ბუნებრივი კოსმეტიკა

კანის გაძლიერება ხარვეზების შენიღბვის ნაცვლად

ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ მდგომარეობასთან ბალანსში

ჯანმრთელობისა და ენერგიის მომცემი ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ველედას ბუნებრივი კოსმეტიკისა და კანის კომპლექსური მოვლის კონცეფციას უდევს საფუძვლად.  დაარსების დღიდან, ველედა თავისი პროდუქტებით ადამიანის სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის ჰარმონიის ხელშეწყობას ემსახურება.

ჯანმრთელობისა და ენერგიის მომცემი ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ველედას ბუნებრივი კოსმეტიკისა და კანის კომპლექსური მოვლის კონცეფციას უდევს საფუძვლად. 90 წლის წინ კომპანიის დაარსების დღიდან ველედა თავისი პროდუქტებით ადამიანის სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის ჰარმონიის ხელშეწყობას ემსახურება.

კანი არა მარტო ჩვენი უდიდესი გრძნობის ორგანოა – ის ფურცელია, რომელზეც ჩვენი ცხოვრების ისტორია იწერება. კანის საშუალებით ჩვენ გარე სამყაროს ვგრძნობთ და აღვიქამთ, მაგრამ კანი ჩვენს შინაგან სამყაროზეც მეტყველებს. კანის გარეგნობაზე აისახება ადამიანის ასაკი, სასიცოცხლო ენერგია, ემოციური წონასწორობა და მენტალური ჯანმრთელობა. ძლიერი აღგზნების, სტრესის, ნევროზისა თუ ჰორმონალური ცვლილებების შედეგად ჩვენი კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და ორგანიზმი ბუნებრივ წონასწორობას კარგავს.

ველედას ბუნებრივი კოსმეტკის ამოცანა ზოგადი ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. იმისთვის, რომ ჯანმრთელად და მხნედ იყოს, ადამიანი, პირდაპირი გაგებით, თავს კარგად უნდა გრძნობდეს საკუთარ კანში. კანის მოვლის ველედას კონცეფციის უმთავარესი ნიშანი ის არის, რომ მისი პროდუქტები უბრალოდ კი არ ნიღბავენ ხარვეზებს, არამედ კანის თვითრეგულირების ბუნებრივ შესაძლებლობებს ააქტიურებენ.

ველედას პროდუქცია უნიკალურია იმით, რომ ის შექმნილია პრინციპის საფუძველზე, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, ყნოსვითა და შეხებით შეიგრძნოთ ეს, როდესაც ველედას პროდუქტებს იყენებთ. ველედას ბუნებრივი ინგრედიენტები მიზანმიმართულად ააქტიურებენ ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს, ამყარებენ შინაგან წონასწორობას.

კანის თვითგაჯანსაღებისა და რეგენერაციის პროცესების მიზანმიმართული ხელშეწყობა აძლიერებს მის თავდაცვის და თვითგანკურნების უნარს. ამგვარად აძლიერებს ველედას პროდუქცია კანის სიცოცხლისუნარიანობას, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ შეავსოთ ის, რაც მას აკლია.

შეიტყვეთ მეტი ბუნებრივი სილამაზის შესახებ

ცხოვრება იცვლება

ველედას სურს, რომ ხელი შეუწყოს მომხმარებლის შინაგან სილამაზეს იყოს გაბრწყინებული ცხოვრების ყველა ეტაპზე.

ცხოვრების ეტაპები

შინაგანი სილამაზე

ველედას მიზანია მომხმარებლის სილამაზის აქტიური კულტივირება, მისი სხეულის, სამშვინველისა და სულის სტიმულირებისა და ინსპირირების გზით.

შინაგანი სხივი