მდგრადი ეკონომიკა

მდგრადი ეკონომიკის დროს დედამიწის ბუნებრივი რესურსები იმაზე სწრაფად არ გამოიყენება, ვიდრე ბუნება მათ განაახლებს.

მდგრადი ეკონომიკა ისეთი ეკონომიკაა, რომლის პირობებში ბუნებრივი რესურსები იმაზე სწრაფად არ იხარჯება, ვიდრე ბუნება მათ აღადგენს.

რენტაბელობა აყვავებული ეკოსისტემებისა და წარმატებული კოოპერაციის პროდუქტია. სარგებელი სამართლიანად ნაწილდება. ველედასთვის ეთიკური, ღირებულების შემქმნელი ეკონომიკა მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის – ის უმთავრესია მისი ბიზნესისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ან ბიზნესს ქმნის.

ღირებულების შემქმნელი ეკონომიკა

რენტაბელობა აყვავებული ეკოსისტემებისა და წარმატებული კოოპერაციის პროდუქტია. სარგებელი სამართლიანად ნაწილდება. ველედასთვის ეთიკური, ღირებულების შემქმნელი ეკონომიკა მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის – ის უმთავრესია მისი ბიზნესისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ან ბიზნესს ქმნის.

მდგადი ეკონომიკა, ჩვენი თვალსაზრისით, ეთიკურ პრინციპებზე, ინოვაციებზე, ინვესტიციებსა და ჯანმრთელ ფინანსურ საფუძველზე შენდება და ხელმისაწვდომ რესურსებს იყენებს. მისი იდეა მდგომარეობს რესურსების ეფექტურად და პასუხიმგებლობით გამოყენებაში, რაც გრძლევადიან მოგებას უზრუნველყოფს.

კომპანიის ღირებულების ამაღლებისთვის ველედა ყურადღებას ამახვილებს როგორც მომხმარებლებზე, ისე თანამშრომლებზე – მათ პიროვნულ განვითარებაზე, ჯანმრთელობაზე და მათ მოთხოვნილებაზე, იცხოვრონ გაწონასწორებული ცხოვრების წესით, რაც ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოიცავს. ასეთია ეთიკური და ღირებულების შემქმნელი ეკონომიკის  მისეული განმარტება.

მოგება და ინვესტიციები

ბიზნესის კრიტიკული გაგება განსაზღვრავს ველედას ეკონომიკურ ორიენტაციას. ველედას მრწამსის შესანარჩუნებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი დამოუკიდებლობისა და ავტონომიის უზრუნველყოფას, მაგრამ თუ კომპანიას არ ექნება ეკონომიკური წარმატება, ის ვერ შეძლებს მდგრადი კორპორაციული სტრატეგიის დანერგვას. საქმიანობიდან მიღებული მოგება მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ინვესტიციები სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

რისკების შემცირება

საქმიანობის პასუხსმგებლობით წარმართვა ზრდის კომპანიის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს რისკებს – ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ეკოლოგიური პრობლემებიდან დაწყებული და თანამშრომლებთან, ინტერესთა ჯგუფებთან და აქციონერებთან ურთიერთობით დამთავრებული. ეს მდგრად ღირებულებას ქმნის, რომელიც შეიძლება განაწილდეს თანამშრომლებზე ხელფასის სახით, ინვესტორებზე –დივიდენდების სახით და უფრო ფართო საზოგადოებაზე იმ ქვეყნებში, სადაც ის საქმიანობს – მის მიერ გადახდილი გადასახადების სახით.

დამატებული ღირებულება

დამატებული ღირებულება კომპანიისთვის

ველედას საქმიანი ოპერაციები კომპანიისთვის ღირებულებას ქმნის და ის დამატებული ღირებულების დეკლარაციაში აღნიშნავს ველედას ჯგუფის წვლილს კერძო და საზოგადოებრივ შემოსავალში. დეკლარაციაში ნაჩვენებია აგრეთვე ხარჯები, რომლებიც ველედამ ამ შედეგების მისაღწევად გაიღო და ისიც, თუ როგორ განაწილდა დამატებული ღირებულება.

„ველედა თავის თანამშრომლებს თანამფლობელებად განიხილავს, რომლებიც ბიზნეს-პროცესის ნაწილს შეადგენენ. მისთვის უაღრესად მნიშვმნელოვანია თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის გრძნობისა და თვითშეგნების ხელშეწყობა და წახალისება.“

შეიტყვეთ მეტი

ეთიკური ქმედება

სოციალური პასუხისმგებლობისკენ სწრაფვა ეხმარება ადამიანებსა და ორგანიზაციებს, დადებითი გავლენა მოახდინონ განვითარებაზე, ბიზნესსა და საზოგადოებაზე. როგორც სოციალური ორიენტაციის ორგანიზაცია, ველედა დიდ ყურადღებას აქცევს აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თანამშრომლების, მომწოდებლებისა და პარტნიორების ინდივიდუალურ განვითარებასა და საერთო ჯანმრთელობას.

სოციალური მდგრადობა

პასუხისმგებლობის აღება

კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა გარემოსა და მისი რესურსების მიმართ ფრთხილი და გონივრული მიდგომით არ შემოიფერგლება. ის მოიცავს აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ნედლეულის მოპოვების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ხელმეორედ გადამუშავებადი შეფუთვის საკითხებს, ასევე ნარჩენების, წყლის ხარჯვისა და სათბურების გაზების ემისიის შემცირებაზე ზრუნვას.

მდგრადი ეკონომიკა