ჩასუნთქვა, კონცენტრაცია, შედეგი!

სირბილის მოყვარულთათვის

თქვენი გონება იმდენადვე ვარჯიშდება ფიზიკური აქტივობის დროს, როგორც სხეული. სპორტსმენები ხშირად საუბრობენ იმ მედიტაციური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ისინი შედიან შეჯიბრის კულმინაციის დროს, როცა ისინი აქტიურად კონცენტრირებულნი არიან შედეგზე. ეს არის „ზონა“, რომელსაც მედალოსნები აღწევენ, მაგრამ ის ყველასთვის ღიაა.

იყავით აქტიური და დარჩით ჯანმრთელი

აქტიურ ადამიანებს ჯანმრთელი გული და ძლიერი კუნთები აქვთ. მათ ნაკლებად აწუხებთ ჭარბწონიანობა და არ არიან მიდრეკილნი დაავადებებისადმი - დაწყებული რესპირატორული, დამთავრებული დიაბეტით. სიმსივნით დაავადებული, გულის ინფარქტგადატანილი და მძიმე ტრავმაგამოვლილი პაციენტებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ფიზიკური აქტივობა გამოჯანმრთელებისა და მისი შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

რა თქმა უნდა, ვარჯიში გონივრულად უნდა წარმართოთ  და თავიდანვე მარათონელივით არ  ირბინოთ. ყოველდღიური ვარჯიშითა და თანდათანობით დატვირთვის გაზრდით შესაძლებელია გამძლეობისა და ძალის  სწრაფი მომატება.

Arnika Sport-Duschgel

არნიკას საშხაპე გელი

დაბანისას ავსებს სხეულს ახალი ენერგიით

არნიკას სამასაჟე ზეთი

განკუთვნილია გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის

დაბადებული სირბილისთვის

თუ სირბილი თქვენი არჩევანია, მაშინ მიიღეთ რამდენიმე რჩევა ექსპერტებისგან, რომ დაიცვათ თავი ტრავმებისაგან და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ამ ფიზიკური აქტივობით.

შეიძინეთ კარგი ფეხსაცმელი

კარგი სათანადო ფეხსაცმელი არ არის მოდური მარკის ფეხსაცმელი, მაგრამ ის ძვირია. თუმცა მისი შეძენით თქვენ დაიცავთ არა მხოლოდ ფეხებს, არამედ მუხლებს, თეძოებს და ზურგს. ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბიომექანიკას და რეკომენდებულია ყოველი 800 კმ  გარბენის შემდეგ, ახალი წყვილის შეძენა.

წყალი არ დაგავიწყდეთ

სირბილისას თან უნდა იქონიოთ ბოთლი წყლით - მოკლე დისტანციაზეც გესაჭიროებათ რეჰიდრირება. სულ ესაა. გადით გარეთ და ირბინეთ!

აწარმოეთ ჟურნალი

ჟურნალი დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში. შედეგების ანალიზი საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ შემდგომი ვარჯიშის რეჟიმი საბოლოო მიზნის მისაღწევად.

დრო და დისტანცია გაზარდეთ ნელა და სვენებ-სვენებით

კონდიციის მისაღწევად, ექსპერტები გვირჩევენ ყოველკვირა გარბენის 10%-ით გაზრდას. მაგრამ საკუთარი ტემპი ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს. სპორცმენებმა კარგად იციან რეგულარული ვარჯიშის პირობებში დასვენების ფასი. ერთი დღეც კი საკმარისია კუნთების აღსადგენად და ახალი ენერგიით ვარჯიშის გასაახლებლად.

მოუსმინეთ თქვენს სხეულს

სირბილისას სხეული ყოველთვის მიგანიშნებს, როდისაა საკმარისი მისი დატვირთვა. თუ ამას უყურადღბოდ დატოვებთ, ტრავმები იჩენს თავს. სირბილის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შეგიძლიათ ის ცურვით ან სხვა მსუბუქი აქტივობით ჩაანაცვლოთ.

დატკბით განტვირთვით

სირბილი განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს დადებითი ენერგიით ავსებს.  ამას უნდა მოჰყვეს დასვენება. შხაპის მიღების შემდეგ მსუბუქი საკვები და სასმელი განტვირთვით ტკბობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მეტი სპორტული აქტივობა

სპორტული აქტივობა სასარგებლოა თქვენთვის

და როგორც არ უნდა გრძნობდეთ თავს, სპორტული აქტივობა ლოყებს შეგიფარკლავთ და გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია

ლაშქრობა გვახალისებს

ორი ბორბალი ძრავის გარეშე

თუ გსურთ გულისა და ფილტვების გააქტიურება გადატვირთვის გარეშე, იარეთ ველოსიპედით

იარეთ ველოსიპედით

სპორტული აქტივობის დაწყებამდე მოთელეთ კუნთები

სპორტული მასაჟი მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის არ არის განკუთვნილი. აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ კუნთების კარგ კონდიციაში შესანარჩუნებლად

მოუფრთხილდით კუნთებს