაზრებით დღესვე უნდა ვიზრუნოთ საყოველთაო კეთილდღეობაზე ისე, რომ მომავალი თაობებების მოთხოვნილება საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ.

ველედა ამის მიღწევას ცდილობს გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, თანამშრომლებისა და პარტნიორების სამართლიანი შეფასებისა და ანაზღაურების და ეთიკური ეკონომიკის შექმნის გზით, რომელიც ღირებულებას კი არ ამცირებს, არამედ ქმნის.

90 წელზე მეტი ხნის მანძილზე, აბსოლუტურად  მდგრადი ბიზნესიდან მიღებული ცოდნა, ველედას ბრენდს და მის პროდუქტებს უნიკალურს ხდის.

ეთიკურად მოქმედი

როგორც სოციალურად ორიენტირებული კომპანია, ველედა დიდ ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლების, მიმწოდებლებისა და პარტნიორების უსაფრთხოების, ინდივიდუალური განვითარებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე.

სოციალური მდგრადობა

პასუხისმგებლობის აღება

ველედას ეკოლოგიური მდგრადობა მოიცავს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ისე ნედლეულის შესყიდვას, ბუნებრივი რესურსების  და მდგრადი შეფუთვის გამოყენებას.

ეკოლოგიური მდგრადობა

ეკონომიკური მდგრადობა

მდგრადია ეკონომიკა, როცა დედამიწის რესურსები უფრო სწრაფად არ გამოიყენება, ვიდრე ბუნება მათ განაახლებს.  მომგებიანობა კი არის აყვავებული ეკოსისტემებისა და წარმატებული საზოგადოების პროდუქტი.
ეკონომიკური მდგრადობა

თმის მოვლა

შვრიის აღმდგენი ნიღაბი

მშრალ და დაზიანებულ თმას კვებავს და აძლიერებს

შვრიის აღმდგენი შამპუნი

მშრალი და დაზიანებული თმის აღსადგენად. სილიკონის გარეშე