შინაგანი სხივი

ველედას ამოცანაა თქვენი სხეულის, სამშვინველისა და სულის სტიმულირებითა და ინსპირირებით, სილამაზის აქტიური ხელშეწყობა

 ამის მისაღწევად ველედა აცნობიერებს მიწის სილამაზეს, რომელსაც ამუშავებს, მცენარეების სილამაზეს რომელთაც აშენებს, პარტნიორული ურთიერთობების სიმშვენიერეს, რომლებითაც ადამიანის ღირსება არ ითრგუნება და ბოლოს მომხმარებლის სილამაზეს.

შინაგანი სილამაზე

ათასწლეულებია, რაც ადამიანებს, გვაქვს მოთხოვნილება, მოვუაროთ  სხეულს, გვქონდეს გლუვი კანი და მბზინავი თმა. კაცობრიობის ისტორიის ყველა ეპოქიდან შემოჩენილია ცნობები სილამაზესთან დაკავშირებული უამრავი რიტუალის შესახებ – სუფთა წყალში ან ცხელ ორთქლში ბანაობიდან დაწყებული, თიხით ან ჯაგრისით გახეხვითა და ნელსაცხებლებისა და ზეთების შეზელვით დამთავრებული. ზოგი ასეთი რიტუალი, როგორიცაა, მაგალითად, კლეოპატრას ცნობილი რძის აბაზანები, დღესაც პოპულარულია.

 

განსხვავებით სხეულის მოსავლელი გავრცელებული კოსმეტიკისგან, რომელიც ხშირად იმაზეა ფოკუსირებული, რომ კანს უბრალოდ მისცეს ის, რაც მას აკლია, ველედა კომპლექსურ მიდგომას ირჩევს. მისი გაგებით, სხეულის მოვლა არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ კანის ჯანმრთელობასაც უნდა ემსახურებოდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს წონასწორობას სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის.

თქვენი ინდივიდუალური სილამაზე

ველედა ამას ბიოდინამიკური მიწათმოქმედების მეთოდების გამოყენებითა და პატიოსან ვაჭრობაზე დაფუძნებული პარტნიორობის fair trade partnerships  განვითარებით აღწევს. და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ბუნებრივი პეროდუქტებით, რომლებიც თქვენს გაჯანსაღებას და შინაგანი წონასწორობის პოვნას ემსახურება.

კანის მოვლის ველედას კონცეფცია ბუნების სიბრძნეს ეყრდნობა და ბუნებრივი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებების გაერთიანებით კანის თვითრეგულაციას აძლიერებს. საგულდაგულოდ შერჩეული წამყვანი მცენარეები lead plants განსაკუთრებულ ხასიათს სძენს ველედას კოსმეტიკურ პროდუქტებს, რადგან ისინი მიანიშნებენ ბუნებაში და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები ერთმანეთთან კავშირს.

მეტი ბუნებრივი სილამაზის შესახებ

ბუნების საუკეთესო წარმომადგენლები

ბუნებრივი პროდუქტები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნილების გათვალისწინებით.

ბუნებრივი კოსმეტიკა

ცხოვრება იცვლება

ველედას სურვილია, რომ მისი მომხმარებელი თავს კომფორტულად გრძნობდეს და იყოს მიმზიდველი ცხოვრების ყველა ეტაპზე.

ცხოვრების ეტაპები