კალენდულა

ველედას ბაღის ფავორიტი და მრავალმხრივი მკურნალი

კალენდულას გარეშე წარმოუდგენელია როგორც სამკურნალო მცენარეების, ისე დეკორატიული ბაღი. გულყვითელა, ნარგიზი, კვირისტავი, ტასოსყვავილი – ეს კალენდულას სახელებია. ძნელად მოიძებნება სხვა მცენარე, რომელსაც ასეთი მრავალმხრივი და ეფექტური სამკურნალო თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ,  80 წელზე მეტია, ველედა მას თავის სამკურნალო მცენარეების ბაღში აშენებს და ყოველწლიურად 4000 კგ ყვავილსა და 18 ტონა მცენარეს ამუშავებს. ძლიერი აღმდგენი და დამცავი თვისებების გამო, კალენდულა საკვანძო როლს თამაშობს ველედას წარმოებაში. ამ გასხივოსნებული მცენარიდან მიღებული ნაყენები და ზეთოვანი ექსტრაქტები ველედას 30-ზე მეტ სამკურნალო და კოსმეტიკურ პროდუქტში გამოიყენება.

ეს ერთწლიანი მცენარე მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ის 30-60 სმ სიმაღლის იზრდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე, თესლების ჩამოყალიბების პარალელურად, განაგრძობს ზრდას და ახალი  ყვავილებისა და ფოთლების წარმოქმნას. თესლებს მხოლოდ ენისებრი ყვავილები იძლევიან და ისინი გამოირჩევიან თავისი მორკალური ფორმით.

მზით გაჯერებული მკურნალი

კაშკაშა ყვითელი, ცეცხლოვანი წითელი და ელვარე ნარინჯისფერი  კალენდულას ყვავილები პირველი შეხედვისთანავე მზესთან ასოცირდება. და ეს მართლაც ასეა: მცენარე თავის ძლიერ სამკურნალო თვისებებს სწორედ მზის ძალას უმადლის. კანის დაზიანებასა და გაღიზიანებას კალენდულა თავისი დამცავი და აღმდგენი თვისებებით აამებს. მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები და ეთერზეთები  ანთებით პროცესებს აქრობენ და ახალი ქსოვილების წარმოქმნას უწყობენ ხელს, კაროტინოიდები კი კანს გარეგანი მავნე ზემოქმედებებისგან იცავენ. განსაკუთრებით სასარგებლოა კალენდულა ჩვილის ნაზი კანისთვის. ახალშობილის კანი თხელია და მგრძნობიარე. მას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი  ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად მას კალენდულას დამამშვიდებელი ექსტრაქტები ძალიან ეხმარებიან. მათი ზემოქმედებით კანი სწორად  ყალიბდება და ჯანსაღ დამცავ გარსს იძენს.

 

კალენდულას ისტორია

ლათინური სახელი კალენდულა “Calendae”–დან წარმოდგება, რაც კალენდარს უკავშირდება და თვის დასაწყისს აღნიშნავს. ეს სახელი დაერქვა მას, რადგან ბევრი თვის დასაწყისში–მაისიდან ნოემბრამდე– ყვავის.

გულყვითელას სამშობლოა ჩრდილოეთ აფრიკა, საიდანაც ის ჯერ სამხრეთ, მოგვიანებით კი ცენტრალურ ევროპაში გავრცელდა. მე–12 საუკუნიდან მან დაიმკვიდრა ადგილი გლეხებისა და მონასტრების ბაღებში. გლეხები მისი მეშვეობით ამინდის პროგნოზს აკეთებდნენ: თუ დილის 6–7 სთ–ზე ყვავილები გაშლილი იყო, ე.ი. მზიანი ამინდი იყო მოსალოდნელი, ხოლო თუ 7 სთ–ის მერე კიდევ გაუშლელი იყო, მაშინ იწვიმებდა.  შეყვარებულები მის ყვავილს გვირილას მსგავსად სამარჩიელოდ იყენებდნენ: ვუყვარვარ–არ ვუყვარვარ, ხოლო მალამოს – მომავალი საბედოს დასასიზმრებლად.

მისი სამკურნალო  თვისებები ძველი რომაელებისთვის უკვე ცნობილი იყო. დღეს ის ცენტრალურ როლს თამაშობს კანის დაზიანებისა და ანთების მკურნალობის დროს და არა მარტო ანთროპოსოფიულ მედიცინაში. დამამშვიდებელი და აღმდგენი თვისებების გამო, კალენდულა განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

Calendula Gesichtscreme

კალენდულას სახის კრემი

სათუთად იცავს და ატენიანებს ჩვილის კანს
Calendula Entspannungsbad

კალენდულას აბაზანა

აქტიური დღის შემდეგ, ჩვილს დამშვიდებასა და განტვირთვაში ეხმარება
Calendula Pflegeöl Parfümfrei

კალენდულას ტანის არაპარფიუმირებული ზეთი

უვლის, იცავს და სათუთად ასუფთავებს
Calendula Pflegemilch

კალენდულას დამატენიანებელი ტანის კრემი ჩვილისთვის

მსუბუქი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი ფაქიზი კანისთვის
Calendula Pflegecreme Körper und Gesicht

კალენდულას ტანის & სახის მკვებავი კრემი

კანის ინტენსიური მოვლა და დაცვა
Calendula-Zahncreme

კალენდულას კბილის პასტა

პიტნის გარეშე, ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტებითა და მინერალებით
Calendula Pflanzenseife Verpackung

კალენდულას საპონი

საუკეთესო არჩევანი ფაქიზი კანისთვის