სილამაზე

კაქტუსი ოპუნცია

კაქტუსის ექსტრაქტი - ახალი ტრენდული საშუალება კანის სილამაზისთვის

კაქტუსი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი მცენარე - მისი ექსტრაქტი კანს ანიჭებს დამატებით ტენიანობას. ამ უდაბნოს მკვიდრის ტენის შენარჩუნების უნარი, მას კანის მოვლის შესანიშნავ საშუალებად აქცევს.

უდაბნოდან კანზე

სილამაზე შიგნიდან მოდის - იგივე ეხება ეკლიან კაქტუსს. მას სქელი, წყლით გაჯერებული ქსოვილი საშუალებას აძლევს აყვავდეს მშრალ კლიმატურ პირობებში. ტემპერატურის ზრდა და წყლის მარაგის შემცირება მისთვის პრობლემა არ არის. ეს უდაბნოს მკვიდრი ექსტრემალურ პირობებს შეეგუა. ნამდვილი გადარჩენის ოსტატია! მას შეუძლია გაუძლოს გვალვის და მზის ზემოქმედების ხანგრძლივ პერიოდებს. საიდუმლო? ფართო ფესვთა სისტემის წყალობით, ეს მდგრადი მცენარე წვიმის შემდეგ სწრაფად შთანთქავს დიდი რაოდენობის წყალს და ინახავს თავის ღეროში. სქელი, მწვანე ყლორტებით და წვნიანი ხორცით, კაქტუსი მშრალი გარემოს საპირისპიროა.

მექსიკური კაქტუსი

10 ფაქტი კაქტუსის შესახებ:

  • კაქტუსი ოპუნცია ან დედინაცვლის ენა (ლათ. Opuntia) — მიეკუთვნება ამავე სახელწოდების მცენარეთა გვარსს და კაქტუსისებრთა ოჯახს
  • იგი ბუჩქი ან პატარა ხეა, რომელსაც აქვს ბუჩქის ფორმის ღეროვანი სეგმენტები, სახელწოდებით კლადოდები, რომლებიც დაფარულია დამცავი ეკლებით.
  • ითვლება, რომ ეს ტიპიურად განტოტვილი კაქტუსის სახეობა წარმოიშვა მექსიკაში.
  • აცტეკები მას თაყვანს სცემდნენ, როგორც საკულტო მცენარეს. მისი ხილისგან მზადდებოდა ალკოჰოლური სასმელი ტეკილა რელიგიური ცერემონიებისთვის.
  • იზრდება 4,700 მეტრის სიმაღლეზე და გაშენებულია ძირითადად მექსიკაში, აფრიკაში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

Discover the sourcing of our prickly pear cactus

  • ოპუნტია მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ღეროებს ხშირად იყენებენ კიტრის მსგავსად და მიირთმევენ ბოსტნეულის კერძის ან ნედლი სალათის სახით.
  • არომატული ხილი ასევე გამოიყენება საკვებად. ოვალური, ლეღვის ფორმის ნაყოფი მომწიფებისას ნარინჯისფერ-წითელი ფერისაა.
  • გაზაფხულზე და ზაფხულში მოგრძო, ბრტყელი ღეროების პირას მსხვილი, ნათელი ყვითელი ყვავილები ჩნდება.
  • ნაყოფი ვითარდება მცენარის ყვავილობის შემდეგ. იმის გამო, რომ ნაყოფი ღეროებიდან იღებს საკვებ ნივთიერებებს, ღეროების მოპოვება ხდება ყვავილობის დაწყებამდე.
  • მიწაზე დაცემის შემთხვევაში ღეროებს, ყვავილებს და ხილს შეუძლია ფესვები განავითაროს და ახალ მცენარედ გადაიქცეს.

კანის მყისიერი და უხვი დატენიანება

მკაცრი გარეგნობის ქვეშ, იმალება კაქტუს ოპუნციას საკვები ინგრედიენტებით სავსე წვენი. მისი ბუნებრივი, ტენიანობის შემაკავებელი თვისებები ასევე სასარგებლოა კანისთვის, რაც მას ეფექტურ ინგრედიენტად აქცევს კანის მოვლის პროდუქტებში. ოპუნციას ექსტრაქტი მზადდება ხორციანი ღეროებიდან, რომლებიც ძირითადად ლორწოსგან შედგება. მას აქვს დამატენიანებელი თვისებები და ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დატენიანებას. იგი ასევე მოქმედებს კანზე დამამშვიდებლად და აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს.

საჭიროებს თქვენი კანი დამატებით დატენიანებას?

ველედას ახალი “კაქტუსის დამატენიანებელი ხაზი“ მსუბუქი და გამაგრილებელია, რაც უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას. ორგანული კაკტუს ოპუნციას ექსტრაქტით და ალოე ვერას გელით დამზადებული ამ ხაზის უნიკალური მსუბუქი ფორმულა ანიჭებს კანს მშვენიერ და ჯანსაღ ელფერს.

მსგავსი სტატიები