სილამაზე

ბროწეული – კანის მოსავლელი კოსმეტიკის ეფექტური ინგრედიენტი

ძლიერმოქმედი აქტიური ნივთიერებებით და მდიდარი ანტიოქსიდანტებით

ბროწეულის აქტიური ინგრედიენტები გვხვდება ანტიასაკობრივ ბევრ პროდუქტში. მათი სასარგებლო თვისებები უაღრესად ეფექტურია კანის ნაადრევი დაბერების შესაჩერებლად. ისინი ასტიმულირებენ კანის რეგენერაციას, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას.

ბროწეულის წარმომავლობა

ბროწეული (Punica granatum) ერთერთი უძველესი კულტურული მცენარეა - მისი კულტივირება 5000 წელს ითვლის. ბროწეულის  სამშობლოა სამხრეთ-დასავლეთი აზია, მათ შორის ირანი და ავღანეთი. დღეს ის გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში.   უხსოვარი დროიდან, მრავალ რელიგიასა და კულტურაში, იგი სიცოცხლის, ნაყოფიერების და ასევე ძალაუფლების სიმბოლო იყო.  ხეს, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრამდეა, შეუძლია რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში იცოცხლოს. გარეგნულად შეუმჩნეველი და გამძლეა, ნაყოფები კი მკვეთრი წითელი ფერისაა მაგარი, ტყავისებრი კანით, შიგნით უხვი წვნიანი წითელი მარცვლებით.

ბროწეული კანის მოსავლელ პროდუქტებში

ბროწეულის აქტიური ინგრედიენტები სახის მოსავლელი იდეალური კომპონენტებია. ველედა კოსმეტიკურ პროდუქტებს ქმნის კანის ასაკობრივი ცვლილებების ჰოლისტიკური გაგების გათვალისწინებით. მაგ. თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება, მცენარის როგორც გარეგნულ ნიშანთვისებებს, ისე შემადგენლობას და მათ კავშირს ჩვენს ასაკობრივ განვითარებასთან. ამ გზით შემუშავებული ველედას ბროწეულის სერია ხელს უწყობს კანს ფიზიოლოგიური ფუნქციების განხორციელებაში და ზრდის მის სასიცოცხლო ძალას. ბროწეულის ნაყოფი თავად აჩვენებს პარალელებს ორმოცი წლის შემდეგ ცხოვრების ფაზასთან. მწიფე ბროწეულს აქვს სიცოცხლის გარეგნულად ხილული ნიშნები. მდგრადი, მკვრივი კანი იცავს ძვირფასს შიგთავსს: სიცოცხლით გაჯერებულ სავსე მარცვლებს.  ნაყოფი და ყვავილი მცენარეზე ერთდროულად გვხვდება. ბროწეული ერთდროულად ავლენს ახალგაზრდობას და სიმწიფეს.

ანტი-ასაკობრივი ეფექტი

რაც დრო გადის, ჩვენი კანი უფრო დაუცველი ხდება გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და მის რეგენერაციას უფრო მეტი დრო სჭირდება. ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თავისუფალი რადიკალების სიჭარბე, რომლებიც ჩვენს უჯრედებსა და ქსოვილებში თავს ესხმიან განსაკუთრებით ცილებს და სხვა სტაბილურ  მოლეკულებს ელექტრონების წართმევის მიზნით, რაც ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად, იკლებს კანის უნარი შებოჭოს ეს თავისუფალი რადიკალები და მისი ბუნებრივი დაცვა მათგან წონასწორობიდან გამოდის. უფრო და უფრო მეტი თავისუფალი რადიკალი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება, რჩება კანში. დამატებითი ოქსიდაციური სტრესი, რომელიც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, როგორიცაა ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება, ოზონი, სიგარეტის კვამლი ან ალკოჰოლი, აჩქარებს ამ პროცესს.

ბროწეულის ზეთი - ღირებული ინგრედიენტი

ცივად დაწნეხილი ბროწეულის ზეთი კანის მოსავლელი იდეალური კომპონენტია  40 წლის ასაკიდან. ბროწეულის თესლში  ზეთის შემცველობა 12-დან 20 პროცენტამდე მერყეობს. ის, რაც ბროწეულის თესლის ზეთს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის, არის მასში შემავალი პუნიცინის მჟავა. ეს პოლიუჯერი ცხიმმჟავა მიეკუთვნება ომეგა -5 ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. ის წარმოადგენს ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების დაახლოებით ნახევარს. ძვირფასი ზეთი მიიღება ბროწეულის გამხმარი მარცვლებიდან.

ბროწეულის ზეთის თვისებები და გამოყენება:

  • ყვითელიდან მოწითალო ფერის ზეთი
  • ანტიოქსიდანტური ეფექტი
  • ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და კანის რეგენერაციას
  • შესანიშნავი მკვებავი ზეთია ასაკოვანი, დასტრესილი და მშრალი კანისთვის

ეფექტები კანზე

ბროწეულის თესლის ზეთს და განსაკუთრებით მასში შემავალ  პუნიცინის მჟავას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი. მას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. ის ასევე ასტიმულირებს უჯრედების განახლებას. ბროწეულის თესლის ზეთის ეს თვისებები იდეალურია ასაკოვანი კანისთვის.

ველედა იყენებს ბროწეულის ძალას, რათა გაააქტიუროს კანის ბუნებრივი თანდაყოლილი რეგენერაციული თვისებები ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ. კანი ხდება უფრო მკვრივი, გადატკეცილი და ძლიერდება მისი ბუნებრივი ბზინვარება .

ველედას სახის გამამკვრივებელი ხაზი

ველედას გამამკვრივებელი სახის მოვლის ხაზი ბროწეულისა და მაკას პეპტიდებით იყენებს ამ ბუნებრივი ინგრედიენტების ძალას კანის დაბერების ნიშნების საწინააღმდეგოდ. ამ ინოვაციური ფორმულების საფუძველია ბროწეულის თესლის ანტიოქსიდანტური ზეთისა და ორგანული მაკას ფესვის პეპტიდების უნიკალური კომბინაცია, რომელიც აძლიერებს კანის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესებს. სპეციალურად შემუშავებული 40 წელზე უფროსი ასაკის კანისთვის, ისინი ატენიანებს, ამცირებს ნაოჭებს და აუმჯობესებს ელასტიურობას და ტონუსს, ეწინააღმდეგება დაბერების თვალსაჩინო ნიშნებს. მკვრივი კანისთვის, რომელიც ანათებს ბუნებრივი ბზინვარებით.

მსგავსი სტატიები