სპორტული მასაჟი

აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ კუნთების კარგ კონდიციაში შესანარჩუნებლად

სპორტული მასაჟი მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის არ არის განკუთვნილი

იმის მიუხედავად, რომელ სპორტულ აქტივობას აირჩევთ, თქვენ დიდ მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ სხეულს. კუნთების უკიდურესობამდე დაძაბვა მათ გამაგრებას და გაძლიერებას იწვევს, მაგრამ მათთვის დასვენება, კარგი კვება და ტრავმებზე დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ კუნთები კარგ მდგომარეობაში იყოს, სასურველია რეგულარული მასაჟი გამათბობელი ზეთებით სპორტული აქტივობის წინ და შემდეგ.

 

ეფექტური სპორტული მასაჟი ტრადიციული მასაჟის ხერხებს ეფუძნება და ორ ნაწილად იყოფა: მასაჟი სპორტული აქტივობის დაწყებამდე და აღმდგენი მასაჟი, როგორც კი შხაპს მიიღებთ და მზად ხართ მოსადუნებლად.

სცადეთ მასაჟის ეს ტექნიკა სირბილის, ველოსიპედით სიარულის ან მთაში ლაშქრობის წინ და შემდეგ:

ვარჯიშის დაწყებამდე

მოამზადეთ თქვენი კუნთები

ვარჯიშის დაწყებამდე ჩაიტარეთ კუნთების მასტიმულირებელი მასაჟი, მოკლე, სწრაფი მოძრაობებით დაიზილეთ კუნთები. ეს სისხლის მოძრაობას გაააქტიურებს და კუნთებს ვარჯიშისთვის მოამზადებს, ამავე დროს შეამცირებს ტრავმების რისკს.

ნაბიჯი 1

მოათავსეთ მარჯვენა ფეხი სკამზე და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ ზეთით. დაიწყეთ დუნდულიდან და ზურგის ქვედა ნაწილიდან, გადადით ბარძაყზე და შემდეგ წვივზე, სანამ კოჭს არ მაიღწევთ. გამოიყენეთ ორივე ხელი ფეხის წრიული მოძრაობებით სწრაფად დასაზელად, თან ცვალეთ მოძრაობის მიმართულება.

ნაბიჯი 2

დაუბრუნდით ზურგის ქვედა ნაწილს და მარჯვენა ხელით მსუბუქად დაატყაპუნეთ ზურგის ქვედა ნაწილსა და დუნდულაზე. გადადით ბარძაყის ზედა ნაწილზე და შემდეგ წვივის გარშემო კოჭამდე. ეს მოძრაობები გაიმეორეთ მარცხენა მხრიდან, ბარძაყის შიდა მხარეს, ბარძაყის უკანა მხარის გარშემო და წვივის გავლით აქილევსის მყესამდე.

ნაბიჯი 3

შეაერთეთ თითები თასივით და მსუბუქად რითმულად დაარტით დუნდულას, გადადით ბარძაყზე და შემდეგ წვივზე და ჩადით კოჭამდე.

ამის შემდეგ მთელი ეს პროცედურა გაიმეორეთ მარცხენა ფეხზე.

თითოეული ფეხის მასაჟს რამდენიმე წუთი სჭირდება, მაგრამ თქვენი სხეულის მომზადებისთვის ამ დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს. შეგიძლიათ ეს მოსამზადებელი მასაჟი ვარჯიშამდე გარკვეული ხნით ადრე ჩაიტაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე მსუბუქი დატყაპუნების გამეორება კუნთების ხელახლა სტიმულირებისთვის.

 

თუ თქვენ დარბიხართ ან ველოსიპედით დადიხართ, არ დაგავიწყდეთ მხრებისა და მკლავების მასაჟის ჩატარება იგივე ტექნიკისა და მოძრაობების გამოყენებით, რასაც ფეხებისთვის იყენებთ.

არნიკას სამასაჟე ზეთი

განკუთვნილია გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის
Arnika Sport-Duschgel

არნიკას საშხაპე გელი

დაბანისას ავსებს სხეულს ახალი ენერგიით

ვარჯიშს შემდეგ

ვარჯიშის შემდეგ თქვენს კუნთებს უფრო მსუბუქი, ნელი მოძრაობებით სჭირდება დამუშავება დაძაბულობის მოსახსნელად და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის. ეს შეგიძლიათ უშუალოდ ვარჯიშის შემდეგ გააკეთოთ, ან შხაპის მიღების შემდეგ, როდესაც გათბებით და მზად იქნებით მოსადუნებლად.

ნაბიჯი 1

მასაჟი ისევ დაიწყეთ წრიული დაზელვით, მაგრამ ამჯერად დაიწყეთ კოჭიდან, გადაინაცვლეთ ზევით, წვივის გავლით ბარძაყზე, დუნდულაზე და ზურგის ქვედა ნაწილზე.

ნაბიჯი 2

ახლა ისევ მსუბუქი ზეწოლით კოჭიდან ნელი მოძრაობით ადით ზურგის ქვედა ნაწილამდე. გამოიჩინეთ სიფრთხილე! სპორტული აქტივობის შემდეგ, ნამუშევარი კუნთები შეიძლება ძალიან მგრძნობიარე იყოს ტკივილის მიმართ. მასაჟის დროს ზეწოლა მსუბუქი უნდა იყოს და არ იწვევდეს ტკივილს

 

ნაბიჯი 3

ვარჯიშის შემდეგ კუნთების სრულად მოსადუნებლად მსუბუქი მასაჟი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, დაწყებული კოჭიდან, მაგრამ უფრო ნაკლები ზეწოლით. ეს უფრო ხელის გადასმაა, რომლითაც მასაჟს დაასრულებთ და მადლობას ეტყვით  სხეულს თქვენთვის გაწეული მუშაობისთვის.

ბოლოს, დაისვენეთ

არ დაგავიწყდეთ მასაჟის გამეორება მხრებსა და მკლავებზე, თუ სპორტული აქტივობისას  ტანის ზედა ნაწილიც მონაწილეობდა. ბოლოს დაწექით ზურგზე ხალიჩაზე ან სხვა რბილ ზედაპირზე, ხელები შეაერთეთ და მუცელზე დაიდეთ. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ მუცლიდან ისე, რომ იგრძნოთ, როგორ ადის და ჩადის თქვენი ხელები. ეს ეხმარება ვენური სისხლის უკუქცევას ფეხებიდან და ხელს უწყობს კუნთების რეგენერაციას.

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აქ მოცემული რჩევები არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს სამკურნალო მასაჟი, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტი ატარებს ტრავმის ან სამედიცინო პრობლემების შემთხვევაში. თუ რაიმე ტრავმა ან დაავადება გაწუხებთ, ყოველთვის წინასწარი კონსულტაცია  გაიარეთ ექიმთან, სანამ ნებისმიერი ტიპის მასაჟს შეუდგებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მასაჟი თქვენი გამაჯანსაღებელი რეჟიმის ნაწილია.

 

მეტი სპორტული აქტივობა

სპორტული აქტივობა სასარგებლოა თქვენთვის

და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს, სპორტული აქტივობა ლოყებს შეგიფარკლავს და გაგრძნობინებს, რომ ცხოვრება მშვენიერია

ლაშქრობა გვახალისებს

ჩასუნთქვა, კონცენტრაცია, შედეგი!

შეიძლება ეს ყველაზე მარტივი ვარჯიშია - გადით და ირბინეთ. აქაა 6 რჩევა, რომ დატკბეთ სირბილით

სირბილის სიყვარული