ჩვილის ფაქიზი კანის საიდუმლო

გრძნობის ორგანო და საერთო საფარველი

ჩვენი კანი გარე და შიდა  სამყაროებს შორის ზღვარს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, აქვს დამცავი, სითბოს მარეგულირებელი, შეხების  და  აღქმის ფუნქცია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად,  სჭირდება კანს განსაკუთრებული მოვლა.

ჩვილის კანის განსაკუთრებული ბუნება

ახალშობილის კანი ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის და მისი სტრუქტურაც  ჩამოუყალიბებელია. ამიტომ ის უფრო ადვილად ატარებს   მასზე მოხვედრილ ნივთიერებებს და   უფრო მგრძნობიარედ რეაგირებს გარემო ფაქტორებზე. რეალურად,  ჩვილის კანი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია და მისი რქოვანი შრე ჯერ ვერ უზრუნველყოფს გარეშე ზემოქმედებებისგან დაცვას. ასევე არც საოფლე ჯირკვლებია სრულად ფორმირებული და პატარა სხეული დამოუკიდებლად იბრძვის სითბური ბალანსის დასამყარებლად.

 

ამიტომ, ახალშობილს დამხმარე საბურველი სჭირდება, რომელიც მას გაათბობს და დაიცავს. და ეს არა მარტო ბუნებრივი, ჰაერგამტარი მასალებისგან დამზადებული სამოსია, არამედ აგრეთვე  მოსავლელ კოსმეტიკურ პროდუქტები და კანით კონტაქტი. მზრუნველ, სიყვარულით სავსე შეხებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  ჩვილის განვითარებაში.

„თქვენი პატარა კანის საშუალებით შეიცნობს სამყაროს. ყოველი შეხებით ჩვილი ახალ საყრდენ წერტილს პოულობს თავის ახალ ცხოვრებაში.“

რა სახის მოვლა სჭირდება ჩვილის კანს?

 პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვილის კანი ზედმეტად არ  დატვირთოთ  მოსავლელი პროდუქტებით. ბევრი რამის თავიდან აცილებაა შესაძლებელი - მაგალითად, თქვენს ჩვილს არ სჭირდება ქაფის აბაზანა. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში საკმარისია კვირაში ერთხელ ბანაობა, ხოლო  სხვა დღეებში  თქვენი ჩვილი რბილი ნოტიო ფლანელის ხელსახოცით დაბანეთ. დაბანის ან ბანაობის შემდეგ, თქვენი ჩვილის კანს კალენდულას ტანის ლოსიონი Calendula Body Lotion  გადაუსვით, რომელიც მას დაიცავს და დაატენიანებს. ტანის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია საფენით დაფარული არე, სადაც თბილი, ნოტიო გარემო გამოწვევაა განვითარებადი კანისთვის. ასევე აქ ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად.

 

საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ კარგია კანის თბილი წყლით და რბილი პირსახოცით გასუფთავება და შემდეგ მასზე კალენდულას ჩვილის არაპარფიუმირებული ზეთის Calendula Baby Oil fragrance free რამდენიმე წვეთის გადასმა. კანისთვის კარგია აგრეთვე, თუ თქვენს ჩვილს საშუალებას მისცემთ, ერთხანს საფენის გარეშე იმოძრაოს. კალედულას მალამო საფენქვეშა არისთვის Calendula Nappy Change Cream უზრუნველყოფს კანის დაცვას და მისი გაღიზიანების  თავიდან აცილებას.

ინგრედიენტების შესახებ

რადგან ჩვილის კანი განსაკუთრებულია, მისი მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტები სპეციალურად მის საჭიროებებზე უნდა იყოს გათვლილი. საუკეთესოა ცოტა, მაგრამ მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება: მცენარეული ზეთების კომპოზიცია კანის ჰიდროლიპიდური შრის  მსგავსია. ამიტომ პროდუქტი კანის ბუნებრივ დამცავ ფენაში აღწევს და ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით არ ქმნის დამხშობ აპკს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქიზ კანს შეუძლია ისუნთქოს და განვითარდეს და, ამავე დროს, დაცული იყოს  ბუნებრივი მოსავლელი პროდუქტებით.

 

ველედას ჩვილის მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტების სერია მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს შეიცავს და ჩვილის ფაქიზ კანს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას ცხოვრებისა და განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სჭირდება.

„ჩვილის ფაქიზი კანი განსაკუთრებულია. მას ბევრი სითბო და დაცვა სჭირდება.“

Calendula Pflegemilch

კალენდულას დამატენიანებელი ტანის კრემი ჩვილისთვის

მსუბუქი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი ფაქიზი კანისთვის
Calendula Pflegeöl Parfümfrei

კალენდულას ტანის არაპარფიუმირებული ზეთი

უვლის, იცავს და სათუთად ასუფთავებს