სოციალური მდგრადობა

ეთიკური ქმედება

ველედა პასუხს აგებს სამუშაო ადგილებზე და ადამიანებზე, რომლებიც მისი პროდუქციის წარმოებაში მონაწილეობენ. სოციალური პასუხისმგებლობისკენ სწრაფვა ეხმარება ადამიანებსა და ორგანიზაციებს, დადებითი გავლენა მოახდინონ განვითარებაზე, ბიზნესსა და საზოგადოებაზე. როგორც სოციალური ორიენტაციის ორგანიზაცია, ველედა დიდ ყურადღებას აქცევს აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თანამშრომლების, მომწოდებლებისა და პარტნიორების ინდივიდუალურ განვითარებასა და საერთო ჯანმრთელობას. ეს მინიმალური სოციალური სტანდარტების, სამართლიანი ფასებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების უზრუნველყოფაში ეხმარება.

ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირი

2011 წლის ოქტომბერში ველედა ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის Union for Ethical Biotrade (UEBT) სრულუფლებიანი წევრი გახდა. UEBT არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ნედლეულის მდგრადი შესყიდვებისა და მოხმარების მსოფლიო სტანდარტებს წარმოადგენს. ამ კავშირში გაწევრიანებით ველედამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის საქმიანობაში ეთიკის დაცვის პრინციპების ერთგული რჩება და აიღო ვალდებულება, ნედლეულის შესყიდვის საკითხში UEBT-ის სტანდარტები დაიცვას. UEBT-ის ფასეულობები, როგორიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და მისი რაციონალური გამოყენება, ასევე მოწოდების ჯაჭვში ყველა პარტნიორის სამართლიანი ანაზღაურება, შესაბამისობაშია ველედას საკუთარ პრინციპებთან, რომლებსაც ის დიდი ხანია იცავს.

იქ, სადაც შესაძლებელია მინიმალურ ანაზღაურებაზე შეთანხმება, ველედა მომწოდებელი პარტნიორებისთვის სათანადო ბაზისურ შემოსავალს უზრუნველყოფს. სამწლიანი აუდიტი, რომელსაც UEBT ახორციელებს, თანდათანობით ყველა მომწოდებლის ინტეგრირებას ითვალისწინებს. მომწოდებლებთან ველედა გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებას ცდილობს, რადგან გრძელვადიანი ხელშეკრულებები ორივე მხარეს სანდო დაგეგმვის საშუალებას აძლევს, მისი მომწოდებლები კი სამართლიანი ვაჭრობის სერტიფიკატს იღებენ, რომელიც მათ თავიანთი პროდუქციის უფრო ფართო ბაზარზე გატანის საშუალებას აძლევს.

გაერთიანებები, პარტნიორები და აქციონერები

ველედას ბევრ ქვეყანაში კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა აქვს გაერთიანებებთან და ადგილობრივ ინსტიტუციებთან. ის აქტიურად მუშაობს ადგილობრივ პარტნიორებთან, რომელთა თანამშრომლები რეგულარულ ტრენინგებს გადიან და სამართლიან ანაზღაურებას იღებენ. ამის მაგალითებია კოოპერატივი მაროკოში, რომელიც არგანის ზეთს აწარმოებს ველედას ბროწეულის კოსმეტიკური სერიისთვის; ოჯახური საწარმო მექსიკაში, რომელიც სეზამის ზეთს აწარმოებს სახის კანის მოსავლელი სხვადასხვა პროდუქტისთვის და ნუშის ზეთის მწარმოებელი კოოპერატივი ესპანეთში. იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს ნედლეულის მოწოდების ჯაჭვსა და მთლიანად მომსახურებაში პირობების ცვლილებას, კომპანია განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას მომწოდებლებთან და აქციონერებთან.

პროფესიული ზრდა და ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის

სოციალური მდგრადობა ველედაში საკუთარ თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. ველედა ის ადგილია, სადაც საერთო ამოცანები ადამიანის პროფესიულ ზრდას განაპირობებს. მენეჯერების სოციალურ კომპეტენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰარმონიული პროფესიული თანამშრომლობისთვის. 2013 წელს ამოქმედდა  პროგრამა ‘მენეჯმენტი ფოკუსში’, რომელიც მიზნად ისახავს მართვის სავალდებულო სტანდარტების დანერგვას და, ამავე დროს, მენეჯერების ხელშეწყობას – ამ პროცესს ველედას ყველა მენეჯერი 2016 წლისთვის დაასრულებს.

ველედა დიდ ყურადღებას უთმობს აგრეთვე თავისი 1 900 თანამშრომლის განვითარების შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ დაცული იყოს წონასწორობა სამუშაოსა და ოჯახს შორის, ველედაში უამრავი ხელშემწყობი სამსახური არსებობს, მათ შორის, კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი საბავშვო ბაღები გერმანიასა და საფრანგეთში.

ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობა

სტაჟიორებისა და ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა აგრეთვე მნიშვნელოვანია ველედასთვის. კომპანია ახორციელებს პროფესიულ ტრენინგებს და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახალ გამოცდილებას იძენს. სტაჟიორები ერთობლივ ექსკურსიებში (მაგალითად, მეურნეობაში Demeter), საერთაშორისო ტრენინგებში და ანთროპოსოფიის საკითხებზე ჩატარებულ სემინარებში მონაწილეობენ.

გერმანიაში სტაჟიორები 2013 წლიდან მართავენ ‘უმცროს კომპანიას’, რაც მიზნად ისახავს ყველა იმ პროცესის შესწავლას, რომელიც კომპანიის დაფუძნებას და პროდუქტის გაშვებას უკავშირდება. სტაჟიორებმა შექმნეს ველედას საპონი, რომელიც უკვე იყიდება გერმანიაში.

შიტყვეთ მეტი

ღირებულების შექმნა

მდგრადი ეკონომიკა ისეთი ეკონომიკაა, რომლის პირობებში ბუნებრივი რესურსები იმაზე სწრაფად არ იხარჯება, ვიდრე ბუნება მათ აღადგენს. რენტაბელობა აყვავებული ეკოსისტემებისა და წარმატებული კოოპერაციის პროდუქტია. სარგებელი სამართლიანად ნაწილდება. ველედასთვის ეთიკური, ღირებულების შემქმნელი ეკონომიკა მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის – ის უმთავრესია მისი ბიზნესისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ან ბიზნესს ქმნის.

მდგრადი ეკონომიკა

პასუხისმგებლობის აღება

კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა მოიცავს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის, ნედლეულის მოპოვების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ხელმეორედ გადამუშავებადი შეფუთვის საკითხებს, ასევე ნარჩენების, წყლის ხარჯვისა და სათბურების გაზების ემისიის შემცირებაზე ზრუნვას.

ეკოლოგიური მდგრადობა