ეკოლოგიური მდგრადობა

დაარსებიდან დღემდე

გარემოსა და მისი რესურსების მიმართ ფრთხილი და გონივრული მიდგომა რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიულ იდეებს ეყრდნობა და ველედასთვის საბაზისოა. ის უკვე 9 ათეული წელია ტრადიციად იქცა. მაგრამ კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა ამით არ შემოიფერგლება. ის მოიცავს აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ნედლეულის მოპოვების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ხელმეორედ გადამუშავებადი შეფუთვის საკითხებს, ასევე ნარჩენების, წყლის ხარჯვისა და სათბურების  გაზების ემისიის  შემცირებაზე ზრუნვას. 

ნედლეულის მდგრადი გამოყენება

ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტებისა და წამლებისთვის ველედა 1000-მდე სახეობის მცენარეს იყენებს. და კომპანიას გაცნობიერებული აქვს, რომ ამ ნედლეულის მოპოვების ხერხები  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ამავე დროს, მას ვესმის, რომ მხოლოდ ჯანსაღი ბუნებრივი ეკოსისტემები იძლევიან საჭირო ნიადაგსა და პირობებს მაღალი ხარისხის ბუნებრივი ნედლეულის მისაღებად.
ამიტომ მის მიერ გამოყენებული ნედლეულის 78% სერტიფიცირებული ბიოლოგიური ან ბიოდინამიკური მეურნეობებიდან, ან შემოწმებული ველური პოპულაციებიდან მომდინარეობს და ის მუდმივად ზრუნავს ამ მაჩვენებლის გაზრდაზე. ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა ველედასთვის უაღრესად მნიშვნელოვანია – ბიომრავალფეროვნების გარეშე არ იარსებებდა ველედას პროდუქცია.

ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიურად უსაფრთხო გამოყენება

როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიაში, ველედაში მიმდინარე საწარმოო პროცესებიც -  manufacturing process- მოითხოვს წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებას. ჩვენი თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ რესურსების მოხმარებას, კომპანია კი მუდმივად ხვეწს და აუმჯობესებს საწარმოო პროცესს, მაგალითად, ხელმეორედ იყენებს კონდენსატს, რომელიც კვლავ წყლის მიმოქცევის ციკლს უბრუნდება. შედეგად, კომპანიის მიერ წყლის ხარჯვა ერთ კილოგრამ წარმოებულ პროდუქციაზე 2013 წლიდან ერთი მეოთხედით (25%-ით) შემცირდა.

ველედა ყველა ღონეს ხმარობს აგრეთვე კომპანიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ამისთვის არსებობს პირდაპირი და ირიბი გზები –საკონდიციონერო და ვენტილაციის სისტემების ოპტიმიზება, საწარმოო და საოფისე ფართების შემცირება, არსებული ტექნიკის რაციონალური გამოყენება და ეფექტურობის ამაღლების სხვა ხერხები.ამავე დროს, ველედა სულ უფრო მეტად იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს. 2013 წელს მის მიერ მოხმარებული პირდაპირი ენერგიის 50,7% და  ირიბი ენერგიის 94,3% განახლებადი წყაროებიდან იყო მიღებული.

ბიოდინამიკური მეურნეობა

სამკურნალო მცენარეების გაშენების ბიოდინამიკური მეთოდი მკაცრად ტრადიციულ მეთოდად რჩება ველედაში. ბიოდინამიკური მეურნეობა გულისხმობს, რომ მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, თესლის წარმოება და ლანდშაფტის მოვლა ანთროპოსოფიური პრინციპების მიხედვით ხორციელდება.
ველედას კუთვნილ ბაღებში our garden sites – in Europe and around the world– როგორც ევროპაში, ისე მთელს მსოფლიოში –ველედა ბიოდინამიკურ მეთოდებს ნერგავს: უმაღლესი  ხარისხის ნედლეულის მისაღებად, რაც, ამავე დროს, ლანდშაფტისა და მისი მრავალრიცხოვანი ცოცხალი ორგანიზმების (ბაქტერიებით დაწყებული ძუძუმწოვრებით დამთავრებული) განახლებასა და დაცვასაც უზრუნველყოფს.

ეკოლოგიური შეფუთვა

ეკოლოგიური შეფუთვა მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ცხადია, ის უნდა იცავდეს პროდუქტს, მაგრამ, გარდა ამისა, ის ეკოლოგიური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და თავისი ფუნქციის ამოწურვის შემდეგ მეორად გადამუშავებას უნდა ექვემდებარებოდეს. დღესდღეობით არ არსებობს საკითხის იდეალური გადაწყვეტა, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. ველედა განაგრძობს პერსპექტიული გამოსავლის ძიებას, მანამდე კი ცდილობს, ეკოლოგიური თვალსაზრისით რაც შეიძლება უვნებელი შეფუთვა გამოიყენოს.

 

2012 წელს კომპანიაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეფუთვის ახალი პროექტების შექმნაზე მუშაობს. ამის შედეგად შემუშავდა რამდენიმე სიახლე, რომელიც  დაუყოვნებლად დაინერგა: რაც შეიძლება მეტი მეორადი მასალის გამოყენება; მუყაოს კოლოფების გამოყენება, რომლებიც სერტიფიცირებულია ტყის რესურსების დაცვის საბჭოს მიერ; მეტალის კილიტის გამოყენების ნაცვლად ფერად ბეჭდვაზე გადასვლა.  ველედა განიხილავს აგრეთვე ლურჯი მინისგან დამზადებული  ტრადიციული ფლაკონების ჩანაცვლების შესაძლებლობას გარემოსთვის უვნებელი პლასტიკით, რომლის მეორადი გადამუშავება უფრო ადვილია და რომლის ტრანსპორტირება უფრო იაფი ჯდება  ნაკლები წონის გამო. შეფუთვის მწარმოებლებთან და ექსპერტებთან რეგულარული კონსულტაციების წყალობით შეფუთვა მუდმივად უმჯობესდება.

შეიტყვეთ მეტი

ღირებულების შექმნა

მდგრადი ეკონომიკა ისეთი ეკონომიკაა, რომლის პირობებში ბუნებრივი რესურსები იმაზე სწრაფად არ იხარჯება, ვიდრე ბუნება მათ აღადგენს. რენტაბელობა აყვავებული ეკოსისტემებისა და წარმატებული კოოპერაციის პროდუქტია. სარგებელი სამართლიანად ნაწილდება. ველედასთვის ეთიკური, ღირებულების შემქმნელი ეკონომიკა მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის – ის უმთავრესია მისი ბიზნესისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ან ბიზნესს ქმნის.

მდგრადი ეკონომიკა

ეთიკური ქმედება

ველედა ყურადღებას ამახვილებს როგორც მომხმარებლებზე, ისე თანამშრომლებზე – მათ პიროვნულ განვითარებაზე, ჯანმრთელობაზე და მათ მოთხოვნილებაზე, იცხოვრონ გაწონასწორებული ცხოვრების წესით, რაც ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოიცავს. ასეთია ეთიკური და ღირებულების შემქმნელი ეკონომიკის მისეული განმარტება.

სოციალური მდგრადობა